x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134394
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
საოცარი დამთხვევები, რომლებიც თქვენს მეხსიერებაში აუცილებლად ჩაიბეჭდება!
თითოეული ჩვენთანაგანის ცხოვრებაში ძალიან ბევრი დამთხვევა ყოფილა, მაგრამ

ამ სტატიის ნახვის შემდეგ, თავად დარწმუნდებით თუ რამდენად რეალური

და დაუჯერებელი დამთხვევები ყოფილა ჩვენს პლანეტაზე.




Deus Ex-ის ვიდეო თამაში, რომელშიც აშშ-ში მდებარე ტყუპების კოშკიდან ერთი კოშკი გამორჩათ!....



image


Deux Ex-ის ვიდეო თამაშის წარმოებისას, ნიუ-იორკის დიზაინერს გამორჩა

ტყუპების კოშკის სრულად ჩამატება თამაშში, მას გამორჩა ერთი კოშკი, რაც

დიდ შეცდომას წარმოადგენდა თამაშისთვის. მაგრამ თამაშის გამოსვლამდე

რამოდენიმე დღით ადრე ნიუ-იორკში მოხდა 11 სექტემბრის ტერაქტი, რის შედეგადაც

ერთი კოშკი აფეთქებულ იქნა. ეს ძალიან უბედური შემთხვევა იყო აშშ-ისთვის,

მაგრამ დიზაინერის თამაში უშეცდომოდ გამოვიდა, რადგან უკვე ერთი კოშკი ისედაც აღარ იყო ნიუ-იორკში.





ტყუპების ბედისწერა....


image


2002 წელს ფინეთში, ახალგაზრდა ბიჭი ცდილობდა ველოსიპედით გზის

გადაკვეთას....მაგრამ სატვირთოს დაჯახების შედეგად გარდაიცვალა.

2 საათის შემდეგ ამჯერად ტყუპისცალი ცდილობდა გზის გადაკვეთას...

ისიც ველოსიპედით და მასაც სატვირთო დაეჯახა, სამწუხაროდ გარდაიცვალა.

ამ ამბავმა მთელი ევროპა გააოცა! "დამთხვევები ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ასეთი?!"

წერს ფინური პრესა. ტყუპები 1, 5 კმ მანძილის მოშორებით და 2 საათის განსხვავებით გარდაიცვალნენ!






ტყვია მიზანს მაინც აღწევს....


image


როდესაც ჰენრი ზიგლენდი შეყვარებულს დაშორდა, გოგონამ თავი მოიკლა.

ეს ამბავი გოგონას ძმამ რომ გაიგო, გადაწყვიტა ჰენრისთვის ესროლა.

მაგრამ....გოგოს ძმამ საბოლოოდ თავი მოიკლა, სანამ თვითმკვლელობას ჩაიდენდა

ჯერ ჰენრის ესროლა, მაგრამ ტყვია ჰენრის ოდნოვ ასცდა და ხეს მოხვდა.

წლების შემდეგ ჰენრიმ გადაწყვიტა ამ ხის მოჭრა, მაგრამ ვერ მოახერხა და გადაწყვიტა

დინამიტით აეფეთქებინა. ახლა გამოიცანით. აფეთქებისას ხიდან გამოვარდნილი ტყვია

ვის მოკლავდა?......






ტყუპების გულის შეტევა....


image


ტყუპები არტურ და ჯონ მორფორტები ცხოვრობდნენ ერმანეთისგან 120 კმ-ის

მოშორებით ინგლისში. 1975 წლის 22 მაისს ორივე გადაიყვანეს საავადმყოფოში,

მაგრამ არ იცოდნენ არცერთმა, რომ ერთდროულად დაეწყოთ ტკივილები გულმკერდის

არეში. საბოლოოდ ორივე გულის შეტევით გარდაიცვალნენ ერთი და იგივე დღეს.






წიგნში მოთხრობილი რეალობად იქცა....


image



ალენ პოეს წიგნის მოთხრობაში წერია გემის ჩაძირვის შესახებ, სადაც გადარჩენილი

ოთხი კაციდან, ერთ-ერთს ჰქვია რიჩარდ პარკერი, ამ მოთხრობის მიხედვით

გადარჩენილებიდან სამი გადაწყვეტენ რიჩარდ პარკერის შეჭმას.

რამოდენიმე წლის შემდეგ, 1884 წელს, ჩაიძირა მაინოტის გემი. ამ გემიდან ხუთი კაცი

გადარჩა, ამ ხუთიდან ერთ-ერთს რიჩარდ პარკერი ერქვა. ზუსტად როგორც,

მოთხრობაში იყო ნაწინასწარმეტველები დარჩენილმა ოთხმა გადაწყვიტეს

რიჩარდ პარკერის შეჭმა.






ქაოსური გვარი....


image


Mysteries of the Unexplained (ამოუხსნელი მოვლენების ) წიგნის თანახმად:

1920 წელს სამი ინგლისელი პერუში მიემგზავრებოდა მატარებლით.

მათ ერთმანეთი გაიცნეს და საოცარი დამთხვევის მომსწრენი გახდნენ,

ამ სამი ინგლისელიდან ერთის გვარი იყო ბინგემი, მეორეს პაუელი, ხოლო

მესამის ბინგემ-პაუელი.






იტალიის მეფის დუბლიორი....


image


იტალიის მეფე უმბერტო I სასადილოდ პატარა რესტორანში შესულა.

მან გაიცნო რესტორანის უფროსი და აღმოჩნდა, რომ ორივე ერთი და იგივე

დღეს, ერთსა და იმავე ქალაქში დაბადებულან, პლიუს ამას ორივეს ცოლს მარგარიტა

ერქვა. მხოლოდ ეს არ არის საკმარი, 1900 წელს რესტორანის მეპატრონე ქუჩაში

მოკლეს, დაახლოებით 3 საათის შემდეგ მეფეც ქუჩაში დახვრიტეს.






რომის სახელწოდება....


image


რომის დამფუძნებელს ჰქვია რომულუსი, პირველ იმპერატორს ავგუსტუსი, ხოლო

უკანასკნელ იმპერატორს რომოლუს ავგუსტუსი.






მკვლელების ქალაქი....


image


დაახლოებით 80 მილიონი ადამიანის სიკვდილის პასუხისმგებელი პირები:

ჰიტლერი, სტალინი და ფრანც იოზეფი ერთი და იგივე პერიოდში ცხოვრობდნენ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში.






როდესაც ვინმეს აფრთხილებ, ჯერ საკუთარ თავს გაუფრთხილდი.....


image


49 წლის, სამხრეთ აფრიკელი ასტრონომი, დანი დე ტიოტი მოსწავლეებს უყვებოდა

იმის შესახებ, რომ არავინ იცის რა დროს, რა მოელის.... გაკვეთილების შემდეგ

მან საღეჭი რეზინა ამოიღო ჯიბიდან და გადაყლაპა, რამოდენიმე წუთში

ასტრონომი გარდაიცვალა.






ნაპოლეონი და ჰიტლერი....


image


ჰიტლერი დაიბადა ნაპოლეონის დაბადებიდან 129 წლის შემდეგ, .

ნაპოლეონის გამეფებიდან 129 წლის შემდეგ ჰიტლერი გახდა ფაშისტების მეთაური.

ნაპოლეონა იომა რუსეთთან, ზუსტად 129 წლის შემდეგ ჰიტლერმაც ომი გამოუცხადა

რუსეთს და 129 წლის სხვაობით ორივე დამარცხდნენ რუსეთთან.






პირველი ავტოავარია...


image


1895 წელს ოჰაიოს შტატში იყო მხოლოდ ორი ავტომობილი....სანამ ერთმანეთს

დაეჯახებოდნენ.....






მარკ ტვენი და ჰალეის კომეტა......


image


მარკ ტვენი დაიბადა 1835 წელს, როდესაც პირველად დაინახეს ჰალეის კომეტა.

1909 წელს მარკ ტვენმა განაცხადა, რომ იგი მომავალ წელს ჰალეის კომეტას

ნახავდა. 1910 წელს მარკ ტვენი გარდაიცვალა, იმავე დღეს დაინახეს ჰალეის

ვარკსვლავიც...






ტყუპების საოცარი გადაწყვეტილებები და საოცარი დამთხვევები....


image


ტყუპები დაიბადნენ ოჰაიოს შტატში, დაბადებიდანვე ისინი გააცალკევეს.

ისინი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, ორივეს ჯეიმსი დაარქვეს.

ორივემ დაიწყეს მუშაობა პოლიციაში და ორივეს მეუღლეს ერქვა ლინდა.

ორივეს ეყოლა ბიჭი, ერთმა ალლენი დარქვა, ხოლო მეორემ ალენი.

რამოდენიმე წლის შემდეგ ორივე დაშორდნენ მეუღლეს და მეორედ დაქორწინდნენ.

ორივეს მეუღლეს ამჯერად ბეთი ერქვა.

და ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ორივეს ძაღლს ტოი ერქვა....






იღბლიანი ბავშვი თუ უცნაური ბედისწერა?....


image


1930-იან წლებში ჟოზეფ ფინგლოკის მკლავებში, ღია ფანჯრიდან გადმოვარდნილი

ბავშვი ჩაუვარდა. მომდევნო წელს იგივე ადგილზე, იგივე დროს ბავშვი კვლავ

გადმოვარდა და ისევ მის მკლავებში აღმოჩნდა. საბედნიეროდ არცერთ

შემთხვევაში არავინ დაშავებულა....







საშინელი დამთხვევა....


image


1975 წელს, ბერმუდაში ტაქსს გზაჯვარედინზე სკუტერი დაეჯახა. სკუტერის

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ ზუსტად იგივე ტაქსი,

იგივე მგზავრებით დაეჯახა ისევ სკუტერს, სკუტერის მძღოლი კვლავ გარდაიცვალა.

როგორც შემდეგში ცნობილი გახდა, სკუტერის მძღოლები ძმები ყოფილან.






ვიოლეტ ჟესოფის იღბლიანი ბედისწერა.....


image


ეს არის ერთადერთი ქალი რომელიც ლეგენდალური გემების მგზავრი იყო!

მან სამივე გემში დაჯახება განიცადა:

1. როდესაც იგი ოლიმპიურ გემში იჯდა, გემი დაეჯახა ჰაუკლის სახელწოდების

გემს.(ვიოლეტ ჟესოფი გადარჩა)

2.როდესაც ტიტანიკის გემი დაეჯახა აიბერგს.(ვიოლეტ ჟესოფი გადარჩა)

3.როდესაც ბრიტანიკის გემი დაეჯახა ნაღმს.(ვიოლეტ ჟესოფი გადარჩა)

როგორც ხედავთ მან სამივე ლეგენდალურ გემზე იმგზავრა და დაჯახებების

შედეგად ყველა ავარიას ცოცხლად გადაურჩა.





მოულოდნელი დამთხვევა....


image


პირველი მსოფლიო ომის დროს მოკლული ერცჰერცოგი, ფრანც ფერდინანდის

ავტომობილის ნომერი იყო AIII118. ზუსტად პირველი მსოფლიო ომიც

11.11.18 წელს დასრულდა.














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი





1
540
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
540
  
2015, 28 ივლისი, 18:46
ტყუპები :*
0 1 1