x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გიორგი ქისტაურის გულისამაჩუყებელი წერილი დედას

imageინტერნეტვარსკვლავად ქცეული გიორგი ქისტაური, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის საყვარელ პაროდისტად იქცა, დედას ვრცელ და გულისამაჩუყებელ წერილს უძღვნის.
"ჩემი იდეალური, ლამაზი, თბილი, ტკბილი, საყვარელი, გამგები, მეგობრული, უსაყვარლესი დედა როგორ ძალიან მიყვარხარ ალბათ იმ გრძნობას რაც დღეს მე მაქვს იმის გამო რომ შენს გვერდით აღარ ვიღვიძებ და შენთან ჩახუტებული აღარ ვიძინებ უკვე მეორე დღეა, ყველაზე კარგად შენ ხვდები. ეს ორი დღე თითქოს ორასი წელივით არის, როგორ მაკლიხარ ნეტა იცოდე, როგორი ბედნიერი ვიყავი გვერდით რომ მყავდი და ახლა ვხვდები რამხელა შეცდომა დავუშვი ისევ რომ დაგტოვე. ძალიან მალე კი გნახავ მაგრამ როგორი ძნელია ეს ჩემთვის.

ჩემთვის პირველი მეგობარი შენ ხარ, ძალიან მამძიმებს ის რომ მხოლოდ მობილური კავშირი მექნება შენთან, ცოტახნით მაგრამ გულში მთელი ერთი საუკუნე, როგორ გიმძიმს და გიჭირს ალბატ ამ წუთას ჩემს გარეშე, ჩემი ჩასისხლიანებული თვალები შენ გეკუთვნის და ჩემი თითოეული ცრემლი ამ ორი დღის განმავლობაში შენია. ძალიან მიყვარხარ როდესაც დავბრუნდები შენთან გპირდები რომ აღარასდროს დაგტოვებ, თან როგორ მთხოვდი რომ არ წავსულიყავი.

აქ შენს გარეშე ისეთი სიცარიელეა, ისეთი სიცივე, შენი თბილი ხელები. როგორ არ მინდა რომ მოწყენილს გხედავდე და შენს სევდიან ხმას ვუსმენდე იქამდე სანამ შენთან ჩამოვალ. ძალიან მტკივა გული უშენობისგან, ვისაც ეს ყველაფერი მოვუყევი, ყველამ ცინიკური ლაპარაკი დამიწყო, სწორედ ამიტომ ვიძახი ყველაზე კარგად შენ გესმის ახლა რასაც ვგრძნობ, ბედნიერი ვარ რომ შენი შვილი ვარ, შენი გაჩენილი და შენი გაზრდილი.

დედა კიდევ რამდენი რამე მინდა გითხრა, მაგრამ ამ ყველაფერს ვიცი არასდროს არ გეტყვი და ვერასდროს, იმიტომ რომ გული გეტკინება და უფრო ბევრს ინერვიულებ, აქ იმიტომ ვწერ რომ მინდა ყველამ იცოდეს, თუ რამხელა გრძნობა მაქვს შენს მიმართ, შენი თბილი ხელები მინდა ბუდუნა ისევ ძილის წინ ლოყის ქვეშ ამოდებული და ასე ტკბილად ჩაძინება. მიყვარხარ!!!" - წერს გიორგი.

0
241
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0