x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ლოგოები, რომლებშიც წარმოუდგენელი ფარული მინიშნებებია ჩადებული

სიტყვა ლოგო გაჩნდა მეცხრამეტე საუკუნეში, თავდაპირველად სიტყვა ”ლოგოს” სინონიმი ”ლიგატურა” იყო და წარმოადგენდა ტოპოგრაფიული შრიფტის ორი ან სამი ასოს გაერთიანებას.
ლოგო ხშირად შედგება გრაფიკული გამოსახულებისაგან ან/და გაფორმებული დასახელების შემადგენელი ასოებისაგან. გამოდის რომ არის ორი სახის ლოგო: გრაფიკული და ტექსტური (ლოგოტიპი).
მას კომპანიის პოპულარიზაციასა და მისი პროდუქტის რეალიზებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. რამდენადაც ორიგინალური და განსხვავებულია ლოგო, მით დასამახსოვრებელი და სარგებლის მომტანია კომპანიისთვის. წარმოგიდგნთ თანამედროვე ლოგოებს, რომლებშიც ფარული მინიშნებები იმალება.
მაკდონალდსის ოქროს თაღები „ძუძუებია“
რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ და გაგეცინოთ, იმ მომრგვალებული M-ში, რომელიც მაკდონალდსის პირველ ასოს წამრმოადგენს, სულ სხვა ფარული მესიჯია დამალული. 1960 წელს მაკდონალდსი ლოგოს შეცვლას აპირებდა და სრულიად ახალი ლოგოს განიხილავდა, თუმცა ლუი ჩესკინმა, რომელიც მაკდონალდსმა კონსულტატად აიყვანა, მოუწოდა რომ დაეტოვებინათ ეს ლოგო, რადგან მომხმარებლებს ეს ლოგო წარმოუდგებათ როგორც “ძუძუები'', რომელიც მათ აშიებთ. დიახ ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ ერთი კი ნამდვილად ვიცი რომ ამ დღის შემდეგ, მაკდონალდსის ლოგოს ისე აღარ შეხედავთ, როგორც აქამდე.imageბიბლიური სიუჟეტი მოკბეჩილ ვაშლში
როგორც ხედავთ Apple-ს ლოგოს მოკბეჩილი ვაშლის ფორმა აქვს. ლოგოს ფორმა აღებულია ბიბლიური ეპიზოდიდან ადამ და ევას შესახებ. მისი მიზანი “ცოდნის ხის” (“Tree of Knowledge”) ნაყოფის გემება, ანუ ცოდნასთან ზიარებაა.imageადიდასის ზოლები მთასთან ასოცირდება
სპორტული ტანსაცმლის კომპანია ადიდასი მსოფლიოში ცნობილი ბრენდია. მისი სახელწოდება დამაარსებლის სახელისა და გვარის მიხედვით არის შედგენილი, ხოლო ლოგოს საკმაოდ ორიგინალური დატვირთვა აქვს. სამი დიაგონალური ხაზი აღნიშნავს მთას, ანუ დაბრკოლებას, რომელიც უნდა გადავლახოთ.imageვოლკსვაგენი - მარტივი და კონკრეტული
ავტომობილი ვოლკსვაგენის ლოგო მეტად მარტივი და კონკრეტულია. მასში ადვილად შეიძლება დავინახოთ ორი ლათინური ასობგერა: “V'' და “W''. საქმე ისაა, რომ ..volks'' გერმანულად ნიშნავს ხალხს, ხოლო “wagen'' - მანქანას. ანუ სიტყვა მთლიანად იშიფრება როგორც ხალხის მანქანა.imageამაზონის ლოგო ღიმილს გვიგზავნის
ამაზონი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული “ონლაინ შოპინგის'' კომპანიაა, სადაც ტანსაცმლიდან დაწყებული, საოჯახო ნივთებით დამთავრებული, ნებისმიერი რამის შეძენა შეგიძლიათ. ასოებს შორის არსებული ისარი მიანიშნებს ღიმილზე, რაც ნიშნავს ბევრ კმაყოფილ მომხმარებელს. ასევე, A-Z - > მითითებული ისარი ნიშნავს რომ აქ იყიდება ნებისმიერი პროდუქტი ანბანის ნებისმიერი ასოთ დაწყებული.image

3
4997
9-ს მოსწონს
ავტორი:გვანცა1234
გვანცა1234
4997
  
2015, 30 ივლისი, 12:32
მაგარია!
2015, 29 ივლისი, 18:01
მადლობა :)
2015, 29 ივლისი, 17:53
ყველა ვიცოდი, მაგრამ მაინც კარგი იყო :)
0 1 3