x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
ჰომოფობია სსრკ-ში

imageჰომოფობია საქართველოში ახალი არაა, იგი სსრკ-ს არსებობის დროსაც იყო, მაგრამ ქვეყანაში არსებული სიმკაცრის გამო, ვერ ბედავდნენ სექსუალურ უმცირესობაზე ფიზიკურ ძალადობას.
ალაბათ ბევრს ახსოვს, სსრკ-ს სოფელში ან უნდა ყოფილიყო კოლმეურნეობა, ან საბჭოთა მეურნეობა. მათ შორის ძირითადი განსხვავება ის იყო, რომ კოლმეურნეობას თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, ხოლო მეურნეობას - დირექტორი; კოლმეურნეობაში მომუშავეთ გლეხები ერქვათ, ხოლო საბჭოთა მეურნეობაში - მუშები. ამიტომ სადაც საბჭოთა მეურნეობა იყო, იმ სოფელში მუშათა სასდილოც არსებობდა, რომელიც ძირითადად სოფლის ჭაბუკთა გასართობ ადგილის ფუნქციას ასრულებდა.
სსრკ-ში უძრაობის წლები მძინვარებდა. შუადღე იყო. იმერეთის ერთერთი სოფლის მუშათა სასადილოს წინ რამოდენიმე დილიდან ნაშრომ მუშას მოეყარა თავი და წუთისოფლის სიავკარგეზე გაცხოველებული საუბარი გაეჩაღებინათ. საუბარს,
მსმენელის როლში, ესწრებოდა უსაქმოდ მყოფი მუშათა სადილოს დახლიდარი, რომელიც ასევე ამ დაწესებულების მიმტანის თანამდებობასაც ითავსებდა. საუბარი ქალაქურ ცხოვრების წესსაც შეეხო. რომელიღაცამ აღნიშნა, რომ თავისი თვალით აქვს ნანახი, ქალაქში ზოგი მამაკაცი მოკლე შარვლით დადისო. არცთუ ისე ხანგრძლივი დიალოგის შემდეგ, ყველამ აქედან ლოგიკური დასკვნა გამოიტანა, რომ ვინც მოკლე შარვლით დადის, რადგან მათ შიშველი ბარკლები უჩანთ, სექსაულური უმცირესობის წევრები, ანუ მათ ენაზე „პიდარასტები“ იქნებიანო.
ეს თემა ფაქტიურად ახალი დასრულებული ჰქონდათ, სასადილოს „ჟიგულის“ მარკის ავტომობილი მოადგა და იქიდან ზღვისპირეთიდან თბილისისკენ მიმავალი, მზით გარუჯული, ორი შორტებიანი ახალგაზრდა გადმოვიდა და სასადილოს მიაშურა. დახლიდარი, რომელიც მიმტანობასაც ითავსებდა, უკმაყოფილო იერით შევიდა შენობაში და მაგიდასთან მოსულ სტუმრებს უკმეხად ჰკითხა, რას მიირთმევთო. სტუმრები დაინტერესდნენ სასადილოს მენიუთი. პასუხი მოკლე იყო: სალიანკა და ბუღლამა. სტუმრებიდან ერთმა ბუღლამა მოინდომა, მეორემ კი სალიანკა. ხუთიოდ წუთში დახლიდარმა, რომელიც მიმტანობასაც ითავსებდა, ორი თეფშით, მოთხოვნილი კერძები მიართვა. თეფშების მისატანად სინის გამოყენება ზედმეტად ჩაუთვლია და ამიტომ ცერა თითები ცხელი კერძების წვენში ჩაეყო; თუმცა მოთმინებით იტანდა წვენის სიმხურვალეს. სტუმრები ძალიან მოშიებული ჩანდნენ და ამას დიდი ყურადღება აღარ მიაქციეს და ჭამას შეუდგნენ.
სადილი ჯერ მოთავებული არ ჰქონდათ, რომ შეამჩნიეს ორივე ერთნაირ კერძს შეექცეოდა. ეს ვეღარ მოითმინეს და ერთერთმა დახლიდარს საყვედური შეჰკადრა: მე სალიანკა შეგიკვეთეთ ამან კი ბუღლამაო და ორივე ერთნარი რატომააო. დახლიდარმაც ვეღარ დამალა თავისი ჰომოფობიური განწყობილება და მრისხანედ უპასუხა: მაგი ჭამეთ რაცხა მოგიტანეთ, თვარა თქვენ მოგ-----ვთ
დედის ტრ--ს!

0
99
შეფასება არ არის
ავტორი:ქართლოს
ქართლოს
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0