x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
მათხოვარი რომელიც რიჩარდ გირი აღმოჩნდა.

imageფრანგი ქალბატონი კარინ გომბო ნიუ-იორკის ქუჩებში დასეირნობდა მეუღლესთან და 15 წლის ვაჟთან ერთად.ქალმა Grand Central Terminal-ის რაიონში დაინახა მამაკაცი, რომელიც ნაგვის ბუნკერში იქექებოდა, იგი შეძრწუნდა ნანახით, შეეცოდა მაწანწალა, მიუახლოვდა მას და შესთავაზა დარჩენილი პიცა, რომელიც მორჩა რესტორან "Little Italy"-დან.თან ბოდიში მოუხადა, რომ პაკეტში ჩადებული პიცა უკვე გაცივებული იყო.
უსახლკარო მათხოვრმა მხურვალე მადლობა მოუხადა, გამოართვა საკვები და მადიანად შეექცა.
ორი დღის შემდეგ სასტუმროს თანამშრომლებმა კარინს აჩვენეს გაზეთ New York Post-ის ახალი ნომერი, სადაც გამოქვეყნებული იყო მისი და უსახლკარო მამაკაცის ფოტოები...ადამიანი, რომელსაც კარინმა პიცა აჩუქა, ჰოლივუდის მსახიობი რიჩარდ გირი აღმოჩნდა, როგორც აღმოჩნდა მიმდინარეობდა ფილმის-"Time Out of Mind"-ის გადაღება.ფოტოგრაფმა, რომელიც გადასაღებ მოედანზე მუშაობდა, რა თქმა უნდა ეს მომენტი არ გამოტოვა...

0
954
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:დავით დავითაშვილი
დავით დავითაშვილი
954
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0