x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508246
ანრი ჯოხაძე და მაკა შალიკაშვილი ერთ ლოგინში აღმოჩნდნენ-ცხელი ფოტო ბათუმიდან!

image
მომღერალი ანრი ჯოხაძე და მაკა შალიკაშვილი ბათუმში იმყოფებინ. მათ წლების მანძილზე მეგობრობა აკავშირებდათ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ანრი ჯოხაძემ სოციალურ ქსელში სკანდალური ფოტო გაავრცელა. მაკა და ანრი ერთ საწოლში ნებივობენ. "გველი სადილობს?"-წერს ანრი ჯოხაძე.

ფოტომ ინტერნეტსივრცე მოიცვა. გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ამ ფოტოს დანიშნულება პიარია და წყვილს შორის მეგობრობაზე მეტი არც არაფერი ხდება.

თუმცა შოუბიზნესის სახეებს რას გაუგებ. რამდენიმე წლის წინ, მაკა შალიკაშვილმა განაცხადა, რომ გია ჯაჯანიძესთან რომანი ჰქონდა. ანრი ჯოხაძენ კი გადაცემა "პროფილში" ამაყად გვიმბო, რომ ნინი ბადურაშვილთან სექსი ესიზმრა. "მოგეწონა მაინც?"-ასე გამოეხმაურა მომღერალი მეგობრის სკანდალურ განცხადებას. ანრი ჯოხაძე დაქორწინებული არასდროს ყოფილა. მომღერალს რომანი ჰქონდა მომღერალ ევა რივასთან. წყვილი ერთ-ერთი პროექტის მანძილზე დამეგობრდა. მათ ანრი ჯოხაძის სიმღერა "მე მოვალ" შეასრულეს და პირდაპირ ეთერში ერთმანეთსაც აკოცეს. რომანი რამდენიმე თვის მანძილზე გაგრძელდა, თუმცა ოჯახი არ შეუქმნიათ. ანრი და ევა ეტაპობრივად თანამშრომლობენ. image

რაც შეეხება მაკა შალიკაშვილს, ის დაქორწინებული გახლდათ მსახიობ რატი გოგუაძეზე. მაკას ერთი ქალიშვილი თინანო ჰყავს. პატარა გონიერი ბავშვია და დედასთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. "ვიღაცის გამო ჩემს შვილს რაღაცეებს ვერ დავაკლებ, თინანოს გვერდით იცხოვროს მამაკაცმა?! ან, თინანო დავტოვო და მე სხვა კაცთან გადავიდე?! არა, ეს ამ ეტაპზე ჩემთვის წარმოუდგენელია. იმდენად ჩქარა გადის დრო, ისე მოკლეა ეს ცხოვრება, მინდა, რომ რაც შეიძლება მეტი რამ მოვასწრო თინანოსთან ერთად, მასთან რაც შეიძლება მეტი დრო გავატარო"-ამტკიცებდა მაკა. image

0
1409
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1409
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0