x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134546
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
კატების საქმე
კატების საქმე
კატები ძალიან დაკავებული ცხოველები არიან. ყოველ დღე მათ უამრავი საქმის კეთება უწევთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი მოასწრონ. ამიტომ, ჩვენ უნდა

დავეხმაროთ და დღის მანძილზე გასაკეთებელი საქმეების სია შევუდგინოთ.


კატების საქმე


1. მშვიდად უნდა ვიწვე იატაკზე;


2. ვეცე პატრონს ფეხში, გვერდით რომ ჩამივლის;

3. უნდა დაველოდო, ვიდრე კარზე ვინმე ზარს დარეკავს და ვიდრე შემოსასვლელი კარი ღია იქნება, სადარბაზოში გავიქცე და პატრონი ვარბეინო ზევით-ქვევით;

4. დავედევნო ბუზებს და რამოდენიმე შევჭამო;

5. დავწვე და მოვდუნდე, თან ისეთი სახე უნდა მივიღო, თითქოს ქვეყანა გადავარჩინე;

6. დავიძინო;

7. გაღვიძების შემდეგ, მოვითხოვო საჭმელი;

8. ვუყურო თუ როგორ დებს პატრონი ხორცის ნაჭერს თასში, გადმოვათრიო, იატაკს

მივუს-მოვუსვა და იატაკიდანვე ვჭამო, რადგან ასე უფრო გემრიელია;


კატების საქმე


9. როგორც კი დავინახავ, რომ პატრონი აბაზანაში შედის, დავდგე კარებთან და მთელი ხმით ვიკნავლო და შესვლა ვითხოვო. შევიდე და შევამოწმო პატრონი ხომ არ დაიხრჩო და იმაში დარწმუნებულმა, რომ ყველაფერი კარგად არის, იქავრობა დავტოვო;

10. მოვინდომო ფანჯრის რაფაზე ახტომა და ფანჯარაში გახედება, შევეცადო და

ვერ ავხტე, მანამდე ვიკნავლო მთელი ხმით, ვიდრე პატრონი არ მოვა და არ

დამსვამს იქ;

11. გავიხედო ფანჯარაში ერთი წუთი და გადმოვხტე იქიდან;

12. წაველაქუცო პატრონს, ვითომ მასთან მინდა ყოფნა, თუ ყურადღებას არ მომაქცევს,

კიდევ წაველაქუცო;

13. მივიღო ნაწყენი სახე, იმის გამო რომ ყურადღებას არ მაქცევს და იქავრობას

გავეცალო;


კატების საქმე


14. შევიდე სამზარეულოში და ავიდე კარადაზე, ყურადშების მისაქცევად, იქიდან

ქვაბის სახურავი გადმოვაგდო და მეც გადმოვხტე;

15. როდესაც დაღამდება, დაველოდო, ვიდრე ყველა დაიძინებს, ვირბინო მთელს სახლში და ავიდე ფარდაზე, იქ გავიჭედო და ღრიალი მოვრთო;

16. მას შემდეგ, რაც იქიდან ჩამომსვამენ, პატრონს წყალი ვთხოვო, მაგრამ არ დავლიო. დაველოდო, როდის წავა პატრონი და წყალი იატაკზე დავაქციო;

17. ვიპოვო კანფეტის ქაღალდი და მთელი ღამე ვაჭრაჭუნო;

18. საუზმის შემდეგ, დავწვე, თვალს მოვატყუო;


კატების საქმე


1
141
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
141
  
2015, 28 ივლისი, 17:35
ვაიმე, განსაკუთრებით მაჯის საათით და წითელი ჰალსტუხითთ....
0 1 1