x
ღიმილის ჯადოსნური ძალა
image ჩემი ღიმილი ყოველთვის ჩემი საუკეთესო სავიზიტო ბარათია. თუ ჩაატარებთ პატარა ექსპერიმენტს და ღიმილს გახდით თქვენი ცხოვრების წესად, მალევე დარწმუნდებით რომ სამყაროც გიღიმით თქვენ.ხშირად მომღიმარი ადამიანი ვინმემ შეიძლება გიჟადაც ჩათვალოს, მაგრამ ეს ასე არ არის სიგიჟე, ეს პოზიტივის და დადებითი ენერგიის უანგაროდ გაცემაა. ჩამოვთვალოთ რამდენი რამ შეუძლია შენს ღიმილს:

1.იღიმი-ღიმილი გიბრუნდება უკან.

2.ღიმილი-ამცირებს ორგანიზმში სტრესის დონეს.

3.იღიმი-ადამიანები გრძნობენ შენგან ყურადღებას და ცდილობენ თავადაც დადებითად გიპასუხონ.


4.იღიმი-ამ დროს არტერიული წნევა რეგულირდება.

5.იღიმი-ცხოვრება ხდება უფრო ბედნიერი.

თუ დილას დაიწყებ ღიმილით, შენ უნებურად მოიზიდავ პოზიტივს შენსკენ. ბევრი დამეთანხმება, რომ ცხოვრებისეული სირთულეებიდან გამომდინარე, ხშირად ძალიან ძნელია გაიღიმო, მაგრამ სწორედ მაგაშია ხელოვნება არ გეღიმებოდეს და მაინც იღიმოდე. სულ მალე კი დარწმუნდები, როგორ შეიცვლება ყველაფერი შენს გარშემო უკეთესობისაკენ და შენი ღიმილიც აღარ იქნება ხელოვნური.

ამ ქვეყნად ერთხელ ვიბადდებით და ვიმსახურებთ ვიყოთ ბედნიერები, ამის მიღწევა კი სულ მარტივად, ღიმილით შეგვიძლია. დაე გაიღიმეთ ადამიანებო, გაუღიმეთ იმ პრობლემას, რაც ახლა სულს გიფორიაქებთ. ის ვერ აიტანს თქვენ ღიმილიან სახეს დიდხანს და აუცილებლად გაგეცლებათ.

ახლა როცა ვწერ ვიღიმი, გიღიმით თქვენ ყველას და მინდა გთხოვოთ თქვენც გამიღიმოთ მე...

თუ დაეუფლებით ღიმილის ხელოვნებას, მალე შეამჩნევთ რომ ეს არის ერთგვარი სოციალური წებო, რომელიც არღვევს მანკიერ წრეებს და მხოლოდ პოზიტივს გაწებებთ თქვენ.

0
111
1-ს მოსწონს
ავტორი:გრინჩი777
გრინჩი777
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0