ბლიც-ინტერვიუ თამო ვაშალომიძესთან.
სახელი, გვარი: თამო ვაშალომიძე.
საქმიანობა: ფოტო მოდელი/მოდელი.
1.რომ არ ვყოფილიყავი ფოტო მოდელი, ვიქნებოდი - ფსიქოლოგი.
2.ჩემთვის ყველაზე ძვირფასია - ჩემი ბებო და მეგობრები.
3.არ ვიცი და მინდა ვიცოდე - ყველა ენა, რაც არსებობს.
4.ყველაზე მეტად ადამიანში ვაფასებ - პირდაპირობას.
5.ჩემთვის მეგობრები არიან - ჩემი ნაწილი, ყველაფერი.
6.ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ - კუდიანს ვიყენებ ეს ორი დღეა. (იცინის)
7.ის, რისი თქმაც ყოველთვის მინდოდა და თქვენთან ვამბობ - ასეთი რამ, არ მაქვს ჯერ.
8.ის, რაც არ მაქვს და ყველაზე მეტად მინდა რომ მქონდეს - სულ მინდოდა რომ თბილი ოჯახი მქონოდა.
9.არასოდეს მავიწყდება - ვარჯიში.
10.საქართველოში რომ არ დავბადებულიყავი, დავიბადებოდი - იტალიაში.
11.ის, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს საკუთარ თავში - რადიკალური ადამიანი ვარ და ზედმეტად ჯიუტი, ხანდახან ბევრ რამეში მიშლის ხელს.
12.ის, რაც ყველაზე მეტად მომწონს საკუთარ თავში - შემიძლია საკუთარი თავის მართვა და ვარ ყურადღებიანი.
13.მჯერა, რომ - ყველაფერი კარგად იქნება.
14.ჩემს ქვეყანას ვუსურვებდი - მშვიდობას.