x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134523
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508585
საინტერესო ფაქტები ნიკოლას ფლამელის შესახებ.
imageნიკოლას ფლამელი ერთ-ერთი ყველაზე იდუმალებით მოცული ალქიმიკოსია. მას მიაწერენ ფილოსოფიური ქვის შექმნას. მე გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მის შესახებ.

1. ნიკოლას ფლამელი დაიბადა 1330 წელს პონტუაზში, საფრანგეთში.
2. ის იყო ნამდვილი პიროვნება, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე ჩინებული ალქიმიკოსი მსოფლიოში.
3. ფლამელის სახლი დღესაც დგას პარიზში.

4. ახალგაზრდობაში ნიკოლას ფლამელი მუშაობდა გამყიდველად საფრანგეთის ერთ-ერთ წიგნის მაღაზიაში. ეს იყო ძალიან თავმდაბლური პროფესია, მაგრამ მას ეძლეოდა საშუალება ეწერა და ეკითხა. ის მუშაობდა პატარა ჯიხურში, სენ-ჟაკის ეკლესიასთან ახლოს, სადაც ის თავის თანაშემწეებთან ერთად წერდა და ასურათებდა წიგნებს.

5. ფლამელმა ცოლად მოიყვანა პერნელი, სასიამოვნო გარეგნობის, განათლებული ქვრივი, რომელიც მასზე ოდნავ უფროსი იყო და ფლობდა პატარა ქონებას.


6. ფლამელის გარდაცვალება გაფორმდა 1418 წელს, მაგრამ მისი სამარხი ცარიელია. გავრცელდა ჭორები, რომ ნიკოლას ფლამელი სინამდვილეში არ მომკვდარა და ის დღესაც ცოცხალია. ამის შემდეგ ხალხი აცხადებდა, რომ მათ იგი ნახეს პარიზის ქუჩებში მოხეტიალე. ერთ-ერთი მოწმე აცხადებდა, რომ მან ნიკოლას ფლამელი ნახა 1761 წელს პარიზის ოპერაში. ერთი კი ამბობს, რომ მან დაინახა როგორ იყურებოდა ფლამელი თავისი ფანჯრიდან 1986 წელს.
7. ძველ ამბებში მოთხრობილია, რომ ფლამელს ქონდა ხილვა, რომელშიც მას ანგელოზი გამოეცხადა. გაბრწყინებულმა, ფრთებიანმა ქმნილებამ ფლამელს წარმოუდგინა ლამაზი წიგნი, რომლის გვერდებიც ტყავის და გადამუშავებული სპილენძისა იყო. მოგვიანებით ფლამელმა დაწერა რა უთხრა მას ანგელოზმა: “ყურადღებით დააკვირდი ამ წიგნს, ნიკოლას. თავდაპირველად ვერაფერს გაიგებ, ვერც შენ და ვერც სხვა ვინმე. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს შენ მასში დაინახავ ისეთ რამეს, რომელსაც სხვა ვერავინ დაინახავს შენს გარდა". იმ დროს, როცა ანგელოზს ფლამელის-თვის წიგნი უნდა მიეცა, მას გაეღვიძა. განვლო ცოტა ხანმა და სიზმარი რეალობად იქცა. ერთ დღეს როცა ფლამელი მარტო მუშაობდა მაღაზიაში, უცნობი მიუახლოვდა მას, რომელსაც როგორც ჩანდა ძალიან უჭირდა წიგნის გაყიდვა, მაგრამ ფული სასწრაფოდ ჭირდებოდა. ფლამელმა მაშინვე იცნო წიგნი, რომელიც ანგელოზმა მას სიზმარში უჩვენა.მან სიხარულით შეიძინა წიგნი ორ ფლორინად(ფულის ერთეული).

წიგნზე ამოტვიფრული იყო დიაგრამები და სიტყვები, რომელთაგან მარტო რამდენიმეს ამოკითვა მოახერხა ფლამელმა ბერძნულად. მას ესეთი წიგნი არასოდეს არ ენახა, მიუხედავად მისი სამუშაო გამოცდილებისა. მან მხოლოდ ის შეამჩნია, რომ წიგნის ფურცლები ნორჩი ხის ქერქისაგან იყო დამზადებული. ფლამელმა პირველ გვერდზე ამოიკითხა, რომ წიგნი დაწერილი იყო ვიღაც ებრაელი აბრაამის მიერ, რომელიც თავის თავს შემდეგნაირად მოიხსენიებდა: “თავადი, მღვდელი, ლევიანი, ასტროლოგი და ფილოსოფოსი."

სიზმრის ძლიერმა მოგონებამ და მისმა ინტუიციამ ფლამელი დაარწმუნა რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი წიგნი. ის ფიქრობდა, რომ წიგნი შეიცავდა იდუმალ ცოდნას და ეშინოდა, რომ ვერ შეძლებდა მის წაკითხვას. ის გრძნობდა, რომ წიგნი ცხოვრებისა და ბუნების საიდუმლოებებით იყო მოცული.

8. მან ამ წიგნის მიხედვით შექმნა “ფილოსოფიური ქვა", რომელიც ადამიანს მარადიული სიცოცხლის შანსს აძლევს და ყველაფერს რასაც ის შეეხება ოქროდ გადააქცევს.

0
200
1-ს მოსწონს
ავტორი:ნანო ბლიაძე
ნანო ბლიაძე
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0