x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
არაეთიკური ექსპერიმენტი ცხოველებზე

imageცხოველები, როგორც წესი საუკეთესო საცდელი ობიექტები იყვნენ ადრეც და ახლაც, ჯერ კიდევ ძველ საბჭოურ პერიოდში ტარდებოდა ისეთი ვანდალური ექსპერიმენტები, რასაც არანაირი აზრი არ ჰქონდა და რაც უბრალოდ შეშლილი მეცნიერის ახირება იყო. ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ადამიანებს ბევრ რამეში ეხმარება, განსაკუთრებით ფარმაციის დარგს. ცხოველები, იძულებით წირავენ საკუთარ სიცოცხლეს იმის გამო, რომ: ჩვენ ხარისხიან შამპუნში დავიბანოთ თავი, გაციების დროს მალევე მოვრჩეთ, თავის ტკივილმა არ შეგვაწუხოს და ა.შ. ამერიკის მეცნიერებათა ინსტიტუში, ოფიციალური მონაცემებით ყოველი თვის განმავლობაში ექსპერიმენტი უტარდება: 400 ძაღლს, 320 კატას და 800 შიმპანზეს, ასევე სხვა ცხოველებს. ამ ცხოველებს ხელოვნურად უქმნიან დაავადების კერებს, რათა ის დაავადდეს და შემდეგ უმკურნალონ.



თვალზე ცოცხლად ნემსის გაკეთება, კანის გაცლა ან ტვინში იმპლანტანტის ჩასმა, ნარკოზის გარეშე ჩვეულებრივი ამბავია. უამრავი მათგანი პირველივე ექსპერიმენტის დროს იღუპება. ტარდებოდა ისეთი ექსპერიმენტები, რომლესაც შედეგი არ ჰქონდა მაგალითად: ერთი ძაღლის ტანზე 2 თავის მიბმა, ძაღლზე თავის მოკვეთა მაგრამ მისი სიცოცხლის უნარიანობის შენარჩუნება, ასევე იყო ისეთი ვანდალური ექსპერიმენტებიც, როდესაც ცხოველებს ცოცხლად წვავდნენ და შემდგომ აკვირდებოდნენ, თუ რამდენხანს გაძლებდა დამწვარი ცხოველი ცოცხლად, ასევე ხდებოდა ცხოველების გრძნობელობის გაგების სასტიკი გზები, კერძოდ მაიმუნებს აჭრიდნენ ფეხის გულებს და მას მარილიან წყალში აყოფინებდნენ, ეს გახლდათ საზარელი სანახაობა თვით მეთვალყურე პერსონალისთვისაც, თუმცა ეს არ უშლიდათ ხელს გაეგრძელებინათ ცხოველების ტანჯვა. ასევე პირველი ძაღლები, რომლებიც საბჭოთა კავშირმა კოსმოში გაგზავნა, ეს გახლდათ უბრალო მეტისი, ის ყოველგვარი დამცავის გარეშე გაუშვეს კოსმოში, მისი სიცოცხლე არა აფრენამ არამედ დაფრენამ იმსხვერპლა, როდესაც ატმოსფეროში შემოვიდა, ის დაბლა ჩავარადა და ცოცხლად დაიწვა კოსმოსში.

როგორც ავღნიშნე ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტები ადამიანებს ეხმარება, განსაკუთრებით ფარმაციის დარგში, თუმცა არაეთიკური მაგალითები აქაც გვაქვს. 1969 წელს მეცნიერთა გარკვეული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ ექსპერიმენტში მაიმუნებსა და ვირთხებს სხვადასხვა წამლებსა და ნარკოტიკებს აძლევდნენ – მორფინს, ალკოჰოლს,
კოკაინს, კოდეინსა და ამფეტამინს. როცა ცხოველებს ამ წამლების მიღებას ასწავლიდნენ, ტოვებდნენ მოწყობილობასთან, რომელშიც მოზრდილი პორციები იყო.

ექსპერიმენტის მიზანი იყო, გაერკვიათ, რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ფსიქიკაზე. ცხოველებზე ისე იმოქმედა ნარკოტიკმა, რომ ზოგიერთმა მაიმუნმა გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ და კიდურები დაიზიანეს. მაიმუნებს, რომლებსაც კოკაინი მისცეს, კრუნჩხვები დაეწყოთ და ჰალუცინაციების გამო ბევრმა საკუთარი თითების მოგლეჯა დაიწყო. მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინი მიიღო, მკლავებიდან და მუცლიდან ბეწვი
მოიგლიჯა. ის მაიმუნები კი, რომლებსაც კოკაინისა და მორფინის ნარევს აძლევდნენ, 2 კვირაში იხოცებოდნენ.

0
294
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ეკატერინე ბალანჩივაძე
ეკატერინე ბალანჩივაძე
294
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0