x
პატიოსანი ცხოვრება ყველა ცხოვრებაზე სწორი გზაა

ოდესმე, ჩიტისათვის ბუდე აგიშენებია ან დაგიპურებია?
ან, ხე თუ დაგირგავს ოდესმე?
მშიერი დაგიპურებია?
სიკეთე თუ გაგიკეთებიაimageimage
დაუმადლებლად?
მშობლებს რითი სცემ პატივს?
სხვისი შვილის ტკივილი თუ გაგითავისებია?
უფლის, წმინდა დედის და სამშობლოსათვის გასახარი საქმე თუ გაგიკეთებია?
ჩვენ ვითხოვთ მაგრამ ზოგჯერ არ გვეძლევა, ან გვეძლევა ძლიერ გვიან და ცოტა ხომ?? ან საერთოდ არა... პატიოსანი ცხოვრება ყველა ცხოვრებაზე სწორი გზაა და ადრე თუ გვიან შენი საქმენი, აუცილებლად გამოიღებს შედეგს თუ ის უანგაროდ და ნამდვილი სიკეთით ჩაიდინე, მაგრამ აუცილებლად დაგიბრუნდება ისიც რაც გააფუჭე და გაანადგურე...

***
მინდა ერთი ამბავი მოგიყვეთ, ამ 4 წლის წინ ერთ ადამიანს დავემგზავრე, შუა ხნის კაცი იყო... გზად ბევრ რამეზე ვსაუბრობდით...

მოყვა ერთი ამბავს, რომელსაც მოკლედ მოგახსენებთ...

-გიორგი, ჩემს ახალგაზრდობაში იყო ერთი ბიჭი, იმის მაგიერ რომ ჩვენსავით ეთამაშა უბანში, ის დადიოდა და ეძებდა მერცხლის ბუდეებს, შემდეგ დაიჭერდა მერცხლის შვილებს და ენას “გაზით'' აძრობდა... გავიდა ხანი, გავიზარდეთ, შევქმენით ოჯახები, რა თქმა უნდა მანაც მოიყვანა ცოლი და...იცი რა მოხდა?? -რა მოხდა ბ-ნო...ვკითხე მე.. რა და ამ ბიჭს სამი შვილი ეყოლა და სამივე მუნჯია!..

0
37
3-ს მოსწონს
ავტორი:დარეჯან დეკანოიძე
დარეჯან დეკანოიძე
37
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0