x
image
მოზამბიკელი
ვინ არის ექსპერტი ?

image

ადამიანი, რომელიც საუბრობს ყველაზე და ყველაფერზე,
აკეთებს პროგნოზებს, ყოველთვის გააჩნია თავისი მოსაზრება, დებს დასკვნებს... დღეს, ყველა ექსპერტია ვისაც არ ეზარება, (აქვე
დავძენ, რომ კრიმინალურ ექსპერტებს არ ვგულისხმობ) ერთი შეხედვით მარტივი პროფესია ჩანს, მაგრამ როგორ
გინდა ყოველთვის კომპეტენტური იყო და სიღრმისეული დასკვნები აკეთო ყველაფერზე, იქნება
ეს პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა თუ სხვა...
მიუხედავად, იმისა რთულია თუ არა ექსპერტობა, საქართველოში ამ ამ პროფესიის ადამიანები თავზე საყრელად გვყავს.
კაცმა არ იცის საიდან ჩდებიან, რა ნიშნითა და დამსახურებებით ჰქვიათ ექსპერტები და
რატომ ეკითხება ჭკუას საზოგადოება. ისინი ყოველთვის იმსახურებენ მედიის ყურადღებას, მათ გარეშე არც ერთი პოლიტიკური სიუჟეტი არ გავა, ჩემი აზრით ისინი მხოლოდ სიუჟეტს ამრავალფეროვნებენ, თორემ მათმა მოსაზრებებმა არამგონია, რომელიმე პოლიტიკური თუ სხვა სახის პრობლემა გადაჭრას... დავინტერსედი რა ექსპერტის პროფესიით, დავიწყე ინფორმაციის მოძიება და პირველი რაც შევიტყვე, ისაა, რომ არსებობს დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბი, რომელშიც საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ექსპერტები თუ არაექსპერტები ერთიანდებიან:
მამუკა არეშიძე, რამაზ საყვარელიძე, ზურაბ აბაშიძე, არჩილ გეგეშიძე, ზაქარია ქუცნაშვილი, ირაკლი სესიაშვილი და სხვანი... აღნიშნული
კლუბი 2008 წლის 15 ოქტომბერს ჩამოყალიბდა, „კლუბის მიზანია უფრო აქტიურად ჩაერთოს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შეფასებათა პროცესში, გახადოს ეს პროცესი საჯარო და მასში თანამონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს დაინტერესებულ საზოგადოებას, შეეცადოს არსებული ინტელექტუალური
პოტენციალის (მათ შორის საერთაშორისო პოტენციალის) კონცენტრაციას შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის ძიებისათვის. აგრეთვე, დიალოგის ინიცირებას სამთავრობო და საერთაშორისო სტრუქტურებთან ქვეყნის წინაშე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრის ხელშესაწყობად. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა, ქვეყანაში შექმნილმა მძიმე რეალობამ და ახალმა გამოწვევებმა დაგვარწმუნა ისეთი პროფესიული კლუბის დაფუძნების მიზანშეწონილობაში, რომელიც გააერთიანებს პოლიტიკის,
ეკონომიკის, სოციალური სფეროს, უსაფრთხოების, სამხედრო საქმის, კონფლიქტოლოგიის და ქვეყნისთვის სხვა აქტუალური საკითხების ანალიზში აქტიურად ჩართული დამოუკიდებელი ექსპერტების
ძალისხმევას. კლუბის საქმიანობა დაეყრდნობა პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გამჭვირვალობისა და პლურალიზმის პრინციპებს.“
ამჟამად თუ ისევ ასე ფიქრობს ამ კლუბის ზოგიერთი წარმომადგენელი საკითხავია, მაგალითად ზაქარია ქუცნაშვილი, ან ირაკლი სესიაშვილი? აღნიშნული კლუბი წინა ხელისუფლების დროს ჩამოყალიბდა, მოგეხსენებათ მაშინ ეს ადამიანები მაშინდელი ხელისუფლების ოპოზიციაში იყვნენ.
როგორც რიგითი მოქალაქე, დიდად არ ვინტერესდები, ექსპერტების
მოსაზრებით, იმიტომ რომ ვიცი, მათი მოსაზრებები, ვერც სოციალურ პრობლემებს მოგვიგვარებს, ვერც ქვეყნის დეოკუპაციას მოახდენს, ვერც „ნატოში“ შეგვიყვანს და ვერც „ევროკავშირში“გაგვაწევრიანებს. ცხადია, ეს ჩემი სუბიქტური აზრია.

0
67
3-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
67
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0