x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
7 რეალურად არსებული უსასტიკესი ვამპირი

ლიტერატურა სავსეა ისტორიებით სისხლისმსმელი ვამპირების შესახებ, რომლებიც თავს ესხმიან პატარა ქალაქებსა და სოფლებს. მაგრამ იცოდი, რომ ასეთი 'ვამპირული' ადამიანები რეალურ სამყაროშიც არსებობდნენ? ყველა ამ ადამიანს აქვს საერთო თვისება, რომელიც ასე პოპულარულია ფანტასტიკის ჟანრის წიგნებსა და ფილმებში: ადამიანის სისხლის წყურვილი. აქ მოყვანილია უსაშინლესი დანაშაულები, რომლებიც ჩადენილია სერიული მკვლელების მიერ.




ყურადღება! სტატია შეიცავს სადისტური მოქმედებების აღწერას, არასრულწლოვნებს და სუსტი გულის მქონე პირებს, ვურჩევ, არ წაიკითხონ ისტორიები ქვემოთ მოყვანილი პიროვნებების შესახებ.




1.რიჩარდ ჩეისი: საკრამენტოს ვამპირი
imageჩეისი ცხოვრობდა კალიფორნიაში 1950-1980 წლებში და შეარქვეს 'საკრამენტოს ვამპირი' მისი მსხვერპლთა სისხლის სმისა და კანიბალიზმის გამო. ის დაძრწოდა ქუჩებში, როგორც მითიური ვამპირი და ჩაკეტილ კარებებს ათვალიერებდა. თუ ნახავდა ღია კარს, ეს მისთვის მიპატიჟების მსგავსი ნიშანი იყო. ერთი ასეთი შემთხვევის დროს, მისი მსხვერპლი გახდა ტერეზა ვალინი, რომელსაც ღია დარჩენოდა კარები ნაგვის გადაყრის დროს. მისი ქმარი, დევიდი, სამუშაოზე იყო. რიჩარდმა სამჯერ ესროლა ტერეზას და მისი სხეული საძინებელში შეათრია. მან გაკვეთა ქალის სხეული დანით. შემდეგ გაჭრა მისი სხეული და რამდენიმე ორგანო ამოიღო. მან მოწმინდა ქალის სისხლი იატაკიდან, შემდეგ წაიღო გვამი საპირფარეშოში, დაბანა, გაუჭრა მკერდი და მისი სისხლი დალია. სანამ წავიდოდა, ეზოდან ძაღლის განავალი აიღო და გვამს პირი ამით ამოუვსო. მოგვიანებით, ის დაპატიმრებული იყო კიდევ ერთი მკვლელობის გამო.
2.მაგდალინა სოლისი: 'სისხლის ქურუმი'
imageის იყო სერიული მკვლელი, ორკესტრირებული მკვლელობების კულტის წევრი და მონაწილეობა აქვს მიღებული სისხლის სმაში. ამას აკეთებდა სექსუალური მოტივაციისთვის და პასუხიმგებელია 8 გახმაურებული მკვლელობის გამო, მიუხედავად ამისა, ზოგიერთი წყარო იუწყება, რომ მათი რიცხვი 15-ა. ის ქალღმერთობას მოითხოვდა და მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ მსხვერპლშეწირვის რიტუალში. სოლისმა გამოიგონა რიტუალი, სადაც წევრს მხეცურად კბენდნენ, გაწრავდნენ, წვავდნენ და ასახიჩრებდნენ კულტის სხვა წევრები. მსხვერპლი შემდეგ სისხლისგან იცლებოდა და მისი სისხლი ილექებოდა ჭურჭელში, სადაც ასევე ქათმის სისხლი ესხა. ის სისხლს სვამდა ამ ჭურჭლიდან და შემდეგ კულტის სხვა წევრებს აწოდებდა მას, რომ მათაც დაელიათ. მათი ვარაუდით, სისხლი ზებუნებრივ უნარებს იძლეოდა. ის თვლიდა, რომ იყო აცკეტური ქალღმერთის კოატლიკუეს რეინკარნაცია და ამიტომ სჭირდებოდა სისხლი სამუდამო ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად. აცკეტური მითოლოგიის მიხედვით 'სისხლი არის ღმერთების ერთადერთი წესიერი საჭმელი, მისი საშუალებით, ღმერთები იღებენ მათ უკვდავებას.'
3.დანიელ და მანუელა რუდა
imageდანიელამ და მანუელამ მოკლეს მათი მეგობარი 2001 წელს იმ მოტივით, რომ სატანამ უბრძანა მათ ამის გაკეთება. მათ სწამთ, რომ ფრანკისთვის, მათი მეგობრისთვის მოწყალება გაიღეს, რადგან 'ის ახლა სატანას გვერდით იყო. საუკეთესო ადგილას, სადაც შეეძლო მას ყოფნა'.26 წლის დანიელი იყო მანქანების გამყიდველი როცა რუდა მხოლოდ 23-ის იყო. მათ დაჭრეს მსხვერპლი 66-ჯერ, გაჭყლიტეს მისი თავი ჰამერით, ამოკვეთეს პენტაგრამა მის ზურგზე და ასევე სკალპელი იყო ნაპოვნი მსხვერპლის სხეულში. მათ დალიეს მისი სისხლი და ჰქონდათ სექსი მანუელას კუბოში. მანუელას თუ დავემოწმებით, ისინი არ იყვნენ მარტო - მათ ნახეს სხვა უცნაური არსებები პროცესის დროს. წყვილს არ მოუნანიებია მათი დანაშაული სასამართლოშიც კი და აღიარეს მკვლელობა. ისინი პროვოკატიულად იქცეოდნენ სასამართლოს მსვლელობისას, ყოფდნენ ენას, იყენებდნენ ჟესტიკულაციას და ატრიალებდნენ თვალებს მანიაკალურად. მკვლევარებმა იპოვეს მომავალ მსხვერპლთა სია მათ აპარტამენტებში. მანუელა დაინტერესებული იყო სატანიზმით მისი ქმრის ნახვამდეც. ის ცხოვრობდა ვამპირებთან ერთად, რომლებიც დადიოდნენ სასაფლაოებზე, ნანგრევებში და ტყეებში ღამღამობით.ის ასევე სვამდა სისხლს მსურველი დონორებისგან და იყო დამარხულიც მხოლოდ იმისთვის, რომ გაეგო, რა გრძნობა იყო ეს.
4.ჯონ ბრენან ქრათჩლი: 'მოძალადე ვამპირი'
imageგასამართლებული მოძალადე და გამტაცებელი, ეჭვმიტანილია 30-ზე მეტი ქალის მკვლელობისთვის. მას უწოდებენ მოძალადე ვამპირს, რადგან სისხლისგან ცლიდა მსხვერპლს და განმეორებით, სექსუალურად ძალადობდა მასზე. 1985 წლის ნოემბერში, ფლორიდაში, ჯონმა გადაიღო, თუ როგორ აუპატიურებდა მოგზაურს, შემდეგ ჩაარჭო ნემსები ქალს მაჯებზე და მხრებზე და გამოწოვა სისხლი. მან დალია ქალის სისხლი მისი ვამპირული პრეტენზიების გამო. ჯონმა მსხვერპლს ბორკილები დაადო, აბაზანაში დატოვა, სადაც დაბრუნების შემდეგ ისევ გააუპატიურა და ისევ სისხლი გამოწოვა. დილას მან მოგზაური ისევ აბაზანაში დატოვა და შეპირდა, რომ დაბრუნდება და იგივეს გაიმეორებდა, მაგრამ მოგზაური ჯონის დაბრუნებამდე გაიქცა.1986 წლის ივნისში, განაჩენის გამოტანისას, ჯონმა აღნიშნა, რომ ის გაეცნო სისხლის სმას 1970-იან წლებში ექთნისგან, როგორც სექსის რიტუალს.
5.ფრითზ ჰარმენი: 'ჰანოვერის ვამპირი'
imageფრითზ ჰარმენი დაიბადა 1879 წლის 25 ოქტომბერს და ცნობილია, როგორც 'ჰანოვერის ვამპირი'. ის ბრალდებულია 10-22 ასაკის ახალგაზრდა ბიჭების 27 გახმაურებული მკვლელობის გამო. ის კბენდა მსხვერპლთა კისრებს და სისხლს სვამდა. ამას 'სიყვარულის კოცნას' უწოდებდა.. მან თავი მოიკლა საჭრელი მანქანით და მისი უკანასკნელი სიტყვები იყო:'მე ვინანიებ, მაგრამ არ მეშინია სიკვდილის'. მისი თავი შეინახა მეცნიერმა მისი ტვინის სტრუქტურის შესასწავლად და ამ დღემდე, მისი თავი ჯერ კიდევ ინახება გოტინგენის სამედიცინო სკოლაში.





6.ჯოშუა რადიგერი: 'მჩეხავი ვამპირი'
imageის უსახლკაროებს ყელს ჭრიდა, მათ სისხლს სვამდა და პოლიციას გადაცემული ვიდეო-შეტყობინებით, რადიგერი ამტკიცებს, რომ 2 000 წლის ვამპირია. ოლქის გუბერნატორის თანაშემწემ ნაფიც მსაჯულებს განუცხადა, რომ ჯოშუა იყენებდა მსხვერპლთა სისხლს, რომ ჩინურად შეედგინა პერსონაჟი, რომელიც აღნიშნავდა სიკვდილს. მას ასევე კისერზე იგივე ტატუ ჰქონდა. ჯოშუამ აღიარა დანაშაული პოლიციაში და თქვა, რომ სვამდა სისხლს იმისთვის, რომ მიეღო სასიცოცხლო ძალები, და რომ მისთვის, 'ნადავლი ნადავლია'. ერთ-ერთმა მსხვერპლმა ჩვენება მისცა, რომ მან გაიღვიძა იმისთვის, რომ ეპოვნა მისი თავდამსხმელი, რომელიც მისი დაკეპილი ყელიდან სისხლს სვამდა.
7.ვინცენზო ვერზენა: 'ქალთა დამხრჩობი ვამპირი'

imageმისი სიამოვნება მკვლელობებში არ იყო სექსუალური. ის იღებდა სიამოვნებას მსხვერპლთა დახრჩობითა და სისხლის წოვით. ის ჭრიდა მთელ მუცლის ღრუს და იღებდა ნაწლავებს. შემდეგ ანაწევრებდა და გზაზე მიმოფანტავდა კიდურებს მათ სისხლიან ტანსაცმელთან ერთად. ის შეიძლება წინ წასულიყო, დაეჭედებინა მსხვერპლთა თმის სამაგრები მათ სხეულებზე და სხეულთა გარშემო, გზებზე გეომეტრიულად.
სასამართლოს დროს, მან აღიარა მსხვერპლთა სისხლის სმის ფაქტი: 'მე მართლაც მომიკლავს ქალები და დამიხრჩვია ისინი, რადგან ამ მოქმედებაში უზარმაზარ სიამოვნებას ვპოულობდი. ნაკაწრები, რომლებიც ნაპოვნია თეძოებზე არ არის ფრჩხილებით გაკეთებული, არამედ კბილებით, რადგან მათ ვგუდავდი მხოლოდ კბენის შემდეგ, და ვსვამდი სისხლს, რომელიც მოედინებოდა, რადგან ეს ყველაზე მეტად მომწონდა.'

3
1114
3-ს მოსწონს
ავტორი:Hermit
Hermit
1114
  
2017, 2 აპრილი, 14:56
რაღაც მოხდა 1კვირის წინ ჩემმა ძმამ ხელი გაიჭრა მე რაგაცნაირი თვალით ვუყურებდი და გასინჯვა მომინდა და გავსიჯე კიდეც მაგრამ მგონი ეს არაფერს ნიშნავს ხო პ.ს ადამიანის სისხლის დანახვისას მისი გასინჯვა მინდება :/ რატოო? :/
2015, 12 აგვისტო, 21:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2015, 2 აგვისტო, 16:45
შემზარავია
0 1 3