x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508476
ზურა ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია დაშორდნენ? მომღერალი ახალგაზრდა გოგონას ეძებს!

image
ზურა ხაჩიძისა და ხათუნა ჟორდანიას ოჯახი უკვე რამდენიმე წელს ითვლის. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა წყვილს ერთ-ერთი ყველაზე მყარი ოჯახი აქვს ქართულ შოუბიზნესში. წყვილმა ერთმანეთი დუეტის ჩაწერის დროს გაიცნო. კომპოზიტორ რუსა მორჩილაძეს იდეა დაებადა, რომ ხათუნა ჟორდანიას ქალიშვილს ნინი ქარსელაძესთან ერთად ჩაეწერა სიმღერა. დუეტი შედგა და მალევე ჰიტად იქცა. "ვატყობდი, რომ ზურას მოვწონდი, მაგრამ ეს სერიოზულად არ მიმიჩნევია, რადგან ჩემზე გაცილებით უმცროსი იყო. ბიჭებს არაერთხელ დაურეკავთ ჩემთვის და უთქვამთ, ზურა საწოლიდან ვერ დგება, ისე ენატრები და შენი ნახვა უნდაო. იყო პერიოდი, როცა ზურა თავისი გრძნობით მაბრაზებდა კიდეც. მერაბმა ჩვენი ამბავი მაშინ გაიგო, როცა ოჯახში განვაცხადე, ზურას უნდა გავყვე-მეთქი. სამაგიეროდ, დედაჩემი იდგა უარზე, რადგან ჩვენ შორის ასაკობრივი სხვაობა იყო. ბოლოს და ბოლოს, ნინიმ იძალა და ზურა და ბებო შეარიგა. ჩვენ სამებაში დავიწერეთ ჯვარი. თითქმის ყველა ჟურნალის გარეკანზე ჩვენი ფოტოები იყო დაბეჭდილი. ძალიან გავღიზიანდი, მე და ზურას შორის ათიწლიანი სხვაობა ერთმა ჟურნალისტმა 25 წლამდე რომ გაზარდა"-იხსენებს ხათუნა ჟორდანია.

ქალაქში ხშირად ვრელდება ხმები წყვილის დაშორების თაობაზე, თუმცა ოჯახი ჯერ არ დანგრეულა. სულ ცოტა ხნის წინ ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ახალგაზრდა, ლამაზ გოგონას ეძებდა. როგორც გაირკვა ზურას ოჯახი არ დანგრეულა. "ხათუნა ნამდვილად არის წასული საზღვარგარეთ, პირად საქმეებზე. მე კი ნამდვილად ვეზებ გოგონას, რომლის კლიპში გადაღებაც მინდა. მუდმივად გვაშორებენ ერთმანეთს და არ ვიცი რატომ. მოვიკითხავ ხათუნას და ვეტყვი, რომ ძალიან მიყვარს"-განაცხადა ზურა ხაჩიძემ. imageimage

1
6999
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
6999
  
2016, 17 იანვარი, 20:42
ქართველი ბიჭების უმეტესობის ოცნებაა დედიკოს ტიპაჟი ცოლი , რომელიც უკანალსაც კი ამოუწმენდს თუ საჭირო გახდა ! გული მერევა მსგავსს მამაკაცებზე !!!
0 1 1