x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134467
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
აკრძალული კადრები - ფოტოები, რომელთა გადაღება შეიძლება სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ
თითქმის ყველა ქვეყანაში არის ღირსშესანიშნაობა, რომლისკენაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კამერის ობიექტივის მიმართვა. ეს შეიძლება იყოს ძველი სამარხი ეგვიპტეში ან პრესტიჟული სარბოლო ტრასა აბუ-დაბიში. აქ ტურისტებს მხოლოდ ბიუჯეტის შესავსებად უშვებენ, აი ფოტოგრაფირება კი სასტიკადაა აკრძალული. ამ წესების დარღვევისათვის ზოგ ქვეყანაში შესაძლოა დიდი თანხით დაგაჯარიმონ, ზოგან დაგაპატიმრონ, იშვიათ შემთხვევაში კი შესაძლოა ერთ უბრალო ფოტოსურათი სიცოცხლის ფასადაც კი დაგიჯდეთ. თუმცა უნდა ითქვას, რომ ცნობისმოყვარე უცხოელებს ეს აკრძალვები სრულებითაც არ აშინებთ და ისინი დიდ რისკზე მიდიან სამახსოვრო ფოტოსურათის გადაღებისათვის.


ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ სწორედ ასეთი, აკრძალულ ადგილებშიგადაღებული ფოტოსურათები, რომლებსაც Instagrаm-ის მომხმარებლები გვთავაზობენ.


image



მეფეთა ველი, ეგვიპტე


image


მეფეთა ველის სამარხების - ეგვიპტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობის ფოტოფირზე აღბეჭდვა მკაცრადაა აკრძალული.


მეთვალყურეები ტურისტებს შესვლის წინ კამერების დატოვებასაც კი თხოვენ.


კანონის დამრღვევებს სხვადასხვაგვარად სჯიან: შეიძლება ზოგი მათგანი უბრალოდ გამოძევონ გარეთ და დატოვონ თაკარა მზეზე ჯგუფის დაბრუნებამდე, ხოლო ზოგიერთი საკმაოდ სოლიდური თანხით დააჯარიმონ.


image



პრეზიდენტის სასახლე, არაბთა გაერთიანებული ემირატები

image

გაცილებით უფრო მკაცრია კანონი ფოტოგრაფირების მოყვარულთა მიმართ მეორე არაბულ ქვეყანაში-ემირატებში. აქ აკრძალული სურათის გადაღებას მხოლოდ ფულადი ჯარიმა როდი ყოფნის? გასულ წელს აბუ-დაბის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გადაღებული ფოტოების გამო ციხეში ჩასვეს 70 წლის ამერიკელი მამაკაცი. რამოდენიმე სამახსოვრო ფოტოსურათი მას სამუდამო პატიმრობად დაუჯდა.


პრეზიდენტის სასახლის გარდა ემირატებში კიდევ უამრავი ადგილის გადაღებაა აკრძალული, მაგალითად, საელჩოების შენობების, თუმცა ცნობისმოყვარე ტურისტებს ეს აკრძალვები სულაც არ აფრთხობს და ისინი მაინც ახერხებენ ფირზე აღბეჭდონ ქვეყნის ღირსშესანიშნაობები.


image


სიქსტის კაპელა, ვატიკანი

image

"ხმამაღლა არ ილაპარაკოთ და ფოტო და ვიდეოგადაღება არ აწარმოოთ!"-აი ორი ძირითადი აკრძალვა, რომლებთანაც შეჯახება უხდებათ ვატიკანის ამ უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობის დამთვალიერებლებს. საბედნიეროდ, ჯარიმები აქ დაწესებული არაა: თუ მეთვალყურემ შეამჩნია, რომ ტურისტი ფოტოს იღებს, მას უბრალოდ წაართმევს კამერას ან ფოტოპარატს და დაუყონებლივ მიაბრძანებს გარეთ, მაგარმ კაპელის ფხიზელი მეთვალყურეების გაცურებასაც კი ახერხებენ მოხერხებული ტურისტები. აი ნათელი მაგალითი ამისა:


image



როსლინის კაპელა, შოტლანდია

image

ზუსტად იგივე აკრძალვები არსებობს გვიანი გოთური პერიოდის შოტლანდიურ ტაძარში, რომელიც პატარა დაბა როსლინში მდებარეობს. ჯარიმები აქაც არაა, მაგრამ თუ შეგნიშნეს, რომ სურათებს იღებთ, დაუყონებლივ დაგატოვებინებენ ეკლესიას, თან ჭკუის სასწავლ ლექციასაც წაგიკითხავენ. ასეთი მცირე სასჯელი კი, როგორც წესი, არცერთ ტურისტს არ აჩერებს.


image


დოლმაბახჩეს სასახლე, თურქეთი


image


მე-19 საუკუნეში სტამბულში აშენებული ოსმალი ხელმწიფეების სასახლე თავისი მდიდრული ინტერიერით ნებისმიერი ევროპული ქვეყნის რეზიდენციას გაუწევს ღირსეულ კონკურენციას. მისი შიგა მხარე მთლიანად ოქროთი, ბოჰემიური მინითა და ძვირფასი თვლებითაა მოპირკეთებული, მაგრამ ამ ფუფუნების ფოტოგრაფირება სასტიკადაა აკრძალული. კანონის დარღვევისათვის საკმაოდ დიდი ჯარიმით დაგაჯარიმებენ და უკანმოუხედავად გაგაძევებენ სასახლიდან. თუმცა ტურისტები აქაც ახერხებენ კანონის გვერდის ავლას. ეს ფოტოსურათი სწორედ ამის მტკიცებულებაა:


image


ვან გოგის მუზეუმი, ნიდერლანდები

image

გასულ წლამდე ამ მუზეუმში, სადაც ვან გოგის ყველაზე მეტი ნამუშევარია თავმოყრილი, ფოტოაპარატის დაჩხაკუნება ნებისმიერ ტურისტს შეეძლო. მოულოდნელად ადმინისტრაციამ მიიღო მკაცრი გადაწყვეტილება, რომ ფოტოგადაღება აეკრძალათ. საინტერესოა ამ აკრძალვის მიზეზი: მუზეუმის ხელმძღვანელები თვლიან, რომ ფოტოაპარატების ჩხაკუნის ხმა ხელს უშლის სხვა დამთვალიერებლებს, რათა სრულად შეიგრძნონ ვან გოგის სურათების მშვენიერება. სხვა გზა არაა, ჰოლანდიური პოსტიმპრესიონისტური ხელოვნების მოყვარულებს ახლა უკვე მოუწევთ Instagram-ი არალეგარულად გადაღებული ფოტოებით დაამშვენონ, რაც ფოტოსურათების ხარისხზე, რა თქმა უნდა, ასახვას ჰპოვებს.


image


ხარების რბოლა, ესპანეთი

image

ხანდახან ისეც ხდება, რომ ფოტოაკრძალვა ეხება არა რომელიმე ღირსშესანიშნაობას, არამედ მოვლენას ან ღონისძიებას. ასე მაგალითად, ესპანურ ქალაქ პამპლონაში ქალაქის ხელმძღვანელები არ რთავენ ყოველწლიური ეროვნული დღესასწაულის-ხარების რბოლის გადაღების ნებას. თუმცა ეს აკრძალვა მხოლოდ ამ ექსტრემალური სანახაობის მონაწილეებს ეხებათ. კანონის დამრღვევებს საკმაოდ დიდი ჯარიმის გადახდა უწევთ, თუმცა საინტერესო ფოტოების მოყვარულებს ეს დიდად არ აბრკოლებთ. ასე მაგალითად, შარშანდელი ხარების რბოლის მონაწილემ ძალიან დაძაბულ სიტუაციაში რამოდენიმე სელფის გადაღებაც კი მოახერხა. როგორც კი ეს ამბავი გამჟღავნდა, ადგილობრივი პოლიცია "დამნაშავის" ძებნას შეუდგა, რომ მისთვის დაწესებული ჯარიმა - 4000 დოლარი დაეკისრებინათ, ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს მათ ვერ მოახერხეს.


image


ლენინის მავზოლეუმი, რუსეთი

image

ფოტო-ტაბუ რუსეთშიც არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი აკრძალვა ეხება ლენინის მავზოლეუმს. ამ მუზეუმის დამთვალიერებლებს შესვლის წინ გულდაგულ ჩხრეკენ. ლენინის განსასვენებელში ნებისმიერი კამერის, ფოტოაპარატის ან ტელეფონის შეტანა კატეგორიულად აკრძალულია. მავზოლეუმის შიგნით მთელ პერიმეტრს დაცვა აკონტროლებს, რომლებიც ფხიზლად ადევნებენ თვალს ლენინის მუმიის ნახვის მსურველებს.


იას მარინას სარბოლო ტრასა, არაბთა გაერთიანებული ემირატები


image


გადაღებისათვის აკრძალული კიდევ ერთი ობიექტი ემირატებში-იას მარინას ცნობილი სარბოლო ტრასაა, რომელიც მონაკოს ავტოდრომის აღმოსავლური ანალოგია. 2011 წელს პოლიციამ ორი ბანგლადეშელი ტურისტი დააკავა, რომლებიც ტრეკზე ფოტოს გადაღებას ცდილობდნენ. სასამართლოზე ტურისტებმა განაცხადეს, რომ არ დაუნახავთ აკრძალვის ნიშანი, თუმცა ციხის კედლების ხეხვა მათ არ ასცდათ. ამ შემთხვევამ სულაც არ დააბრკოლა სხვა ტურისტები და ქსელში სულ უფრო მეტი და მეტი ფოტო ქვეყნდება ამ ცნობილ ტრეკზე გადაღებული.





6
2539
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
2539
  
2016, 11 ნოემბერი, 16:57
მდაა , დუბაიში რო წავალ ფოტოაპარატს დავტოვებ შემთხვევით რამეს არ გადაუღო სურათი :-)) საინტერესოო იყო .
2016, 7 ივნისი, 11:45
მართლაც საინტერესოა. რა თქმა უნდა გრამატიკულადაც
2015, 3 აგვისტო, 15:10
ვეცდები, ინ..საღ გონებაზე თუ დავრჩი ამ სიცხისაგან :(
2015, 3 აგვისტო, 15:01
ცალკე დადე მანჩო საქართველოზე
2015, 3 აგვისტო, 14:30
ჰო, რომ დავდე სტატია, მერე ვინანე, საქართველოზეც დამერწერათქო :)
2015, 3 აგვისტო, 14:00
ჩვენთანაც ეგრეა მაგალითად ჭავჭავაძის და ნიკოლაძის სახლუზეუმში შიგნით ფოტოს გადაღება აკრძალულია
0 1 6