x
image
ნოდარი პეტრიაშვილი
კოლიბრი

imageკოლიბრები - ფრინველების ქვერიგი ნამგალასნაირთა რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 5, 7-21, 6 სმ, მასა 1, 6- 20 გრამს აღწევს. შეფერილობა ნაირგვარია და მკვეთრი ლითონისებრი ელვარება დაკრავს. აქვს გრძელი, წვრილი და სწორი ნისკარტი, ზოგჯერ ქვემოთკენ მოხრილი. მეტად სუსტი, სასიარულოდ გამოუსადეგარი ფეხები, სხეულთან შეფარდებით დიდი გული, რომელიც წუთში 1000-მდე იკუმშება. კოლიბრები შესანიშნავად ფრენენ და შეუძლიათ ჰაერში ერთ ადგილზე ლივლივი. გადამფრენია. ღამით, გარემოს ტემპერატურის დაცემისას, სხეულის ტემპერატურაც ეცემა 14, 5-21 °C-მდე. კოლიბრები უფრო ყვავილების ნექტარით იკვებებიან, პატარა მწერებს და ობობებსაც ჭამენ. დედალი ბუდეს ამაგრებს ტოტებზე, ფოთლებზე, კლდეზე. დებს 2 კვერცხს. საინკუბაციო პერიოდი 14-19 დღე გრძელდება, იჩეკებიან ტიტველი თვალაუხილავი და უსუსური ბარტყები. კოლიბრების ქვერიგში 1 ოჯახის 319 სახეობაა. გავრცელებული არიან დასავლეთ ნახევარსფეროში - უმთავრესად ტროპიკულ ნაწილში. თუმცა ზოგიერთი სახეობა საკმაოდ შორსაც ვრცელდება როგორც ჩრდილოეთით, ისე სამხრეთით.

0
87
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0