x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
მშობლები შვილის გვამს ყინულის ყუთში ინახავდნენ 6 წლის განმავლობაში

ნიშნავს სიყვარული გაშვებას? ან არის იგი საყვარელ ადამიანთან სამუდამოდ დარჩენა? ამ თემების შესახებ მსჯელობა, ალბათ, არასდროს შეწყდება. ესაა ერთი ჩინური ოჯახის სევდიანი ისტორია.
ჩინეთის ჩონგქინგის პროვინციის სოფელ ჰუანგლინგის მკვიდრი ტიან ჯემინგი პროფესიით დურგალია. მისი 1979 წლის ქორწინების შემდეგ, ტიანი ცხოვრობდა ცოლთან და ექვს ნათესავთან ერთად ტალახით აშენებულ სახლში. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტიანი ქალაქში ჩავიდა და სამსახური ძებნა დაიწყო. მისმა მშრომელობამ და გამოცდილებამ ტიანს წარმატება მოუტანა და მალე მისი მატერიალური მდგომარეობა შესამჩნევად გაუმჯობესდა. ტიანს და მის მეუღლეს, იანგ ჰონგინგს, 1982 წელს ულამაზესი გოგონა შეეძინათ, ხოლო 5 წლის შემდეგ კი - ვაჟი.image
















ტიანმა გადაწყვითა ოჯახისთვის მიეხედა და ააგო 3 სართულიანი სახლი მისი ოჯახისთვის. ის ბედნიერი მამა იყო და მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ მისმა ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ტიანის ცხოვრებაში უსაშინლესი პერიოდი დადგა. მას დიდი უბედურება ეწვია, როცა მისი ქალიშვილი, ინგინგი ერთ ცხელ დღეს დაკარგა. 15 წლის გოგონამ გადაწყვიტა მამას დახმარებოდა და ქალაქში წავიდა ბოსტნეულის საყიდლად. ის გაფითრებული და ძალიან დაღლილი დაბრუნდა. მშობლები ანერვიულდნენ და ჰკითხეს, თუ როგორ გრძნობდა თავს, მაგრამ გოგონამ ისინი დაამშვიდა და უთხრა, რომ არ ენერვიულათ. ერთი საათის შემდეგ, ის ეზოში გარდაცვლილი იპოვეს.

image










მშობელთა ჭრილობები ჯერ კიდევ მოუშუშებელი იყო, როცა მათ ოჯახს სიკვდილი კიდევ ერთხელ ეწვია. ინგინგის სიკვდილიდან 9 წლის შემდეგ, მათ ვაჟს ბოლო სტადიის ლეიკემია დაუდგინეს. ბიჭი 2005 წელს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მაგრამ 2006 წლის მარტში ტიანს შეატყობინეს, რომ მისი შვილი უკვე ერთი თვეა ციებ-ცხელებით იტანჯებოდა. მშობლები ტირილითა და ლოცვა-ვედრებით უყურებდნენ მათი ერთადერთი ცოცხალი შვილის სიკვდილს. 2006 წლის ივლისში, ტიანის 18 წლის ვაჟი დაიღუპა. ღარიბი წყვილი განადგურების პირას იყო მისული ბოლოდროინდელი ტრაგედიებით. მათ ვერ იტვირთეს ამხელა ტკივილი, ვერ შეეგუვნენ იმ ფაქტს, რომ მათ საყვარელ ვაჟს ვეღარასდროს ნახავდნენ და გადაწყვიტეს ბიჭის სიკვდილი საიდუმლოდ შეენახათ. შვილის გვამი შემოსეს და ყინულით სავსე ყუთში მოათავსეს. მაშინ, როცა ძალიან მოენატრებოდა აწ გარდაცვლილი შვილი, მიდიოდნენ ყუთთან, გადახდიდნენ სახურავს და ბიჭს ისევ ელაპარაკებოდნენ, თითქოს ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ტიანმა მედიას განუცხადა, რომ იცოდნენ, როგორ არასწორად მოიქცნენ, მაგრამ ეს ყუთი იყო ის, რამაც მათ ამ სასტიკ სამყაროში ცხოვრების გაგრძელების საშუალება მისცა.
"ალბათ მოვა დრო, როცა მე და ჩემს ცოლს აღარ შეგვეძლება მისი ყურება, და დავკრძალავთ, მაგრამ ახლა ეს დრო არ არის." - განაცხადა ტიანმა.



3
365
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Hermit
Hermit
365
  
2015, 1 აგვისტო, 22:26
ყველასგან შორს ასეთი უბედურება:(
2015, 1 აგვისტო, 22:00
დიახ, ნამდვილად ძალიან სევდიანი ისტორიაა და ყოველთვის სამწუხაროა, როცა ადამიანს ერთი ნათელი წერტილიც აღარ რჩება სიცოცხლის გასაგრძელებლად
2015, 1 აგვისტო, 21:16
გული მეტკინა
0 1 3