x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
გოგა მესხი და მარიამ ივარდავა დაქორწინდნენ

image
მომღერალმა გოგა მესხმა საყვარელ ქალს ხელი სცენაზე, პროექტ "ერთი-ერთში"-ის მიმდინარეობისას სთხოვა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია, თუმცა ამ ყვეაფერს მათი ურთიერთბისთვის ხელი არ შეუშლია. "ერთმანეთი ტელეკომპანია "იმედში" გავიცანით. ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ, მაგრამ მარიამი ჩემ მიმართ ცოტა სხვაგვარად განეწყო, რადგან "მარიაჟა" ადამიანი ვეგონე... მაშინ "ახალ ხმაში" ვმონაწილეობდი. სხვათა შორის, ზოგი მეუბნებოდა, - ამ პროექტში რა გინდოდა, რომელი "ახალი ხმა" შენ ხარო? მარიამიც ჩვეულებრივი კონკურსანტი გახლდათ. სამწუხაროდ, პირველივე ტურს "გამოეთიშა"-იხსენებდა გოგა.image

როცა გოგამ საყვარელ ქალს სიყვარული აუხსნა კატეგორიული უარი მიიღო. წყვილმა 6 თვის მანძილზე ურთიერთობა გაწყვიტა. მოგვიანებით კი მარიამმა თავად მისწერა გოგას. ურთიერთობა ნელ-ნელა აეწყო. მარიამიც მომღერალია, ის პროექტ "X ფაქტორის" ფინალში მოხვდა, მაგრამ კონკურსს მალევე გამოეთიშა. გოგა ძალიან ღელავდა, როდესაც მისი რჩეული სცენაზე იდგა. გოგონა წელს აბიტურიენტი გახლდათ, გამოცდები ჩააბარა და პირადი ცხოვრებისვისაც მოიცალა. სულ ცოტა ხნის წინ წყვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნო, რომ დაქორწინდნენ. გოგა და მარიამი ქორწილის გადახდას არ გეგმავდნენ, სამაგიეროდ მოგზაურობას აპირებდნენ მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნაში.

წყვილმა სულ ცოტა ხნის წინ აეროპორტში გადაღებული ფოტო გაავრცელა და გვამცნეს, რომ თაფლობის თვით ტკბებიან.

ვუსურვოთ წყვილს წარმატებები დ ბედნიერი მომავალი...image

0
644
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
644
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0