x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
,,ვინც ყაყაჩოს ცრემლებს გასინჯავს მთელი ცხოვრება ტირის”

ნარკოტიკი

ნარკოტიკი (ბერძნული სიტყვაა narkotikos და ნიშნავს
გამაბრუებელი)_ნივთიერება, რომელსაც მედიცინაში იყენებენ ტკივილის
გამაყუჩებელ და საძილე საშუალებად. ნარკოტიკებს უწოდებენ ნებისმიერ
ქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც სპეციფიურ გავლენას ახდენენ
ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. არსებობს სხვადასხვა შემადგენლობის
და განსხვავებული მოქმედების ნარკორიკი. მათში შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე
ძირითადი ჯგუფი:

1.დეპრესანტები, რომლებიც თავის ტვინზე დამთრგუნველად
მოქმედებენ. ესენია ოპიატები–ნივთიერებები, რომლებიც მზადდება ყაყაჩოდან
მიღებული ოპიუმის სხვადასხვა დონემდე გადამუშავებით. მაგ: ოპიუმი(„შავი“),
ჰეროინი, მორფინი, მეტადონი, კოდეინი და სხვა. დეპრესანტებს ასევე
განეკუთვნება ალკოჰოლი და ა. შ.

2. სტიმულატორები, რომლებიც აღაგზნებენ ნერვულ სისტემას, ესენია: კოკაინი, კრეკი, ამფეტამინები(ვინტი, ექსტაზი), კოფეინი.image
3. ჰალუცინოგენები, რომლებიც იწვევენ უნებლიე
მოჩვენებებს–ჰალუცინაციებს. ესენია: LSD (ელესდი), მარიხუანა,
ჰაშიში(მიიღება კანაფისგან), სხვადასხვა ტოქსიური ინჰალანტები(წებოები,
საყოფაცხოვრებო ქიმიის სხვა პროდუქტები) და სხვა.

ნარკოტიკებს იყენებენ იმ სასიამოვნო შეგრძნებების გამო, რომლებიც
გამოყენებისთანავე იჩენს თავს. ამ დროს ადამიანი დგება კარგ ხასიათზე, აქვს
სასიამოვნო შეგრძნებები, დადებითი ემოციები. ხდება უფრო აქტიური, გულღია
და უადვილდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობა, არ გრძნობს დაღლილობას, აქვს
სხვადასხვაგვარი ხილვები. ეს ეფექტი ე. წ. კაიფი ხანმოკლეა და ეიფორიის
შემდეგ იწყება ე. წ. გამოსვლის ფაზა, რომელიც არასასიამოვნო ემოციებთან
არის დაკავშირებული, რადგან სასიამოვნო ეფექტები მხოლოდ სუბიექტური
შეგრძნებებია, რეალურად კი ორგანიზმი განიცდის ნარკოტიკების მავნე
ზემოქმედებას და შედეგად ხდება მისი გამოფიტვა.

ნარკოტიკებს არასასურველი ეფექტებიც ახასიათებს. გამოსვლის ფაზაში თავს
იჩენს შემდეგი მოვლენები: გახშირებული ან შენელებული გულისცემა და სუნთქვა;
მომატებული წნევა, გამოხატული ოფლიანობა, მომატებული ტემპერატურა, თავის
ტკივილი, უძილობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, პირის სიმშრალე, ხელების
კანკალი, წონასწორობის დარღვევა.image
ნარკოტიკების უმეტესობას ახასიათებს ე. წ. ტოლერანტობა ანუ მიჩვევა.
ამის გამო ადამიანები ერთიდაიგივე ეფექტის მისაღწევად იძულებულნი არიან
მზარდი დოზებით მოიხმარონ ნარკოტიკები. ამ დროს უკვე პიროვნება ხდება
წამალდამოკიდებული და აღარ შეუძლია უარი თქვას ნარკოტიკზე, რადგან მას
უვითარდება აბსტინენცია ანუ „ლომკა“, როდესაც მრავალ არასასიამოვნო
შეგრძნებას განიცდის. მას აღენიშნება: ძლიერი ტკივილები სხეულის სხვადასხვა
ნაწილებში, უძილობა, დეპრესია, უსაფუძვლო შიშები, შფოთვა, უმადობა,
კუჭ–ნაწლავის აშლილობა, ძლიერი გადაღლა, მხედველობითი და სმენითი
ჰალუცინაციები, ნარკოტიკის მოხმარების მტანჯველი სურვილი.ნარკოტიკების
მოხმარების ადრეულ ეტაპზე ადამიანი არ აქცევს ყურადღებას გვერდით
მოვლენებს, რადგან მათგან მიღებული სიამოვნება დასაწყისში აღემატება
უსიამოვნო შეგრძნებებს, თუმცა გადის დრო და სიამოვნება ნელ–ნელა მცირდება, image

მის მისაღწევად ნარკოტიკის უფრუ და უფრო დიდი დოზებია საჭირო. სიამოვნების
შემცირებასთან ერთად წინა პლანზე იწევს ის არასასურველი მოვლენები, რაც
ნარკოტიკების ხანგრძლივ გამოყენებას თან ახლავ ს.

ნარკოტიკების რეგულარულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული
უარყოფითი ცვლილებები ადამიანის ორგანიზმში და ხშირ შემთხვევაში სიკვდილი.

0
905
1-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
905
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0