x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
კავშირი ადამიანის ხასიათსა და ხელწერას შორის

კამილო ბალდის ნაშრომი გრაფოლოგიის შესახებადამიანის ხელწერა ისეთივე უნიკალურია, როგორც თვითონ ადამიანი. ყველა პიროვნებას განსხვავებული ხელწერა გააჩნია. ეს იმიტომაა, რომ ხელწერა დამოკიდებულია ადამიანის ხასიათზე. ალბათ დაკვირვებიხართ ცვალებადი ხასიათის ადამიანები ყოველთვის სხვადასხვანაირად წერენ. მეცნიერებას, რომელიც კავშირს ავლენს ადამიანის ხასიათსა და მის ხელწერას შორის გრაფოლოგია ეწოდება. იქამდე სანამ გეტყოდეთ, თუ როგორ გავარკვიოთ ადამიანის ხასიათი მისი ხელწერის მიხედვით, რამდენიმე საინტერესო დეტალს გაგაცნობთ გრაფოლოგიის შესახებ. ამ თემაზე პირველი შრომა 1622 წელს გამოქვეყნდა: „იმის შესახებ, როგორ გავიგოთ წერილის მიხედვით მისი დამწერის ხასიათი და თავისებურებანი“, რომლის ავტორიც კამილო ბალდი გახლდათ. ბალდის დროს ნაშრომი გრაფოლოგიაზე შეუმჩნეველი დარჩა, რადგან იმ დროს წერა მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილმა იცოდა. დღეს კი ეს მეცნიერება აქტიურად გამოიყენება კრიმინალისტიკაში.

იმისათვის, რომ გავრკვიოთ პიროვნების ხასიათი მისი ხელწერის მიხედვით, რამოდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ, როგორიცაა ხელწერის დახრილობა, ხაზების მიმართულება, ხელნაწერის სიდიდე, ხელწერის ფორმა, აკურატულობა და დაწოლა.
ხელწერის დახრილობა
სწორი, დაუხრელი ხელწერა ადამიანის კეთილგონიერებას, თავშეკავებულობასა და შინაგან ჰარმონიას მოწმობს. ასე ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული ადამიანები წერენ.
მსუბუქი დახრა მარჯვენა მხარეს დახრილობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ასე წერენ გულღია, ზომიერად თამამი და კეთილგანწყობილი ადამიანები, რომელთაც დროდადრო იმპულსებისადმი დამორჩილება სჩვევიათ.

დახრილი ხელწერა ემოციურობაზე მეტყველებს – მის მფლობელს თავის ხელში აყვანა ყოველთვის არ შეუძლია.

ძლიერი მარჯვენა დახრილობის მქონე ხელწერა, როგორც წესი, ახასიათებთ ადამიანებს, ვისთანაც ენთუზიაზმი მომენტალურად ჩნდება და ასევე სწრაფად ნელდება. ასე წერენ ენერგიული, არაორდინალური ადამიანები, ვისაც ძალიან მალე უყვარდებათ.
მსუბუქი დახრილობა მარცხნივ მამაცურ ხასიათზე მეტყველებს. ასეთი ხელწერის მქონე ადამიანები ცხოვრებაში გონებით ხელმძღვანელობენ, ისინი ჭკვიანები და წინდახედულები არიან.
მარცხნივ ძლიერი დახრილობის მქონე ხელწერის პატრონებში, როგორც წესი, შინაგან ემოციურობასა და გარეგნულ თავშეკავებას შორის მუდმივი ბრძოლა მიმდინარეობს.
მკვეთრად „უკან“ დახრილი ხელწერა გვეუბნება, რომ ადამიანი ჰიპერმგრძნობიარეა, მაგრამ ამას სხვებს ძალიან იშვიათად აჩვენებს.
ხაზების მიმართულება
ზემოთ მიმართული ხაზების ავტორი ოპტიმისტია მას ბავშვური უშუალობა ახასიათებს ან წერის დღეს განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე იყოს.
სწორი და თანაბარი ხაზები შინაგან დისციპლინაზე მეტყველებს. მისი მფლობელი აკურატული და წინდახედული ადამიანია.
თუ ხაზები დაბლა მიდის, ავტორი ცუდი ხასიათზეა. ძირითადად ხაზები მაშინ იწევენ დაბლა, როდესაც რაიმე მოსაწყენს ვწერთ, მაგრამ თუ მუდმივი ხასიათი აქვს, ხელწერის პატრონი შეიძლება მსუბუქ დეპრესიაშიც იყოს.
ხელნაწერის სიდიდე
მსხვილი ასოებით გულღიადა საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები წერენ. ასეთი ხელწერა ხშირად გადამეტებულ თვითშეფასებაზეც მეტყველებს.
ზედმეტად მსხვილი ხელწერა საკუთარი თავით შეპყრობილ ადამიანებს, მარტივად კი – სრულ ეგოისტებს აქვთ.საშუალო ასოებით მშვიდი, ადეკვატური თვითშეფასების ადამიანები წერენ.
იმ შემთხვევაში, თუ ხელწერის ზომა ყოველი ხაზის ან წინადადების ბოლოსკენ ცოტათი იზრდება – საქმე გულღია, დამოუკიდებელ და თავისუფალ დამიანთან გვაქვს. ხოლო თუ პირიქით, ასოები მცირდება – მისი მფლობელი რაღაცის დამალვას ცდილობს.
მინიატურული ხელწერა შეიძლება მხედველობის დარღვევებთან იყოს დაკავშირებული. პატარა ასოებით წერა ასევე მეტყველებს გონების ანალიტიკურ წყობაზე, დეტალებისადმი გადაჭარბებულ ყურადღებაზე. წვრილი ხელწერის პატრონთა უმეტესობა მორცხვია.
ხელწერის ფორმა
მომრგვალებული ასოებით უმეტესად მხიარული, უბრალო და გულკეთილი ადამიანები წერენ.
მახვილკუთხიანმა ასოებმა ორი მიმართულებით შეიძლება წაგვიყვანოს, რომლებიც ხშირად ერთმანეთთანაა შეხამებული: აგრესიულობა და ძალიან მაღალი ინტელექტი. მახვილკუთხოვანი ხელწერის მქონენი ხშირად გამჭრიახი, ცბიერი, ჭკვიანი ადამიანები არიან.
„კუთხოვანი“ ხელწერა – თუ ასოები მახვილი არ არის, მაგრამ ერთგვარი სიმკვეთრე, სწორი კუთხეები, ასოების პარალელური „გვერდები“ შეინიშნება – საქმე დაკვირვებულ, ირგვლივ მიმდინარე მოვლენების ღრმად აღმქმელ ადამიანთან გვაქვს. ასეთ პიროვნებებს ხშირად სხვების მართვა მაღალ დონეზე გამოსდით.თუ კუთხოვან ხელწერაში ასოებიც საკმაოდ დიდია, ეს მფლობელის მანიპულაციებისადმი მიდრეკილებაზე მეტყველებს.
აკურატულობა
“ბატისფეხური" ნაწერი ამბობს, რომ მისი მფლობელი გაუწონასწორებელი ადამიანია. უმეტეს შემთხვევებში, ბატისფეხური ხელწერის მქონეებს დღის განსაზღვრული გრაფიკი არ აქვთ, სამსახურიც სტრესული აქვთ.ამას გარდა, ბატისფეხურით წერა გენიოსების დამახასიათებელია. მსოფლიოს გენიოსების უმრავლესობას აბსოლუტურად გაურკვეველი ნაწერი ჰქონდა.
რაც უფრო გარკვეულად წერს ადამიანი, მით გაწონასწორებული და ძლიერი პიროვნებაა. ხელწერის გარკვეულობა მშვიდი და მდგრადი ფსიქიკისა და არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმაში მყოფ ადამიანებს ახასიათებთ.
დაწოლა
თუ დაწოლა სუსტია, მაშინ პიროვნება მორცხვი და ადვილად მართვადია.
თუ ფურცელს დაწოლა საერთოდ არ ეტყობა, მაშინ მისი დამწერი არათავდაჯერებული და დაკომპლექსებულია.
ძლიერი დაწოლის შემთხვევაში ადამიანი ემოციური ან თუნდაც ისტერიულია.image

1
172
2-ს მოსწონს
ავტორი:ნანო ბლიაძე
ნანო ბლიაძე
172
  
2015, 4 აგვისტო, 14:47
ძალიან საინტერესო სტაატიაა
0 1 1