x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მსოფლიოს ყველაზე საშიში ციხეები, მათ შორის მოხვდა გლდანის ციხეც!
ციხე ოდითგანვე მხოლოდ საპყრობილეს არ წარმოადგენდა, იქ მოხვედრილ

ადამიანებს ყოველთვის ელოდებოდა სხვადასხვა დოზით ტანჯვა-წამებაც.


ვნახოთ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე, სადაც 200 მდე კაცი

გარდაიცვალა. ამ ციხეში არის გადაღებული ცნობილი საკულტო ფილმები:


Tango and Cash, Air Force One და The Shawshank Redemption.

1990 წელს დაკეტილ ციხეში, გასულ წელს საშინელი მოვლენები

დააფიქსირეს ტურისტებმა. ციხე მდებარეობს ოჰაიოში.


image


ტურისტებიც თქმით, მათ ამ ციხეში საშინელი ხმები და ჩურჩული ესმოდათ.

ქვემოთ მოცემულ ფოტოში ჩანს დერეფანი, სადაც 200 პატიმარი მოკლეს!


image


ეს დერეფანი გამოყნებულ იქნა 1995 წელს გადაღებულ ფილმში, The Shawshank Redemption. ეს ფილმი წარდგენილი იქნა ოსკარისთვის 7 ნომინაციაში.


image


ამ ციხეს ყოველწლიურად ათასობით "ჰოლივუდის ტური" სტუმრობს, ანუ

ტურისტული დაჯგუფება, რომლებიც ოსკარით დაჯილდოებულ ფილმების

გადაღებულ ადგილებს სტუმრობენ.


image



1948 წლის 21 ივლისს ციხის ზედამხედველი გაიტაცეს და მოკლეს. ამ ფაქტის

შემდეგ ციხის ისტორიას "სისხლიანი ლაქა დაედო".


image


ციხის ისტორიას არ აკლდა სასტიკი, სიკვდილით დასჯის მეთოდები, როგორიცაა

ელექტრო სკამები. 1901 წელს რობერტ დენიელსი და ჯონ ვესტი სიკვდილით

დასაჯეს, ისინი დასვეს ელექტრო სკამზე.


image


როგორც ცნობილია ციხის თანამშრომლები (ინსპექტორები) პატიმრებს საშინლად

სცემდნენ და აწამებდნენ. ციხის კარები მთლიანად რკინისგან იყო გაკეთებული,

ვერცერთი პატიმარი ვერ შეძლება ამ ციხიდან გაქცევას, ციხის ისტორიაშიც

არ არის მსგავსი მოვლენა დაფიქსირებული.


ეს არის ერთ-ერთი საპყრობილე ციხეში, სადაც დაჭრილ პატიმრებს კეტავენ.

image


ხის მაგიდა, ადგილი სადაც ინსპექტორები სმენას იცვლიდნენ. ნახეთ ფოტო


image


ჰოლივუდის საკულტო ფილმების გადაღებისას ყველაზე ხშირად გამოყენებული

ადგილი. ნახეთ ფოტო


image


ტურისტებისთვის ყველაზე საინტერესო ადგილს წარმოადგენს, მცველების

ცენტრალური ოთახი, სადაც კათოლიკური სამლოცველოა.


image


Shawshank Redemption -ის ფილმიდან სცენა, სადაც პატიმრები მკაცრ

პირობებში მუშაობენ.


image


ოჰაიოს ცეხეში გადაღებულ ფილმებიდან Air Force-ში მთავარ როლს თამაშობს

ცნობილი მსახიობი ჰარისონ ფორდი, ხოლო The Shawshank Redemption-ში

მორგან ფრიმანი. ამ საკულტო ფილმებმა ციხეს პოპულარობა შეუნარჩუნეს!


image


1970-იან წლებში ეკლესიამ და სხვადასხვა კოალიციურმა ჯგუფებმა პროტესტი

გამოაცხადეს ციხის სამმართველოს წინააღმდეგ, რომლებიც სასტიკად ექცეოდნენ

პატიმრებს.


image


ერთ-ერთი პატიმარის ნაწერი კედელზე....


image


1948 წლის 21 ივნისს ციხის მმართველი, ჯონ ნიბლი მოკლეს!


image


ფოტოგრაფმა სინდი ვასკომ ციხის ფოტოები გადაიღო სხვადასხვა ხედებით...


image


არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრი...


image


როგორც სტატიის დასაწყისში ვახსენეთ ამ საპყრობილეში 200 პატიმარი

დაიღუპა... ცნობილია, რომ ამ 200 პატიმრიდან თითქმის 1/3 -მა თავი ჩამოიხრჩო.


image


ჯამში ეს ციხე საშინელ ციხეებს შორის ყველაზე საშინელი იყო. აქ ხდებოდა ბევრი

პარანორმალური მოვლენა, უადგილო მკვლელობები, დახვრეტის სხვადასხვა

მეთოდები, თვითმკველობები და სისასტიკე პატიმრების მიმართ.


image






ახლა ვნახოთ სხვა საშინელი ციხეები, რომლებიც არ ჩამორჩებიან ოჰაიოს ციხეს...




რაიკერის კუნძული, ნიუ-იორკი. აშშ


image


ამ ციხეში ხდებოდა ყველანაირი სისასტიკე. აქ კლავდნენ, მრავლობით ჭრილობებს

აყენებდნენ პატიმრები ერთმანეთს. ბოლო წლებში ციხის ერთ-ერთი საშინელი

მოვლენა განვითარდა 2007 წელს, როდესაც 18 წლის მოზარდი ცემით მოკლეს.

ცნობილი სერიალი “Law & Order”-ს აქ იღებენ.





გიტარამას ცენტრალური ციხე-საპყრობილე, რუანდა


image


ციხე შექმნილი იყო მხოლოდ 400 კაცისთვის, როდესაც აფრიკაში მიმდინარეობდა

შიდა ომები (1990 წელს), რუანდის საპყრობილეში 7000 პატიმარი დაამწყვდიეს.

როგორც ცნობილია, აქ პატიმრები თავის სარჩენად ადამიანების ხორცით იკვებებოდნენ.






ბანაკი 22, ჰერიონგი, ჩრდილოეთ კორეა


image


ბანაკი 22, ცოტა არიყოს უცნაური საპყრობილეა. ამ საპყრობილეში

უმეტესად პოლიტ-პატიმრებს ათავსებენ. როგორც ცნობილია ციხეში ხშირად

სტუმრობდნენ პატიმრებს, ოჯახის წევრები, მაგრამ უცნაური ფაქტი ის არის, რომ

ვინც ამ ციხეში შედიოდა 90 % უკან აღარ ბრუნდებოდა.





ელ როდეოს ციხე, გვატირე. ვენესუელა


image


ამ ციხეში 50 000 პატიმარია. ციხე სხვა ციხეებისგან გამორჩეულია "ბანდებით".

2011 წელს ციხეში ორ ბანდას შორის მოხდა დიდი დაპირისპირება, რაც

ციხის ინსპექტორებმა ვერ შეაჩერეს და გამოძახებულ იქნა სპეც-რაზმი, რათა

ჩაეხშოთ ამ ორ ბანდას შორის დაპირისპირება. ციხეში ასევე აქტუალურად

მიმდინარეობს ნარკო-მოვაჭრეობაც.





ბენგ ვანი, ბანგკოკი. ტაილანდი


image


ციხეს ასევე უწოდებენ "ბანგკოკ ჰილტონსაც". ციხე არის პატიმრებით გადაჭედილი.

ამ ციხეში არავის ვუსურვებდი, რადგან აქ ხდება ყველანაირი საშინელება.

ციხეში პატიმრების დახვრეტა ჩვეულებრივი მოვლენა იყო.





სუპერმაქსი, ფლორენცი, კოლორადო. აშშ


image


ეს არის დედამიწაზე პატიმრებისთვის განკუთვნილი ჯოჯოხეთი......

ამ საპყრობილეში პატიმრები 23 საათს სიბნელეში ატარებენ, სადაც ოდნავ

სინათლეც კი არ არის. მათ მხოლოდ 1 საათი აქვთ იმისთვის, რომ გარეთ გამოვიდნენ

და ნახონ სინათლე. იშვიათად ეკონტაქტებიან ციხის მცველები. რაც შეეხებათ

პატიმრებს, ისინი თითქმის ვერანაირად ვერ ეკონტაქტებიან ერთმანეთს.






ტადმორის ციხე, ტადმორი. სირია


image


ტადმორის ციხეში 1980 წელს მოხდა საშინელი ხოცვა-ჟლეტვა, სადაც

დაიღუპა 800 კაცი. აქედან გამომდინარე ციხე 2001 წელს დაიხურა. 10 წლის შემდეგ 2011 წელს ციხე ისევ გაიხსნა. როგორც ამერიკელი ჯარისკაცები იძახიან, ამ

ციხეში ისევ არის ლინჩის წესით გასამართლება და ისევ მიმდინარეობს პატიმრების

წამება.






მარაკაიობოს ციხე, საბანეტა. ვენესუელა


image


ციხის ტევადობა არის მაქსიმუმ 900 კაცზე გათვლილი, მაგრამ დღეს ამ ციხეში

2400-ზე მეტი პატიმარია. როგორც ცნობილია, ყოველწლიურად აქ 100 პატიმარი

ბუნტის შედეგად კვდება.




გლდანის ციხე, თბილისი. საქართველო


imageimageimageimage


გლდანის ციხე პოპულარული გახდა 2012 წლის მოვლენებით, ყოფილ საბჭოთა კავშირის წევრ ქვეყანაში გამოიძიეს ციხეში გაუპატიურების კადრები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. ჩანაწერებში ნაჩვენებია ბადრაგები, რომლებიც სისტემატიურად ამცირებენ და ცემენ პატიმრებს. გლდანის ციხე უდიდესია ციხეა საქართველოში. ციხეში დაახლოებით 4000 პატიმარია.






სან ხუან დე ლურიგანჩო, ლიმა. პერუ


image


ციხის მაქსიმალური ტევადობა გათვლილია 2500 კაცისთვის, მაგრამ დღეს

ამ ციხეში 7000 პატიმარია. ციხე სამხრეთ ამერიკის ყველაზე საშინელ ციხედ

ითვლება, აქ მიმდინარეობს ნარკო-ვაჭრობა, დაუნდობელი ორთაბრძოლები ფულზე

და ასევე მამლების ჩხუბიც.





შავი სანაპიროს ციხე, ეკვატორული გვინეა


image


საპყრობილე ცნობილია თაგვებით, თაგვები პატიმრებს მოსვენებასაც კი არ აძლევენ.

ამ ციხეში ასევე ყოველთვის იყო და არის კვების პრობლემა. ამ პრობლემის გამო

ციხეში ყოველ წლიურად ათობით ადამიანი კვდება.





ბუტირკის ციხე, მოსკოვი. რუსეთი


image


მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ციხე!

ციხე არსებობს 1600 წლიდან დღემდე. ციხის თითო საკანში დაახლოებით 10

პატიმარს ათავსებენ, აქედან გამომდინარე ციხეში დიდი სიბინძურე სუფევს,

ამ ციხეში ხშირია ტუბერკულოზი და შიდსის დაავადებებიც.





და ბოლოს....


კამიტის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხე, ნაირობი. კენია


image


ციხის მაქსიმალური ტევადობა გათვალისწინებულია 800 კაცისთვის, მაგრამ

დღესდღეობით ციხეში 3000 კაცზე მეტი პატიმარია, ამ საპყრობილეში

ადვილად ვრცელდება ქოლერის დაავადება, ხშირ შემთხვევაში პატიმრები

შიმშილითაც კვდებიან.

























ავტორი: ალექსი აბდიევი

(გადათარგმნილია)



2
2111
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2111
  
2015, 1 აგვისტო, 17:30
ძალიან საინტერესოა. სამწუხაროა ქართული ციხეც რომ მოხვდა ამ სიაში :(
2015, 1 აგვისტო, 14:48
დამთრგუნველია, მაგრამ საინტერესო, გავაზიარე :)
0 1 2