x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
რუბრიკა „ახალგაზრდული სულისკვეთება“

image

საინფორმაციო სააგენტო “intermedia.ge” იწყებს ახალ რუბრიკას „ახალგაზრდული სულისკვეთება“, რომელიც მოგითხრობთ იმ ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც ახლა და მომავალშიც ასახელებენ საქართველოს და ქართველ ხალხს.
რუბრიკის დღევანდელი სტუმარია ახალგაზრდა მოცეკვავე გიორგი ითაშვილი
გიორგი რამდენი ხანია, რაც ცეკვავ?
4 წლიდან მივდევ ჩემს საყვარელ პროფესიას, რომელსაც ჰქვია ცეკვა. ცეკვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. უკვე 17 წლიდან ვღებულობდი მონაწილეობას სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემებში საქართველოში და არა მხოლოს საქართველოში.
გიორგი, რომელ ანსამბლში ცეკვავ?
17 წლამდე ვცეკვავდი ფოთის ბავშვთა ანსამბლ „ლაზიკაში“. უკვე ერთი წელია, რაც გადავედი აჭარის სახელმწიფო ანსამბლ „ხორუმში“ და ვარ მათი სრულფასოვანი წევრი.
გიორგი უკვე 20 წლის ხარ, გაგაჩნია პირადი ცხოვრება. მოგვიყევი შენს პირადი ცხოვრების შესახებ.
(იცინის) პირად ცხოვრებაზე ცოტას ვსაუბრობ, მაგრამ ექსკლუზიურად თქვენ გეტყვით, რომ ვარ შეყვარებული ერთ-ერთ ულამაზეს მოდელზე.
...და ბოლოს, შენი მიზნები და სურვილები?
უპირველეს ყოვლისა მინდა ჩემი საქართველო იყოს გაერთიანებული, გაბრწყინებული და ყველა ბედნიერად ცხოვრობდეს. ჩემი მიზანია გავყვე ჩემს პროფესიას ბოლომდე და ქართული ცეკვა კიდევ ერთხელ გავაცნო მსოფლიოს.

0
64
1-ს მოსწონს
ავტორი:აკაკი წოწონავა
აკაკი წოწონავა
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0