x
image
კლეოპატრა
მწარე რეალობები ქუთაისზე

imageსაქართველოს მეორე დედაქალაქი, სავარდო და სამაისოდ წოდებული, ცისფერყანწელების სავანე და უბრალოდ მამაქალაქად მონათლული.დიახ, ეს ქუთასის იმ მცირე რეგალიების ჩამონათვალია, რომლებიც ჟამთა სვლამ ამ ქალაქს არგუნა წილად, თუმცა დრომ თავისი მოჭამა და დღეს ამ ქალაქისგან მხოლოდ საპარლამენტო წოდება თუ შემორჩა.
ჯერ კიდევ წლების წინ, როცა ქუთაისში პარლამენტის გადატანა იგეგმებოდა, ქუთაისელები წინასწარ, ლამის საგანგებო სუფრებით აღნიშნავდნენ მომავალ საქალაქო წარმატებას: და კარგული სტატუსის დაბრუნებას თუ ძველი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს.და, აჰა, ოცნება ახდა, ქუთაისელებს აქვთ პარლამენტი დიდი აუზით, რომელსაც სეზონურად სხვადასხვა ფუნქციებით ტვირთავენ.ცივ ამინდებში სრულიად უსარგებლოა და არც დიდი გრანდიოზულობით გამოირჩევა, მაგრამ ზაფხულზე მშვენიერი ადგილია გაგრილების ან თუნდაც ნამზეურის მისაღებად.
მოკლედ, თუ ქუთაისში აპირებთ დასვენებას რისკები კარგად გაზომეთ.შეიძლება ეს თქვენი ცხოვრების ყველაზე მოსაწყენ დასვენებათა რიცხვში შევიდეს.ნურც იმის ილუზია გექნებათ ქალაქი, სადაც საპარლამენტო ცხოვრება მიედინება და პრეტენზია აქვს მეორე დედაქალაქობაზე, სულ მცირე კინოში მაინც წავალ ან კლუბებში შევიხედავო.დამერწმუნე, მწარედ ცდები და რიგიანად ვერც ერთს გააკეთებ და ვერც მეორეს.პირველი იმიტომ, რომ წლების წინ დაგეგმილი კინოთეატრი ჯერ კიდევ აშენების პროცესშია, მაშინ როცა მაღალჩინოსნები თავიანთ აგარეკების მშენებლობას თვეებში ასრულებენ.არც კლუბური გართობის ილუზია შეიქმნა ამ ქალაქში.ერთ-ორ ღამისკლუბში, რომელიც ქუთაისის სახელზე იწერება დიჯეი იშვიათად უკრავს, მოკლედ რომ ვთქვათ, წმინდაწყლის კაფებარია ცოცხალი მუსიკით.
იქნებ, თეატრში გინდა წახვიდე?! აქ უფრო გაგიმართლა, თუმცა არ ვიცით რამდენად…ქუთაისს ნამდვილად აქვს თეატრი, თავისი შესანიშნავი დასით, თუმცა ხშირი პრემიერებით ვერ გიმასპინძლებენ.ჰოდა, სწორედ ეს ვიგულისხმე, თუ ბედი შენს მხარესაა და შენს ქუთაისურ ვოიაჯს სპექტაკლი დაემთხვა ჭიქა თამამად ასწიე და ან უფალს შესწირე მადლობა ან შენს პირად ჰოროსკოპს უმადლოდე გამართლებას.
აი, თუ რესტორნებისა და დილამდე ქეიფის მოყვარული ხარ მაშინ თამამად შეგიძლია გასწიო ქუთაისისკენ…უკან კი რამდენიმე კილოგრამით მომატებული ჩამოხვალ და რამდენიმე ქუთაისურ ანეკდოტსაც თან გამოიყოლებ.მე რომ მკითხოთ ქუთაისს საპარლამონტო დედაქალაქობაზე მეტად, რესტორნული დედაქალაქის წოდება უფრო მოუხდებოდა. აქ ხომ მუდამ ქეიფი, დროსტარება, სართულებიანი სუფრები და „ტრულაილაა“ მოდაში…
რესტორნებისა და კაფე-ბარების ხსენებაში არ შეიძლება ქუთაისური ელიტის თავშეკრების ადგილები არ ვახსენოთ.ახლახანს ქუთაისლების არეალში რესტორანი „პალატი“ გამოჩნდა და მალევე დაიკავა მოწინავე პოზიციები.ეს ერთადერთი ადგილია, სადაც სპეციალურად თბილისიდან ჩასული შემსრულებლები ქუთაისელებს ერთფეროვანებას უფერადებენ და ღამის ცხოვრებასაც ნელ-ნელა აჩვევენ.ახლა თქვენ ის იკითხეთ იქ რა ხდება, ტევა არ არის „პალატის“ რიგებში.რას ვიზამთ სიახლეები იზიდავთ ქუთაისლებს, თან ახალი ხილის დაგემოვნების პროცესი გაცილებით სასიამოვნოა, ეს ხომ ქუთაისისთვის ლამის ევას ვაშლის მსგავსია…მაგრამ, ასეთ ადგილებში მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებ წასვლას თუ საკუთარი ავტომანქანა გყავს, სხვა შემთხვევაში გამორიცხულია…რატომ? მარტივი მიზეზის გამო, ქუთაისს 10 საათის შემდეგ სძინავს.ტრანსპორტი არ მოძრაობს და მეტრო ჯერ არ გაუყვანიათ.მიზეზიც მარტივია : რად უნდა მეტრონახევრიან ქალაქს მეტრო?
რაც შეეხება სტუდენტურ ცხოვრებას აქ ყველაფერი აკადემიურად მიედინება.ერთი პლუსი აქვს გასართობი ადგილების ნაკლებობას- უნივერსიტეტიდან პირდაპირ სახლისაკენ სახლისაკენ ჰერი-ჰერი.არც იმაზე გაქვს საფიქრი დღეს რომელ კინოთეატრში წახვიდე, რა სპექტაკლი ნახო და არც იმაზე ფიქრით იკლავ თავს დღეს სად გაერთო.ცხოვრობ კონსპექტებით, მოსაწყენი ლექციებით და არ გაქვს შესაძლებლობა საინტერესოდ დაგეგმო დღე საყვარელ ადამიანთან ერთად.
ერთადერთი, რაც ქუთაისს ნამდვილად არ აკლია ეს იუმორია.ენამოსწრებული იმერლები შანსს არ გიტოვებენ მოიწყინო.აქ თითქოს ყველა და ყველაფერი იუმორნარევია.რეალურად კი თანდათან ყველაფერი სატირას ემსგავსება…უძრაობა, რომელიც ქალაქში დასადგურდა თანდათან აცლის იმედის სხივს ოდესღაც უდარდელ ქუთაისლებს.ფაქტია, რომ მხოლოდ იუმორი არ გადაგვარჩენს და სხვა კატალიზატორებიც გვჭირდება.და რა იქნება მომავალში?! როდის დავძლევთ სრულ უძრაობას, როდის გაიღვიძებს ქუთაისი?

1
588
3-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:კლეოპატრა
კლეოპატრა
588
  
2015, 11 ივლისი, 13:40
ვინც ამას ეთანხმება ქუთაისში ჩამოსული არ დავინახო !
0 1 1