x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სალომე ჭაჭუას პიკანტურმა ფოტომ მამაკაცების აღფრთოვანება გამოიწვია (+ფოტო)

image
მოცეკვავე სალომე ჭაჭუა საქართველომ პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" მეშვეობით გაიცნო და მალევე შეიყვარა.
სტუდია "თელას" ერთ-ერთი გამორჩეული მოცეკვავე დღეს უკვე სკუთრ სტუდიას უდგას სათავეში. სალომე შეყვარებული გახლდათ კოლეგაზე, გიგი გაჩეჩილაძეზე. ურთიერთობა 8 წელს გაგრძელდა, თუმცა ქორწინებით არ დაგვირგვინდა. სალომე თვლის, რომ გოგომ და ბიჭმა ერთმანეთი ბოლომდე არ უნდა ამოწურონ, ეს ურთიერთობას ახუნებსო.

მომღერალი სულ რამდენიმეთვიანი რომანის შემდგომ დაქორწინდა გიორგი ვარდოსანიძეზე. ქორწინებამ ერთ წელსაც ვერ გაუძლო, წყვილი დაშორდა. დაშორების მიზეზებზე დღემდე არ საუბრობენ, თუმცა არაერთი ჭორი და ვარაუდი ვრცელდება.

სალომე ამჟამად საკუთარი პროფესიითაა დაკავებული. ის და მისი მეწყვილე, მაქსიმ რიჟიკოვი შრომასა და ძალისხმევას არ იშურებენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. სულ ცოტა ხნის წინ ისინი საქართველოს ჩემპიონებიც გახდნენ. მაქსიმმა და სალომემ ერთმანეთი მოცეკვავეთა საიტის მეშვეობით გაიცნეს. გოგონა მეწყვილეს ეძებდა, უნდოდა მასზე ბევრად გამოცდილი მოცეკვავე ეპოვნა, საზღვარგარეთ მოღვაწენი კი საქართველოში ჩამოსვლასა და ჩვენი ქვეყნის სახელით ასპარეზობას თავს არიდებდნენ.მაქსიმ რიჟიკოვი კი სწორედ ის აღმოჩნდა, ვისთან ცეკვაც სალომესთვის მისაღები იყო. ქართველი მოცეკვავის მტკიცებით, ბედნიერია, რომ მაქსიმი გაიცნო.

სალომე ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ და სასურველ ქალად ითვლება საქართველოში. სულ ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში მისი ნახევრადშიშველი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მოცეკვავე საცურაო კოსტიუმშია გამოწყობილი. ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცვა და საზოგადოების, განსაკუთრებით კი მამაკაცების აღფრთოვანება გამოიწვია. სალომემ ბევრი კომპლიმენტი მიიღო.image

0
1260
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:K.P.
K.P.
1260
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0