x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ნატალია ყიფშიძე: ''ვაჟკაცობა დაიკარგა", გოგონა შავი ზღვის სანაპიროზე მომხდარმა ინციდენტმა შეძრა

image
კრისტი და გიორგი ყიფშიძეების ქალიშვილი, ნატალია 14 წლისაა. ცნობადი ოჯახის შვილი მუდამ ყურადღების ცენტრშია. გოგონას ბაბუისა და მამის მსგავსად მსახიობობა სურს."მსახიობობა მინდა, ბავშვობიდანვე ეს პროფესია მომწონდა, მოდელობის სურვილი არასდროს მქონია, რატომ, არ ვიცი. სხვათა შორის, სამსახიობო თვალსაზრისით უკვე გამოცდილება მაქვს, ვითამაშე რამდენიმე ფილმში"-გვიამბობს ნატალია. გოგონა დედასთან ერთად შავ ზღვაზე ისვენებს. მომხდარმა ინციდენტმა ნატალია შეძრა. ''ვაჟკაცობა დაიკარგა. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გაძარცვო ორი ქალი შვილებთან ერთად? ვერ ვფიქრობ, თუ როგორ უნდა ადგეს კაცი, შეუშვას გაზი დასასვენებლად წამოსულ ხალხთან სახლში. შევიდეს წაიღოს ყველანაირი ტექნიკა და პლუს მანქანა გაუტეხოს.

საქართველოში ასეთი რამ თუ მოხდებოდა, მართლა არ მეგონა"-წერს გოგონა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.image

ნატალია დედასთან ერთად ხშირად ჩნდება საზოგადოებაში. გოგონა გარეგნობით კრისტის ძალიან ჰგავს. ის ხშირად დედის გარდერობითაც საგებლობს. ნატალია კარგი მოსწავლეა და სწავლის გამო მშობლებისაგან შენიშვნებს არ იმსახურებს. "გიორგი ძალიან მეგობრულია, როგორც კრისტი და უნდა ვთქვა, რომ ორივე მანებივრებს, არც ერთთან არ ვჩხუბობ ხშირად, ერთმანეთს ვუყურებთ, როგორც და-ძმა, კრისტის და გიორგის დედასა და მამას მხოლოდ მაშინ ვეძახი, როცა რაღაც მინდა. რაც შეეხება სიმკაცრეს, გიორგი მკაცრი არ არის, მაგრამ მისი ერთი გამოხედვაც კი საკმარისია ჩემთვის და ყველაფერს ვხვდები, ჩვენი პრობლემაც ტელეფონია, მეტი არაფერი, ასევე სერიალებიც, მაგრამ მომწონს და რა ვქნა?!"-გვიამბობს ნატალია.image

0
332
1-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0