x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134536
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508595
ცნობილი ადამიანების მიერ შექმნილი ახალი ქართული ოჯახი?

დღევანდელი დილა ყოფილი მინისტრისა და პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ყველასათვის ცნობილი პოლიტიკოსის - ალექსი პეტრიაშვილის „აღიარებით“ დაიწყო, რომელმაც ოფიციალურად გვამცნო თავისი გადაწყვეტილების შესახებ და ბოლო მოუღო ჭორებს ჟურნალისტ ეკა მიშველაძესთან რომანის შესახებ. აქამდე
ყოფილი მინისტრის პირადი ცხოვრება განხილვის საგანი არასდროს გამხდარა. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ დაიწყო ამ წყვილის რომანი, თუმცა რომანის განვითარებას ალექსი პეტრიაშვილის სტატუსის სახით უცვლელად გთავაზობთ:

„დილა მშვიდობისა ყველას! ცუკერბერგის და საქართველოში მისი "წარჩინებული" მიმდევრების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს! ყველაფერს ვიფიქრებდი და მოველოდი ამ დილით, მაგრამ ცუკერბერგნები მაგნები თუ იტყოდნენ ჩემი და ეკას მაგივრად ჩვენს სათქმელს, ნამდვილად არა!
ამ ტექნოლოგიურ ოინობაში არის ორი რამ რაც მე არ მომწონს :


1. სტატუსი - in relationship! მინდა გამცნოთ, რომ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა და შორს არის წასული! მე და ეკამ გადავწყვიტეთ, რომ შევუღლდეთ და ჩვენს შვილებთან ერთად შევქმნათ ერთი დიდი ლამაზი ბედნიერი ოჯახი!

2. ფოტო - კაი ხალხი, კაი მოგონებები, კაი დრო, მაგრამ ეს ფოტო კოლექტიურ ინ რილეიშენშიპის განცდას მიქმნის. ამიტომ დროებით, ვიდრე ახალი და სიტუაციის შესაბამისი ერთობლივი ფოტოები გვექნება აქვე გთავაზობთ ჩვენს ერთობლივ ფოტოს, რომელსაც თავისი ისტორია აქვს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით!“


image

0
210
3-ს მოსწონს
ავტორი:პერსეპოლისი
პერსეპოლისი
210
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0