x
ალტრუიზმი, სოციოფობიის მხსნელი



სოციოფობია - უფრო მეტი, ვიდრე მორიდებულობა.

image

ამ ფობიის მქონე ადამიანები
განიცდიან ისეთ

შიშსა და საფრთხეს უცხო ადამიანებთან ურთიერთკავშირისას, რომ ნებისმიერი სახის
კავშირს მათთან გაურბიან. მართალია, ისინი ამით თავს იცავენ მოსალოდნელი
დამცირებისგან, რისიც სინამდვილეში ეშინიათ, მაგრამ, ამასთანავე უშვებენ ხელიდან
შანსს მიიღონ გარშემომყოფთა მხარდაჭერა, მათ
შორის ემოციონალურ დონეზე. ასეთი ტიპის ადამიანებს ცოტა მეგობარი ყავთ და
თუ მაინც შეძლეს სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარება, ისინი ემოციონალურ
სიახლოვეს ძალიან იშვიათად აღწევენ. იქმნება ერთგვარი ჯაჭვი: რაც უფრო მეტია შიში
სოციალური გარემოსი, მით მეთად ეპარება ინდივიდს საკუთარ თავში ეჭვი, რაც უფრო
აღრმავებს შინაგან მღელვარებასა და შიშს.



ცნობილი
ფაქტია, რომ სხვების დახმარებით ჩვენ თვითონ ვგრძნობთ თავს უკეთ და სამყაროს მეტი
ოპტიმიზმით ვუყურებთ. სწორედ ამიტომ, კანადელმა მკვლევარებმა, ჯერიფერ ტრიუმ
საიმონ ფრეიზერის უნივერსიტეტიდან და ლინ ელდენმა ბრიტანული კოლუმბიის
უნივერსიტეტიდან გადაწყვიტეს ეკვლიათ, შეუძლია თუ არა ალტრუისტულ ქმედებებს სოციოფობიით
შეპყრობილების დახმარება, კერძოდ, შეწყვეტენ თუ არა ისინი გაექცნენ ურთიერთმიმართულ
სოციალურ სიტუაციებს და დაამყარონ სხვებთან კომუნიკაცია.



კვლევაში მონაწილეობდა გამოკვეთილი სოციოფობიის ნიშნის მქონე
115 სტუდენტი. ისინი შემთხვევითობის წესით 3 ჯგუფად დაყვეს. პირველ ჯგუფს
ევალებოდა 4 კვირის მანძილზე ემოქმედა ალტრუისტულად: ოთახის მეზობელს ჭურჭლის
დარეცხვაში დახმარებოდნენ, გაზონი დაერგოთ, ფულადი დახმარება გაეცათ და
მონაწილეობა ქველმოქმედებაში მიეღოთ. მეორე ჯგუფის წევრებს საკუთარი თავისთვის
უნდა დაეძალებინათ ეურთიერთათ ისეთ სიტუაციებში, რომლებისაც ეშინოდათ.
სხვათაშორის, ეს ცნობილი მეთოდია მსგავსი აშლილობების კვლევისას. მესამე ჯგუფელებს
უბრალოდ ყოველდღიური მოვლენების ჩანაწერების გაკეთება ევალებოდათ.



ექსპერიმენტი ერთი თვის მანძილზე გრძელდებოდა და შედეგების
თანახმად, პირველი ჯგუფის წევრები უფრო ნაკლებად გაურბოდნენ სოციალურ სიტუაციებს,
ვიდრე დანარჩენები. მათი ეფექტი ყველაზე გამოკვეთილი იყო სხვებთან შედარებით და
განსაკუთრებით კარგი შედეგი კვლევის დასაწყისში ჰქონდა. შესაბამისად, დასკვნა
ადასტურებს ჰიპოთეზას, რომ ალტრუიზმი გარიყულობის შიშის შემცირებაში ეხმარება და
აგრეთვე, ურთიერთობისას ღელვის მაჩვენებელს საგრძნობლად აქვეითებს.



თამამად
შეიძლება ითქვას, რომ ალტრუიზმის საშუალებით სოციოფობიის დამარცხება თუ არა,
საკმაოდ შემცირება და დაკნინებაა შესაძლებელი.



ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი
თამარ მაღლაკელიძე



0
75
1-ს მოსწონს
ავტორი:თათა მაღლაკელიძე
თათა მაღლაკელიძე
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0