პროზა ქერა არა მარტო კითხულობს, საყიდლებზეც დადის – სახალისო ისტორია 2015, 23 აგვისტო, 22:55 ქერა შევიდა ფარდების მაღაზიაში და კონსულტანტ ბიჭს უთხრა: "ლამაზი ვარდისფერი ფარდები მინდა შევიძინო." თავის მხრივ კონსულტანტმა დაარწმუნა, რომ ქალბატონისთვის სასურველი ფერის ფარდების ძალიან ფართო არჩევანი აქვთ. შემდეგ რამდენიმე ნიმუში აჩვენა, მაგრამქერას ძალიან გაუჭირდა არჩევა. ბოლოს, საღამოსკენ როგორც იქნა შეარჩია ყვავილებიანი ფარდა ვარდისფერი ფონით. გამყიდველმა შესაბამისად ჰკითხა თუ რა ზომის უნდოდა. "15 ინჩი." სწრაფად უპასუხა ქალმა. "15 ინჩი?" გაუკვირდა კონსულტანტს. "ეს ხომ ძალიან პატარაა. ისეთი რა ოთახი გაქვთ?"ქერამ უპასუხა, რომ ფარდა ოთახისთვის კი არა და კომპიუტერის მონიტორისთვის უნდოდა. ფარდების გამყიდველი ცოტა არ იყოს გაოგნდა, მაგრამ მაინც გადაწყვიტა რომ ეთქვა: "ქალბატონო, მინდა გითხრათ, რომ კომპიუტერს ფარდები არ ჭირდება." ქერამ კი თავდაჯერებული ტონით უპასუხა: "ოე.... გამარჯობაააააააა! Windoooooows მაქვს!304 7-ს მოსწონს
|