x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ალექსანდრე მაკედონელის 3 სურვილი...

image"ამბობენ, რომ იმ დღეს, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მსოფლიოს მმართველი გახდა, ის ჩაიკეტა თავის ოთახში და ტიროდა. მისი სარდლები, რომლებსაც მანამდე ალექსანდრეს ცრემლები არასდროს უნახავთ, ვერ ხვდებოდნენ მისი ცრემლების მიზეზს.. მიზეზი კი ის იყო, რომ მაკედონელი ამ დროს გრძნობდა საშინელ სიცარიელეს.. ის იჯდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც დაგეგმა მსოფლიოს დაპყრობა.. ახლა კი დასაპყრობი აღარაფერი იყო.
ყველასთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად მაკედონელი საყოველთაოდ იყო ცნობილი სიბრძნით. სიკვდილის წინ მაკედონელმა ერთ-ერთ სარდალს სამი სურვილი გაანდო. მას სურდა, რომ დაკრძალვის დღეს მისი ცხედარი, ყველაზე სახელგანთქმულ მკურნალებს მიეტანათ სასვენებლამდე.
მისი მეორე სურვილი იყო, რომ იმ გზაზე სადაც მის ცხედარს გაატარებდნენ, დიდი რაოდენობით ოქრო მიმოეფანტათ.
მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილის თანახმად მას სურდა, რომ სასვენებლიდან მისი ხელები გამოჩენილიყო.

სარდალს, რომელსაც ალექსანდრემ ეს სურვილები გაანდო, გაუჩნდა კითხვა, თუ რატომ მაინცდამაინც ეს სურვილები, რაზეც მაკედონელმა უპასუხა:
საუკეთესო მკურნალებმა უნდა წაიღონ ჩემი ცხედარი, რომ ყველამ ნახოს, სიკვდილის წინაშე საუკეთესო მკურნალებიც კი უძლურები არიან.
უამრავი ოქრო უნდა მიმოიფანტოს გზაზე, დაე ყველამ ნახოს, რომ რასაც ამქვეყნად ვშოულობთ, ის ამქვეყნადვე რჩება.
ყველამ უნდა ნახოს ჩემი ცარიელი ხელები, ყველამ გაიგოს, რომ მსოფლიოს მბრძანებელიც კი იმქვეყნად ხელცარიელი წავედი..."

0
787
2-ს მოსწონს
ავტორი:დავით დავითაშვილი
დავით დავითაშვილი
787
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0