x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134046
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„თბილისი – ჯოჯოხეთია აეროპორტიდან დაწყებული უკვე“! –ანიტა რაჭველიშვილი
„თბილისი – ჯოჯოხეთია აეროპორტიდან დაწყებული უკვე“! – წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოში დაბრუნებული მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი აქ გამეფებულმა „ქართულმა ქაოსმა“ გააბრაზა. მან სოციალურ ქსელში საკმაოდ მწვავე ხასიათის განცხადება გამოაქვეყნა:



image


" თბილისი – ჯოჯოხეთია აეროპორტიდან დაწყებული უკვე:


ქაოსი, დეზორგანიზაცია, ციგნები თუ ფულს არ მისცემ, მანქანის დაჩხაპნით და ათასი საშინელებებით გემუქრებიან! და ვინ არის ნეტა მომხედავი და პატრონი?! მანქანა მამაჩემმა 45 წუთი ვერ დააყენა. ხალხი რიგში დგას და ამით ფულს აკეთებენ! ჩემოდანს საათნახევარი ველოდებოდი! უზრდელურად გელაპარაკებიან! რომელი ერთი ვთქვა? დიდი მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩვენზე!!!
მარაზმსაც უნდა ქონდეს საზღვარი! იმისთვის არ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება ორი წლის წინ, რომ ახლა ყოველ ნაბიჯზე ვნანობდე ჩადენილს!!! ჯობია ისევ უკან წავიდე!!!!“ - წერს ანიტა რაჭველიშვილი.

1
746
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
746
  
2015, 4 აგვისტო, 14:03
არა და სადღაც მართალია.მაგრამ მთლად ყველაფერი ასე მუქ ფერებში როგორ დაინახა?!
0 1 1