x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქერები მხოლოდ პირველი კლასით მგზავრობენ – სახალისო ისტორია
image


თვითმფრინავში, რომელიც ნიუ-იორკში უნდა გაფრენილიყო, ბორტგამცილებელი მიუახლოვდა ქერას, რომელიც პირველი კლასის განყოფილებაში იჯდა და მოსთხოვა

ეკონომ კლასში გადასვლა, რადგან მას არ ჰქონდა შესაფერისი ბილეთი. მგზავრმა უპასუხა: "მე ქერა და ლამაზი ვარ, ნიუ-იორკში მივფრინავ და არ ვაპირებ აქედან სადმე

გადასვლას!" რადგანაც ბორტგამცილებელს არ უნდოდა მომხმარებელთან კამათი, პილოტს სთხოვა მასთან დალაპარაკება. ის მივიდა ქალთან და ძალიან თავაზიანი ფორმით მოსთხოვა გადასვლა პირველი კლასიდან. მგზავრმა კი კვლავ იგივე გაიმეორა:


"მე ქერა და ლამაზი ვარ, ნიუ-იორკში მივფრინავ და არ ვაპირებ აქედან გადასვლას!"

პილოტი დაბრუნდა კაბინაში და კაპიტანს ჰკითხა თუ რა უნდა გაეკეთებინათ. კაპიტანმა კი თქვა: "მე ქერაზე ვარ დაქორწინებული, ვიცი ასეთ სიტუაციას თავი

როგორ გავართვა." ის მივიდა ქერასთან და ყურში რაღაც უჩურჩულა. "აქამდე რატომ არავინ მითხრა ეს!" აყვირდა ქალი, წამოხტა მაშინვე და ეკონომ კლასის განყოფილებისკენ გაიქცა. გაოცებულმა ბორტგამცილებელმა და თანა–პილოტმა ჰკითხეს კაპიტანს, თუ როგორ მოახერხა ქალის დარწმუნება დაეტოვებინა ადგილი. მან კი უპასუხა: " ვუთხარი, რომ პირველი კლასი ნიუ-იორკში არ მიფრინავდა."




1
214
8-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
214
  
0 1 1