x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ქალური მაზოხიზმი

imageქალური მაზოხიზმი - ადამიანის სპეციფიკური მიდრეკილება სიამოვნება მიიღოს საკუთარი თავის დამცირებით, უმწეო და უსუსურ სიტუაციაში ჩაგდებით, ასევე ახასიათებს სურვილი გახდნენ ფიზიკური ზიანის და ძალადობის მსხვერპლნი. ქალური მაზოხიზმის შესახებ წარმოდგენა შემოღებული იყო ზ. ფროიდის მიერ თავის ნაშრომში „მაზოხიზმის ეკონომიური პრობლემა“ (1924), სადაც მაზოხიზმის ეროგენულ და მორალურ სახეებთან ერთად გამოყო ქალური მაზოხიზმი, რომელიც მის მიერ განიხილებოდა როგორც ქალური ბუნების გამოხატულება. ფროიდი ასევე აღნიშნავდა, რომ ამ სახის მაზოხიზმი მხოლოდ ქალებისთვის არ იყო დამახასიათებელი, არამედ კაცებისთვისაც, რომლებიც თავის სურვილებში საკუთარ თავს წარმოიდგენენ ძლიერ ნაცემებად და იძულებით დამორჩილებულებად.

ფროიდმა ასევე თავის ნაშრომში „ლექციების ახალი ციკლი ფსიქოანალიზის შესავალში“ (1933) მიუთითა მჭირდო კავშირზე ქალურობასა და სქესობრივ ცხოვრებას შორის. ის ვარაუდობდა, რომ აგრესიულობის ჩახშობის კონსტიტუციურად და სოციალურად დაკისრებული ვალდებულება ხელს უწყობს ქალის ძლიერი მაზოხისტური სურვილების წარმოქმნას, რომლებიც ეროტიულად ახშობენ შიგნით მიმართულ გამანადგურებელ ტენდენციებს. ამაზე დაყრდნობით, მან გააკეთა დასხვნა, რომ მაზოხიზმი - „ჭეშმარიტად ქალური გარყვნილობაა“.

ქალური მაზოხიხმი მომავალში მრავალი ფსიქოლოგის მსჯელობის საგანი გახდა. ე. დეიჩის სტატიაში „ქალური მაზოხიზმი და მისი კავშირი ფრიგიდულობასთან“ (1930) გამოთქმული იყო მოსაზრება გენეტიკური ფაქტორების არსებობაზე, რომელიც განაპირობებდა ქალის როლის მაზოხისტურ არსს. აქედან, გამომდინარეობს დასკვა, რომ იყო იყო ქალი ნიშნავს იყო მაზოხისტური და ეს არის ბუნებრივი.

1933 წელს კ. ჰონრიმ წარადგინა თავისი ნაშრომი სახელწოდების „ქალური მაზოხიზმის პრობლემა“, რომელშიც საკითხი იყო დასმული ბიოლოგიური და კულტურული ფაქტორების განსაზღვრაზე, რომელიც გავლენას ახდენს ქალურ მაზოხიზმზე და მოითხოვდა იმ დროისთვის არსებული შეხედულებების გადახედვას. უპირველეს ყოვლისა, მან აჩვენა, რომ ჰიპოთეზა ქალური მაზოხიზმის აუცილებლობაზე არ არის დამაჯერებელი, თუმცა კი მართლდება ბევრ შემთხვევაში. გარდა ამისა ჰონრიმ ხაზი გაუსვა, რომ ფსიქოანალიტიკური შეხედულება ტკივილდამოკიდებულებაზე, თანაგრძნობაზე და საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებაზე მრავალ პირველყოფილ ტომში გამოხატავდა რაიმე განსაცდელისთვის თავის არიდების გზას, რაც არანაირ კავშირში არის ინდივიდუალურ მაზოხიზმთან. ჰონრიმ დაასკვნა, რომ მაზოხიზმის პრობლემა არ შეიძლებბა დავუკავშიროთ უშუალოდ ქალის ანატომიურ და ფიზიოლოგიურ შესაძლებლობებს, ის უნდა განვიხილოთ, როგორც უმეტეს შემთხვევაში კულტურით ან იმ სოციალური გარემოთი განპირობებულ მოვლენად, სადაც ვითარდებოდა კონკრეტული მაზოხისტური ქალი.

ფროიდის და სხვა ფსიქოლოგების მიერ წამოწეული საკითხი ქალის მაზოხისტობის შესახებ დღემდე წარმოადგენს კვლევის და განსჯის საგანს.


0
385
3-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ ჩხიკვაძე
მარიამ ჩხიკვაძე
385
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0