x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
შავი ქვრივი
შავი ქვრივი
შავი ქვრივი (Latrodectus mactans) ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ობობაა

დედამიწაზე მცხოვრები ფაუნის, ამ კლასის, წარმომადგენლებს შორის. გავრცელებულია ჩრდ. ამერიკაში, ავსტრალიაში, ოკეანეთის კუნძულებზე და მეტად უცნაური

ცხოვრების წესით გამოირჩევა. ეს ობობები “კანიბალები" არიან, რადგან ადრეული ასაკიდან (დაბადებიდან) ერთმანეთს ჭამენ და გარკვეულ სიტუაციაში, ადამიანის მოკვლაც შეუძლიათ.

ზრდასრულ შავ ქვრივს (ეს სახელი ორივე სქესის წარმომადგენლისთვის გამოიყენება). აქვს შავი შეფერილობა, წითელი ლაქებით, უფრო ხშირად ამ ლაქას ქვიშის საათის ფორმა აქვს. ამ ჯიშის მდედრობითი წარმომადგენლები, ზომით 2-ჯერ აღემატებიან მამრობით წარმომადგენლებს და მათი სიგრძე 38 მმ-მდე შეიძლება იყოს. წელიწადში ერთხელ, მდედრები სხვადასხვა ადგილზე კვერცხებს დებენ. ასეთი ადგილი 4-დან 10-მდე შეიძლება იყოს. თითოეულ “ბუდეში" (აბლაბუდის პარკში) 400-მდე კვერცხი არის მოთავსებული. პატარა ობობები 2-4 კვირის შემდეგ გამოდიან, რადგან ისინი ჭუპრში იმყოფებიან, საკვებად ერთმანეთს იყენებენ და გარეთ, 400-დან, მხოლოდ 30-მდე ობობა გამოდის.


სქესობრივად მომწიფებული 6-9 თვის ასაკში ხდება. ამის შემდეგ, მდედრი ობობების სიცოცხლის ხანგრძლივობა 3 წელია, ხოლო მამრების - სამი დღე, რადგან მდედრები მათ განაყოფიერების შემდეგ კლავენ და ჭამენ.

შავი ქვრივის ქსელი იმდენად მაგარია, რომ მასში შეიძლება თაგვიც გაიხლართოს. მაგრამ, მათი ნადირობის ობიექტი სხვა ობობები და მწერები არიან.

შავი ქვრივის შხამი 15-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ჩხრიალა გველის შხამი. ობობის მიერ დაკბენილი ადამიანი, თუ სიკვდილს გადაურჩა (ჯანმრთელი ადამიანისთვის შხამს მომაკვდინებელი ეფექტი არა აქვს), მომავალში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეიძლება შეექმნას. ობობის კბენიდან ერთ საათში, მისი შხამი ლიმფურ სისტემაში ვრცელდება და სისხლის მოწამვლას იწვევს. რთულდება სუნთქვა, კუნთები იკუმშება და შეშდება. შესაძლებელია ღებინება და ძლიერი ოფლიანობა.

შხამსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოგონებამდე, ობობით დაკბენილი ადამიანების 5%-ი იღუპებოდა. რისკის ჯგუფში შედიან: მოხუცები, ბავშვები და დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ობობები, პირველები არ ესხმიან თავს ადამიანებს. ისინი მხოლოდ თავდაცვის მიზნით იკბინებიან, შემთხვევითი კონტაქტის დროს.


0
863
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0