x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გალაქტიონ ტაბიძის ლექსები
გალაკტიონ ტაბიძე


მინდა წარმოგიდგინოთ, ჩემი საყვარელი პოეტის რამდენიმე ლექსი.



* * *

რაც უფრო შორს ხარ – მით უფრო ვტკბები!


მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ხელუხლებელი – როგორც მზის სხივი,

მიუწდომელი– როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ,

მე არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებოდე!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას

ოცნების თეთღ ანგელოზად ევლინებოდე,

დაიწვას გული უცნაურ ტფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა საწყაული

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყვარულის დღესასწაული!


* * *

სად ოდესმე მეოცნებე აფრებით,

ათასფერი იმედით და ზაფრებით,

ათასფერი მიმოქროდა ხომალდი,

მეზღვაურის სულთან გათანაბრებით.

როგორც ზვირთთა ქაფიანი მოდება,

ფაგოტების მიტაცებდა გოდება.

მაოცებდა უმძლავრესი მუსიკა,

თმას მიწეწდა ქარის გაბოროტება.

დატვირნული მრავალი უიმედობით,

კიდევ დიდხანს ვიქანავებ კიდობნით,

აღტაცებავ სიყმაწვილის დროისა,

სამუდამოდ, სამუდამოდ მშვიდობით!

ის ირღვევა, ის ოცნება ბერდება,

და ხომალდი ნაპრალთან ჩერდება,

საიდანაც მარად ესმის მსოფლიოს

ზეცის ნგრევა, მიწის გადაფერადება.


მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა

"მუმლი მუხასა" და "ლილეოსი",

ეგ გმირთა ჩვენთანა არის სიმღერა,

ეს სიმღერა საქართველოსი.

მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,

გესმის არაგვის ხმა საცნაური?

გესმის თერგის და მტკვრის ხმაური?

ეს სიმღერაა საქართველოსი.

მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,

რომ არ უდრკება ქვეყნად არავის,

გესმის გრიალი მთებიდან ზვავის?

ეს სიმღერაა საქართველოსი.

თავისუფლების მოყვარე ერებს,

ვით ზღვას, ვერარა ვერ შეაჩერებს,

მთა რომ იმღერებს, ტყე რომ იმღერებს,

ეს სიმღერაა საქართველოსი.

აქ გამარჯვების დროშად წერია:

სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!

თუ რამ სიმღერა გულს უმღერია,

ეს სიმღერაა საქართველოსი.

გმირებით სავსე, სამშობლო მხარევ.

დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,

იდიდე, ამ ხმას სხვაშჰი ვერ გარევ,

ეს სიმღერაა საქართველოსი.


2
2258
2-ს მოსწონს
ავტორი:mariami21
mariami21
2258
  
2015, 29 ივლისი, 18:51
გავითვალისწინებ, მადლობა
2015, 29 ივლისი, 15:04
მარიამ ფოტო უნდა ედოს ყველა სტატიას!
0 1 2