x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
თანამედროვე გმირი, რომელმაც სიცოცხლე გაწირა სხვის გადასარჩენად
ადამიანი ცხოველისგან განსხვავდება, ვინაიდან აქვს აზროვნების უნარი, ცხოვრებისეული ღირებულებები –პრინციპები, ღირსების შეგრძნება– თავმოყვარეობა, შეუძლია სიყვარული და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც ცხოველია, ვინაიდან ექსტრემალურ სიტუაციაში ძალიან ვითარდება მასში თვითგადარჩენის ინსტიქტი, თუნდაც სხვა ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე. ერთი სიტყვით კი სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ, ყველაფერზეა წამსვლელი. არადა რამდენი ამბები გვსმენია გმირების შესახებ, მათზე არაერთი წიგნი დაწერილა და ფილმი გადაღებულა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ეს ყოველივე ადამიანის წარმოსახვის ნაყოფი და გამოგონილი პერსონაჟია, სინამდვილეში კი ნამდვილი გმირები ყოველ ნაბიჯზე არ გვხვდებიან. თუმცა დღევანდელ სტატიაში მინდა იმ გამონაკლისზე გესაუბროდ, რომელიც ნამდვილი გმირია.


22 წლის ვინმე Robert Cook-მა, რომელიც მუშაობდა ინსტრუქტორად პარაშუტით ხტომაში, მოსწავლე გოგონას, 21 წლის Kimberly Dir-ის გამო, რომელსაც ფაქტობრივად არ იცნობდა, თავი გაწირა.


image



ეს, ძალზედ შემზარავი ამბავი 2006 წელს მოხდა. ქალაქ სენტ-ლუისის აეროპორტიდან აფრინდა თვითმფრინავი, რომელშიც 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათ შორის გმირი- რობერტი, კიმბერლი, პილოტი და კიდევ 4 სხვა... თვითმხილველების თქმით, თვითმფრინავის აფრენიდან ძალიან მალე ერთ-ერთ ძრავს გაუჩნდა ცეცხლი და ლაინერი სწრაფი ფრიალით ძირს დაეშვა. აღნიშნულ მომენტში რობერტი არ დაბნეულა, მიუახლოვდა კიმბერლი დირს და უთხრა თვითმფრინავის ვარდნის შესახებ და თუ მის სხეულზე ზევიდან აღმოჩნდებოდა, დაცემის დროს ზემოქმედების ძალას შეასუსტებდნენ. რობერტმა მოიმარჯვა აღჭურვილობა და დირი მიიბა ისე, რომ გოგონას თავი მის მხრებზე იდო, თუმცა გადმოხტომის მომენტიდან კიმბერლმა ორიენტაცია დაკარგა, რამაც ხელი შეუშალა გამიზნულ დაშვებას, თუმცა რობერტმა მოახერხა წონასწორობის კვლავ დაცვა და როგორც გათვალა, დაცემის მომენტში გოგონა მის ზემოდან აღმოჩნდა.



რა თქმა უნდა რობერტმა ეს გამიზნულად გააკეთა, სურდა ვინმეს სიცოცხლე ეხსნა და გამოუვიდა კიდეც. დაცემის მომენტში გეგმისმიერად კიმბერლი მის ზევით მოექცა, მართალია მიიღო მოტეხილობები, მრავლობითი დაჟეჟილობა და ტვინის მსუბუქი შერყევა, თუმცა ის ცოცხალია, ხოლო რობერტი კი ცხადია დაიღუპა.


კიმბერლის ოჯახის წევრები გულმხურვალე მწუხარებას გამოხატავენ რობერტის გამო, რაღა თქმა უნდა ემადლობებიან მას ასეთი თავდადებული საქციელის გამო და გმირად რაცხავენ. " მოხარულები ვართ ჩვენი კიმბერლი რომ ცოცხალია, ამისთვის კი ვემადლობებით რობერტს, რომელიც უდაოდ ნამდვილი გმირია"- ამბობს ბატონი დირი- კიმბერლის მამა.



კიმბერლი მამასთან თვითმფრინავში ჩაჯდომამდე წუთებით ადრე და თვითმფრინავის ნარჩენები ჩამოვარდნის შემდეგ:

image

5
1086
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1086
  
2015, 5 აგვისტო, 15:17
სამადლობებია და ემადლობებიან:) საღოლ იმ ბიჭს მართლა
2015, 2 აგვისტო, 16:47
მართლაც რომ სამაგალითო
2015, 2 აგვისტო, 16:44
არაფრის
2015, 2 აგვისტო, 16:43
მადლობა ალექს ;)
2015, 2 აგვისტო, 16:41
G–G
0 1 5