x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ნეაპოლიტანელი მილიონერი" - ტორტი, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს

image
შოკოლადის, მარწყვისა და ვანილის დაუვიწყარი გემო და ორიგინალური, ულამაზესი ვიზუალი - "ნეაპოლიტანელი მილიონერი", რომელიც გულგრილს ნამდვილად არავის დატოვებს.


ინგრედიენტები:

შოკოლადის ბისკვიტისთვის:

1 ჩ.ჭ. ფქვილი
1 ჩ.ჭ. შაქარი
1/3 ჩ.ჭ. კაკაოს ფხვნილი
1 ს.კ. გამაფხვიერებელი
1 კვერცხი
1/2 ჩ.ჭ. კეფირი
1/2 ჭ. ზეთი
1 პაკეტი ვანილი
1/2 ჭ. მდუღარე წყალი

მარწყვის ჩიზკეიკისთვის:


700 გ. მდნარი ყველი
1 ჭ. შაქარი
3 ს.კ. ფქვილი
1 ჭ. არაჟანი
4 კვერცხი
3 ს.კ. მარწყვის ექსტრაქტი
წითელი საკვები საღებავი

ვანილის მუსისთვის:
1 1/2 ს.კ. ჟელატინი
1 1/2 ს.კ. წყალი
2 1/3 ჭ. მაღალპროცენტიანი ნაღები
1/2 ჭ. შაქარი
2 პაკეტი ვანილი.

ნაღების კრემისთვის:
2 ჭ. ნაღები
1 ჭ. შაქრის პუდრი
1 პაკეტი ვანილი

image

მომზადება:

შოკოლადის ბისკვიტი:

1. გაახურეთ ღუმელი 300 გრადუსამდე.
2. დიდ ჯამში შეურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი.
3. მშრალ ინგრედიენტებს დაამატეთ კვერცხი, კეფირი და ზეთი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
4. დაამატეთ მდუღარე წყალი და ვანილი.
5. კარგად ათქვიფეთ.
6. მიღებული მასა გადაიტანეთ 20 სმ. დიამეტრის საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 35-40 წთ.
7. გამოიღეთ ქურიდან და აცადეთ 10 წთ, შემდეგ გადმოიღეთ ფორმიდან და გააგრილეთ.
8. როცა ბოლომდე გაგრილდება, გაჭერით შუაზე.

მარწყვის ჩიზკეიკი:

1. გაახურეთ ღუმელი 300 გრადუსზე. 20 სმ.დიამეტრის საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტი და წაუსვით ცხიმი გვერდებზე.
2. ათქვიფეთ მდნარი ყველი, შაქარი და ფქვილი.
3. დაამატეთ არაჟანი და კვერცხი და შეწყვიტეთ თქვეფა როგორც კი ერთმანეთს შეერევა.
4. დაამატეთ დარჩენილი 2 კვერცხი, მარწყვის ექსტრაქტი და წითელი ფერის საღებავი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. მიღებული მასა მოათავსეთ ფორმაში.
6. ფორმას ქვემოდან ამოაკარით ფოლგა და მოათავსეთ მეორე ჯამში, რომელშიც მდუღარე წყალი ასხია. წყალი საცხობი ფორმის ნახევარზე უნდა იყოს ამოსული.
7. შედგით გაზქურაში 1 სთ. და 35 წთ-ით.
8. გამორთეთ ქურა და ნუ გამოიღებთ კიდევ 20 წთ. ეს დრო აუცილებელია, რათა ჩიზქეიქის შუაგული ბოლომდე გამოცხვეს (გამორთულ გაზქურაში).
9. შეაღეთ სანახევროდ ქურის კარი და დატოვეთ ასე 10 წთ.
10 გამოიღეთ ქურიდან და შედგით მაცივარში 5-6 სთ.
11. შემდეგ ამოიღეთ ჩიზქეიქი ფორმიდან.

ვანილის მუსი:

1. პატარა ჯამში დაალბეთ ჟელატინი წყალში და გააჩერეთ 5 წთ-ით.
2. 2 ჩ.ჭ. კარგად გაცივებული ნაღები ათქვიფეთ შესქელებამდე.
3. დაამატეთ შაქარი და ვანილი და ისევ ათქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე, სანამ გამაგრდება.
4. დარჩენილი ნაღები შეათბეთ მიკროტალღურ ღუმელში.
5. დაამატეთ ჟელატინი, აურიეთ კარგად და გააგრილეთ.
6. შეურიეთ ჟელატინიანი მასა ნაღების კრემს. კარგად აურიეთ, სანამ ბოლომდე შეერევა, თუ საჭიროა, ათქვიფეთ კიდეც.

image

აწყობა:

1. მოამზადეთ იგივე გასახსნელი ფორმა, რომელიც ბისკვიტისთვის გამოიყენეთ. ძირზე და გვერდებზე ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
2. ძირზე მოათავსეთ ჩიზკეიკი.
3. ჩიზკეიკს ზემოდან დაადეთ ვანილის მუსი.
4. შედგით საყინულეში 2 საათით.

ვანილის კრემი:

1. კარგად გაციებული ნაღები ათქვიფეთ გასქელებამდე.
2. შეურიეთ შაქრის პუდრი და ვანილი და თქვიფეთ გამყარებამდე.

დასრულება:

1. ლანგარზე დადეთ შოკოლადის ბისკვიტი.
3. გამოიღეთ ჩიზკეიკი/მუსი საყინულედან და ამოიღეთ ფორმიდან.
4. შოკოლადის ბისკვიტს წაუსვიტთ თხელ ფენად ნაღების კრემი.
5. დაადეთ ჩიზკეიკი/მუსი.
6. დაფარეთ ტორტი ნაღების კრემით.
7. დარჩენილი კრემი გადაანაწილეთ სამ ჯამში. ერთი ნაწილი დატოვეთ თეთრი, მეორეს შეურიეთ ცოტაოდენი კაკაო, მესამეს კი - საკვები წითელი საღებავი. მორთეთ ტორტი სამი
ფერის კრემით ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
7. სუფრაზე მიტანამდე კარგად გაყინეთ.


image

1
441
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
441
  
2015, 2 აგვისტო, 18:24
აუ რა მაგარია
0 1 1