x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
12 საინტერესო ფაქტი კოკა-კოლას შესახებ

image
კოკა-კოლა ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სასმელი. ამ სახელმა სწრაფად დაიპყრო მსოფლიო.გადახედეთ ამ საინტერესო ფაქტებს კოკა-კოლას შესახებ.
1. ის შეიცავდა კოკაინს 1905 წლამდე, როდესაც ის ამოღებული იქნა სახალხო შეშფოთების გამო.
2. ის თავდაპირველად შეიქმნა ნაბახუსევისა და თავის ტკივილის განსაკურნებლად.
3. ჩინურად კოკა-კოლას თარგმანი შემდეგნაირია - “გაახარე პირი".
4. თუ შევაერთებდით მსოფლიოში ყველა კოკა-კოლას ბოთლს, მაშინ ისინი მიაღწევდნენ მთვარემდე და უკან დაბრუნდებოდნენ 1667-ზე მეტჯერ.
5. ერთ ღამეში კოკა-კოლას შეუძლია დაარბილოს კბილი.
6. კოკა-კოლას შეუძლია მოაშოროს სისხლის ლაქა. ის აშშ-ში გამოიყენება ქუჩების გასაწმენდად უბედური შემთხვევების შემდეგ.
7. კოკა-კოლა გამოიყენება ტანსაცმლიდან ცხიმის მოსაშორებლად. ეს ყველაფერი ძალიან მარტივია: უბრალოდ მოათავსეთ ტანსაცმელი სარეცხ მანქანაში, დაასხით კოკა-კოლას ერთი ქილა, დაამატეთ ცოტაოდენი სარეცხი საშუალება და ჩართეთ რეგულარული რეცხვის რეჟიმზე.

8. კოკა-კოლას მჟავიანობა PH სკალაზე არის 2, 8 და მას შეუძლია ფრჩხილის დაშლა ოთხ დღეში.
9. კოკა-კოლამ გამოუშვა “დიეტური კოკა-კოლა ბეკონის გემოთი".
10. კოკა-კოლამ გამოუშვა ნაკლებად ცნობილი “Coca-Cola BlāK”. ეს იყო ყავის არომატის სუსტი სასმელი, რომელიც პირველად გამოუშვეს საფრანგეთში 2006 წელს. სამწუხაროდ მან დიდხანს ვერ გაძლო და მისი გამოშვება 2008 წელს შეწყვიტეს. იგი ასევე ხელმისაწვდომი იყო სხვა ქვეყნებშიც.
11. კოკა-კოლას მეშვეობით შექმნეს სანტა კლაუსის თანამედროვე სახე.
12. კოკა-კოლას ლოგო არ იყო ბეჭდური და თავდაპირველად გამოიყენეს ხელნაწერი შრიფტი.

0
328
3-ს მოსწონს
ავტორი:ნანო ბლიაძე
ნანო ბლიაძე
328
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0