x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საიდუმლოებები და გამოცანები. ნაწილი XI - მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქარი მერლინი და მეფე არტური

გაგრძელება

დღეს, ალბათ, ყველასთვის არის ცნობილი ჯადოქარი მერლინის სახელი. მაგრამ,

არსებობდა კი ის საერთოდ? სახელი შუა საუკუნეებში, ინგლისელმა ისტორიკოსმა

დამწერალმა ჯეფრი მონმუთიელმა მოიგონა, უფრო სწორედ, კი არ მოიგონა,

კელტური სახელი მირდინი ლათინურ ენას შეუსაბამა და მას მერლინიუსი დაარქვა.


ჯეფრი მონმუთიელი XII საუკუნეში ცხოვრობდა და ბრიტანეთის ისტორიას იკვლევდა. მის მიერ დაწერილი წიგნში “ბრიტანეთის მეფეების ისტორია" მოცემულია ლეგენდა მეფე არტურზე და მის მსახურზე, მენტორზე და მეგობარზე, მერლინზე.

მერლინს, მეფის კარზე, უმაღლესი კატეგორიის ბარდის თანამდებობა ეკავა და

ამავდროულად ჯადოქარიც იყო (ფილიდი). ის ყოველთვის გვერდში ედგა მეფეს და ეხმარებოდა მას ქვეყნის მართვაში, რჩევებით და ჯადოქრობით. როდესაც მერლინმა შეიტყო რომ მეფე ბრძოლის დროს დაიღუპა, შეიშალა, შოტლანდიის ტყეში გაიქცა და ღრმად მოხუცებულობამდე იქ ცხოვრობდა.

შუა საუკუნეების კიდევ ერთი ავტორი მოგვითხრობს ლეგენდარულ მეფე არტურზე და მის მრჩეველ მერლინზე. 1485 წ. ინგლისელმა მწერალმა თომას მელორმა გამოაქვეყნა წიგნი “არტურის სიკვდილი", რომელშიც დეტალურად არის აღწერილი მეფე არტურის და მერლინის თავგადასავლები. ავტორი დადებითად ახასიათებს მერლინს, მისი თქმით, ის კეთილი ჯადოქარი იყო, რომელიც უთერ პენდრაგონის კარზე მსახურობდა, ხოლო შემდეგ, მისი შვილის, არტურის აღმზრდელი იყო.


მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქარი მერლინი და მეფე არტური
როდესაც არტური ტახტზე ავიდა, ის გვერდიდან არ მოშორებია და ყველანაირად

ეხმარებოდა. მასვე მიაწერენ კამელოტის ციხე-სიმაგრის აშენებას და რაინდების

მრგვალი მაგიდის დაარსებას.


მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქარი მერლინი და მეფე არტური

მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯადოქარი მერლინი და მეფე არტური


მაგრამ, საქმე იმაშია, რომ მეფე არტური ბრიტანეთის ისტორიის ქრონიკებში, მეფედ არ არის მოხსენიებული. იმ პერიოდში, როდესაც სავარაუდოდ მეფე არტურს და მერლინს უნდა ეცხოვრათ, ბრიტანეთში ძალიან რთული სიტუაცია იყო. ბრიტანეთის მეფეს, ვორტიგერნის, შოტლანდიელი პიქტები დაუპირისპირდნენ. მათი ამბოხების

ჩასახშობად, მეფემ გერმანული ტომები, საქსები მოიწვია. რითაც დიდი შეცდომა

დაუშვა. ბრიტანეთში მისულმა საქსებმა, ყველაფერი დაივიწყეს, გადაწყვიტეს ბრიტების დახოცვა და კუნძულზე დასახლება. თავიდან ყველაფერი მათი გეგმის მიხედვით

მიდიოდა. მაგრამ, უეცრად გამოჩნდა გმირი, რომელმაც საქსები დაანარცხა. ის ბრიტების ჯარებს სათავეში ჩაუდგა, გერმანელების წინააღმდეგ წარმოებულ 12 ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და ყველა მისი გამარჯვებით დასრულდა. საქსებზე გამარჯვების შემდეგ, მადლიერმა ბრიტანელებმა, არტური სამეფო ტახტზე აიყვანეს.

მაგრამ, ბრიტანელმა დიდგვაროვნებმა ის მეფედ არ მიიღეს. და თუ რატომ გააკეთეს ეს, მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არტური

უცხოელი იყო. ასევე ნაპოვნია ის ადგილი, სადაც კამელოტის ციხე-სიმაგრე იდგა.

ახლა მხოლოდ ის არის გასარკვევი, თუ რა კავშირი ჰქონდა სამეფო კარის ჯადოქარს, უცხოეთიდან ჩამოსულ არტურთან?


გაგრძელება იქნება

0
847
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
847
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0