x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134510
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მაია

imageმაია—
ინდუისტური უძველესი ქალღმერთი, დევის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც შემდგომში ინდუისტურ ფილოსოფიაში ამქვეყნიურ ბუნებასთან და მის მიერ არსებათა სულების მოჯადოებასთან გაიგივდა.





მაიას სიმბოლოებია: ცისარტყელას შვიდი ფერი, პირბადე და ობობას ქსელი.

ინდუისტური სწავლებით, ადამიანი უვიცობის გამო იქმნის მცდარ წარმოდგენას
გარე სამყაროზე, ეს წარმოდგენა არის სწორედ მაია. მაიასგან ცდუნებული
ადამიანი ცდილობს სამყაროზე შექმნილი მცდარი წარმოდგენა რეალურ სამყაროს
მიუსადაგოს, ამით ეძლევა იგი ილუზიას ანუ მაიას.

ყოველი არსების მიზანია, მაიას, ანუ ამქვეყნიურ ცრუ-ბუნებას, ილუზიას და ცდუნებებს თავი დააღწიოს და ღვთაებრივ ბუნებას დაუბრუნდეს.

0
214
2-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარი პეტრიაშვილი
ნოდარი პეტრიაშვილი
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0