x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სიმითი - უგემრიელესი თურქული ბლითები
image
სიმითი - სეზამის მარცვლებმოყრილი თურქული ბლითები თურქეთში ნამყოფი ყველა ტურისტისთვის კარგადაა ნაცნობი. მას ქუჩაშიც ყიდიან და ძვირადღირებულ სასტუმროებშიც მოგართმევენ. ზემოდან ხრატუნა ქერქი და შიგ ჰაეროვანი რბილობი, რომელსაც, როგორც წესი თაფლში ან მურაბის წვენში ავლებენ და თბილს მიირთმევენ. მისი მომზადება საკმაოდ მარტივია და არც დიდ დროს მოითხოვს. ასე რომ, სცადეთ!

image


ინგრედიენტები:



ფქვილი(450 გ);

შაქარი (25 გ);

წყალი (230 მლ);

მარილი;

საფუარი (1 პატარა ზომის პაკეტი);

ზეთი (30 მლ);

თაფლი (35 მლ);

სეზამის მარცვლები.


მოვზილოთ თხელი ცომი სფუარის, მარილის, 130 მლ. თბილი წყლის, შაქრისა და 225 გ. ფქვილისგან.

image

თანდათან შევურიოთ ზეთი და დარჩენილი ფქვილი. მოვზილოთ ელასტიური ცომი, შევფუთოთ საკონდიტრო ცელოფანში და დავდოთ თბილ ადგილზე.

image


2 საათის შემდეგ გავყოთ 6 ნაწილად, თითოეულ ნაწილს მივცეთ მოგრძო ფორმა, ისევ შევფუთოთ და სითბოში მოვათავსოთ 1 საათით.

image

შემდეგ თითოეულ ნაწილს მივცეთ გრძელი მაკარონის ფორმა, გადავახვიოთ ან გადავწნათ და გავაკეთოთ რგოლები. დავაფაროთ სველი ტილო და ისევ თბილ ადგილზე დავდოთ.

image


ცხელ წყალში გავხსნათ თაფლი, ამოვავლოთ მასში უკვე ამოფუებული სიმითები, შემდეგ კი ამოვავლოთ სეზამის მარცვლებში.

image


გამოვაცხოთ 220 გრადუსზე, 10 წთ.


imageimage











3
2083
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2083
  
2015, 5 აგვისტო, 12:19
დიდი არაფერია.... ხრაშუნა რომ არის მუღამს აძლევს
2015, 5 აგვისტო, 12:06
მე არ მაქვს გასინჯული და ძალიან მაინტერესებს.
2015, 5 აგვისტო, 12:04
გავაზიარე..ბევრჯერ მაქვს ნააჭამი :D
0 1 3