x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134413
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
თამაზ ჭეიშვილი: "მომენატრა ჩვეულებრივი კაცური ცხოვრება,ოოო როგორ მომენატრა..."
image


პარაფსიქოლოგი, სტუდია "ობიექტივის" ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" შემდეგი შინაარსის მიმართვას ავრცელებს:




"მინდა, ჩემზე ზრუნავდეს სახელმწიფო და საერთოდ არ ვიცოდე რა ქვია “პირველ მოქალაქეს“ პრეზიდენტს, პრემიერს“მეფეს“!... მინდა და მომენატრა“ჩვეულებრივი, კაცური ცხოვრება!... ოოო როგორ მომენატრა!
აღარ მინდა მიტინგებზე სიარული, როგორც სამსახურში...
აღარ მინდა “გიჟურ ქუდიანი“საინფორმაციო სატელევიზიო პროგრამების ცქერა!
მინდა “ევრონიუსივით“დამშვიდებულ ინფორმაციების მიღება(ტელეწამყვანთა ისტერიკების გარეშე!), დაძალების, ზომბირების გარეშე!

არ მინდა რომ ჩემი ქუჩელი მარტოხელა პენსიონერები სხვა უბნებში, თონის
პურის მცხობელებივით ნაგვის ბუნკერში ჩაყირავებული ვნახო და “სექენდ
ჰენდში“ ნაყიდი დაგრეხილი ბოტასებით ვიცნო!
ძალიან, ძალიან მინდა, დიდუბის ხიდის ქვეშ აღარ დავინახო სახეშეშლილი ჭიათურელი“უნივერსალმასტერები“!
მინდა წავიდე დასასვენებლად ანტალიაში, ან სეიშელზე ცოლთან ერთად და არა გონიოში(“კოიკა“ 20ლარად)!
აღარ მინდა გაზის, დენის და “საკაბელოს“ინკასატორებს ჩემი ოჯახის პოტენციურ “ტერორისტებად“ და მტრებად აღვიქვამდე!

მინდა, რომ არჩევნები ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის, ახალი
იმედების, საინტერესო პერსპექტივების ეროვნული დღესასწაული გახდეს და არა
გაქნილი, ნამუსგარეცხილი კარიერისტების პირადი ცხოვრების მოწყობის
საშუალება!...
მინდა და ვოცნებობ, რომ ლტოლვილებს არ უხდებოდეს სახელმწიფოსგან რამოდენიმეჯერ მიღებული ბინებითა და შემწეობებით, მანიპულირება!

სიგიჟედ გადამექცა “იდეა ფიქსი“ 2 მილიონამდე ქართველის ღირსეულად
დაბრუნება სამშობლოში !მათ შორის ჩემი “შეგირდისა“ და მეგობრის, ბონდო
ქურდაძის ოჯახის დაბრუნებაც, რომლის უცხოეთში გაპარება “შტირლიცის ურთულეს
ოპერაციას“ წააგავდა!
მინდა, დიახ მინდა, რომ პრემიერი
პრემიერობდეს, პრეზიდენტი პრეზიდენტობდეს, პარლამენტში კანონებს ღებულობდნენ
განათლებული, ინტელექტით სავსე პატრიოტები!
ძალიან, უუხ, ძალიან
მინდა, რომ ამერიკელივით თვალზე ცრემლი მომადგეს ჩემი ქვეყნის სახელმწიფო
ჰიმნის მოსმენის დროს და სახელმწიფო დროშა და ჰერალდიკა ჩემი ღირსების
სიმბოლო გახდეს...
მინდა, არანორმალურად მინდა, რომ ჩემმა შვილებმა
დაამთავრონ ტანჯვითა და წვალებით არსებობა.ხოლო შვილიშვილებს და მათ
შვილებს, თავის სამშობლოში, გარანტირებულად ქონდეთ სტაბილური მომავალი!
ააღარ მინდა, გალოთებული და განარკომანებული მოზარდების, გოგო-ბიჭების, რაოდენობის ზრდის სტატისტიკის მოსმენა და წაკითხვა!
მინდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებად არ დარჩეს!"




თამაზ ჭეიშვილი.
image

1
444
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
444
  
2015, 4 აგვისტო, 17:16
ქედს ვიხრი. მსგავსი მიზნები გქვონია
0 1 1