x
პროფესიის სწორად შერჩევის პრობლემა და გადაჭრის გზები(კვლევითი სტატია)
პროფესია


“შეარჩიე სამუშაო, რომელიც გიყვარს და არც ერთი დღე არ მოგიწევს მუშაობა.” თუ კი ყურადღებით წავიკითხვათ ამ სიტყვებს ნათელი გახდება ჩვენთვის ის მნიშვნელობა რაც სწორად შერჩეულ პროფესიას აქვს თითოეული ადამიანისთვის


სწორად შერჩეული პროფესია ჩვენი მომავალი წარმატების უმნიშველოვანესი კომპონენია.ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები თანხმდებიან რომ, საზოგადოებასთან ჰარმონიული ურთიერთობისა და საკუთარი სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად მნიშვნელოვანია სამუშაოს ცხოვრებაში წარმატებით ინტეგრირება. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც ვიღებთ სწორ პროფესიულ გადაწყვეტილებას. დარწმუნებით
შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამუშაოსაგან მიღებული მხოლოდ მატერიალური სარგებელი
ვერ უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას. მუშაობის პროცესში ჩვენ
ვიკმაყოფილებთ ისეთ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებსაც როგორიცაა: საკუთარი თავის კომეტენტურად აღქმის მოთხოვნილება, საკუთარი მნიშველოვნების განსაზღვრა
ცხოვრებაში. სამუშაო, რომელსაც ვასრულებთ მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს იმაზე თუ, როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს და როგორ აღგვიქვამენ სხვები.
ჩვენს პირად ცხოვრებასა და სოციალურ როლზე დიდ გვალენას მოახდენს ის თუ, როგორ სამუშაოს ავირჩევთ და როგორ მოვახერხებთ საკუთარი სამუშაოს შერწყმას საკუთარ

ცხოვრებასთან. სწორად არჩეული პროფესია არის საკუთარი თავის რეალიზაციის
უმნიშვნელოვანესი კომპონენტი.


იდეა, მესაუბრა პროფესიის სწორად შერჩევის პრობლემაზე, პირველ რიგში, წამოვიდა საკუთარი გამოცდილებიდან და ასევე იმ სტუდენტებისგან, რომლებმაც უნივერსიტეტში
ჩაბარების შემდეგ აღმოაჩინეს, რომ სწავლობენ იმას, რაც მათთვის არ არის საინტერესო
და რომ ამ პროფესიაზე
არ უნდა შეეჩერებინათ არჩევანი. ხშირად მოზარდების გადაწყვეტილებები სწორედ რომ გაუაზრებელია ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც ხდება ძირითადი მიზეზი ჩვენთვის
შეუფერებელი პროფესიული არჩევანის გაკეთებისა, რაც მიზეზი ხდება მომავალში მთელი რიგი სირთულეებისა და პროფესიული წარუმატებლობისა. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება გაგვიმართლოს, თუმცა ეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებს
ეხება, რომელიც ძალიან ცოტაა. პრობლემა არის, მაგრამ ხმამაღლა ამაზე არ საუბრობენ.
შესაბამისად, ეს საკითხი არ არის საჯარო განხილვის სფერო და შესაბაისად არ იგეგმება
და არ არის ღონისძიებები, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებს და დაემხარება მოზარდებს სწორი და ადეკვატური გადაწყეტილების მიღებაში. ბაკალავრის
დიპლომით ხელში, მაგრამ ხშირად ძალიან დაბალი განათლებით,
ვიღებთ არაპროფესიონალთა მთელ არმიას. დაბალი კვალიფიკაცია სამუშაო ადგილებზე
საფრთხეს უქნის ქვეყნის ეკონომიკას, საზოგადოების
ეთილდღეობას. ზრდის უმუშევართა რაოდენობას, რაც ეკონომიკის თვალსაზრისით, და არა მარტო, წამგებიანია რადგან, ადამიანური რესურსი ფაქტობრივად გამოუყენებლი
რჩება, ეს კი ქვეყნისთვის დიდ დანაკარგს ნიშნავს და აცირებს განვითარების ტემპს. სწორედ ამიტომაა აუცლიებელი ინტერვენცია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა პრობლემის მოსაგვარებლად. ამისთვის ჩვენ გვჭირდება,
პირველ რიგში, ინფორმირებულობა ისეთ საკითხებზე როგორიცაა თუ,
რა ფაქტორები გვიშლის ხელს, რა უნდა ვიცოდეთ და რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა მივიღოთ სწორი პროფესიული გადაწყვეტილებები და გავხადოთ ცხოვრება
ჩვენთვის საინტერესო და გამომწვევი. კვლევამ,
რომელიც ჩატარდა „ საქართველოს ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის“ მიერ
ორგანიზებული კონფერენციის ფარგლებში და რომელშიც მონაწილეობა მიიღო თბილისის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა, გამოავლინა რომ მოსწავლეების
უმეტესობას მათი მომავალი პროფესიების შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში არავინ დახმარებია, ძირითადი წყარო კი საიდანც მიიღეს ინფორმაცია მათი პროფესიების ინტერნეტია, თუმცა მიაჩნიათ რომ საუკეთესო გზა მიიღო სწორი ინფორმაცია
მომავალი პროფესიის
შესახებ არის შესაბამისი პროფესიის ადამიანი. უმრავლესობა მოსწავლეებისა(93%) თანხმდება იმაზე რომ სკოლებში შესაბამისი ინფორმანციის მიწოდება დაეხმარება მოზარდებს სწორი
არჩევანის გაკეთებაში, რადგან მიაჩნიათ, რომ დღეს უმეტესობა მოზარდებისა გადაწყვეტილებას იღებს ისე რომ არ ფლობს საკმარის ინფორმაციას მათ პროფესიის შესახებ და ამიტომ ხშირ შემთვევაში ეს
მიზეზი ხდება გაუაზრებელი გადაწყვეტილებების მიღებისა.


მოსწავლეები თავად მიუთითებენ ამ პრობლემის არსებობის შესახებ, თუმცა გამოვლინდა ურთიერთგამომრიცხავი შედეგებიც: მოსწავლეები თვლიან, რომ პრობლემა არსებობს და ზოგადად მოზარდების გადაწყვეტილებები ხშირად გაუაზრებელია,
მაგარამ რატომღაც საკუთარ თავს მათ რიგებში არ განიხილავენ და მიუთითებენ, რომ
თვითონ დარწმუნებულნი არიან მათი გადაწყვეტილების სისწორეში. ვფიქრობ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნდა იყოს ცნობიერების დაბალი დონე. ისინი ვერ აცნობიერებენ იმას თუ რა როლი აქვს პროფესიას ადამიანის ცხოვრებაში. ეს კი გამომდინარეობს სწორედ ინფორმაციის სიმწირიდან, რომელიც არსებობს დღეს, ჩვენს საზგადოებაში. სწორედ ამიტომ პირველ რიგში მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მუშაობა და კონკეტული ნაბიჯების გადადგმა. გთავაზობთ რეკომენდაციათა ჩამონათვალს რომელიც ვფიქრობ დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში:


1.სკოლებში გაცნობითი ხასიათის ლექციების ჩატარება დარგში მომუშავე სპეციალისტების მიერ, ისინი მოუყვებიან მოსწავლეებს მათი ერთი ჩვეული სამუშაო დღის შესახებ, ეს კი დაეხმარება მოსწავლეებს თავიდან აიცილონ მომავალში არასწორი მოლოდინების მსხვრევა.


2.სკოლის ფსიქოლოგის აქტიური ჩართვა, პროფესიის
შერჩევასთან დაკავშირებული პრობლემების გაცნობის მიზნით.(რა გვიშლის ხელს, რა უნდა გავითვალისწინოთ, და ა.შ) ჯგუფური დისკუსიები,
სასარგებლო რჩევების მიცემა მოზარდებისათვის, რომელიც დაეხმარება მათ სწორი პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

3.რადგან ძირითადი წყარო ინტერნეტია ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, სანდო ელექტრონული ბაზების შექმნა, სადაც იქნება რეალური, ნათელი ინფორმაცია პროფესიების შესახებ დაეხმარება მოზარდებს თვითგამორკვევასა და პროფესიული
ორიენტაციის გასაზღვრაში.





დღეს, უკვე საქართველოში არსებობს ვებგვერდი (myprofession.ge)
რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის, იქ იპოვით თქვეენთვის სანტერესო მრავალგვარ ინფორმაციას, შეავსებთ ტესტს, რომელიც თვითგამორკვევასა და პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების
მიღებაში დაგეხარებათ, მეტს შეიტყობთ პროფესიებისა და განათლების სისტემის შესახებ, ყოველივე ეს კი საშუალებას მოგცემთ მიღებული ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ არსებულ
ცოდნას დაუკავშიროთ. ვებ-გვერდზე ასევე ნახავთ სახელმძღვანელოს „აირჩიე პროფესია“, რომელიც პირველი სახელმძღვანელოა საქართველოში, რომელიც ახალგაზრდებს პროფესიულ ორიენტაციასა
და კარიერულ დაგეგმვაში, პროფესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.


საბოლოო ჯამში, პროფესიის ძიების მთავარი შედეგი უნდა იყოს პიროვნებისა და სამუშაო შეთანხმებულობის მაქსიმალური დონის მიღწევა,
რაც ქმნის ჩვენი პროფესიული წარმატების საფუძველს. განათლების სამინისტროსთვის ამ იდეების გაცნობა და მათი მხრიდან მხარდაჭერა განსაკუთრებით
მნიშვნელვანია რაც ხელს შეუწყობს მომავალი თაობის კეთილდღეობას და ქვეყნის განვთარებას .





ავტორი: ქეთევან უგლავა, თსუ, IV კურსი,
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი.








4
671
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ქეთევანი.ქეთევან უგლავა
ქეთევანი.ქეთევან უგლავა
671
  
დავადებ ახლავე :))
2015, 20 აგვისტო, 10:42
ქეთევან, გაფრთხილებთ, რომ თუ სტატიას არ დაადებთ ფოტოს სტატია დაიბლოკება
2015, 19 აგვისტო, 23:12
ფოტო ! ფოტო ! ფოტო! სტატიას ფოტო დაადეთ ხომე
0 1 4