x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
გვანცა დარასელია-ისეთი, როგორსაც ცოტა თუ იცნობს
imageმოდელი, ჟურნალისტი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია ყველასათვის ცნობადი და საყვარელი სახეა. მას, როგორც საკუთარი საქმის პროფესიონალს მთელი საქარველო იცნობს, თუმცა მისი პირადი და ოჯახური ცხოვრება საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი. გვანცას მეუღლე ყოფილი მორაგბე, ვახო მჭედლიძეა.

ტელეწამყვანს თაყვანისმცემლები არასდროს აკლდა, გაგიკვირდებათ, მაგრამ ვახო ის ერთადერთი გახლდათ, რომელსაც გვანცა ეკრანზე არასდროს ჰყავდა ნანახი. ერთმანეთს კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამოზე შეხვდნენ, სადაც გვანცამ იმღერა. ვახო გვანცას სიმღერამ და გარეგნობამ მოხიბლა, ტელეწამყვანს კი გამოხედვით დაამახსოვრა. ურთიერთობა მიმოწერით დაიწყო, გვანცა ვახოს შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა... ფაქტი კი ერთი, ბოლოს ურთიერთობაც ააწყვეს, დაქორწინდნენ და ვაჟიც ჰყავთ.

image



წყვილს ერთი ვაჟი, სამი წლის ერეკლე ჰყავს. პატარაზე მთელი ოჯახი განსაკუთრებულად ზრუნავს. ბავშვს ძიძა უვლის, თუმცა მშობლებიც ახერხებენ მისთვის დროის გამონახვას. თუ ადრე მეგობრებთან ერთად სიამოვნებით ატარებდნენ დროს, ახლა გული შინისაკენ მიუწევთ. "ყველაზე მეტად რაც მომწონს ჩვენს პატარაში, იუმორის საოცარი გრძნობაა. ძალიან თბილია, მაგრამ გარშემომყოფებისგან ასმაგ სითბოს ითხოვს. ერეკლე უზომოდ პრინციპული ბავშვია. ყოველთვის იცის, რა უნდა და არასდროს მიიღებს უარგუმენტო პასუხს. ერეკლეს სჭირდება ძამიკო ან დაიკო. ამბობს ხოლმე: პატარა რომ გვეყოლება, შუაში ჩავიწვინოთო"-გვიამბობს გვანცა. წყვილი უახლოეს მომავალში კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას გეგმავს.

ვუსურვოთ ოჯახს წარმატებები და ბედნიერი მომავალი...


image
image

0
1026
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1026
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0