x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
"შეყვარებული არ ვარ", "ველოდები დიდ თავგადასავალს"-ექსკლუზიური ინტერვიუ ლიზა ყენიასთან
image
ქართულ შოუბიზნესში თავსი თაობის წარმომადგენლებს შორის ყველაზე პოპულარული მომღერალია. ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, მაგრამ არაერთ მუსიკალურ პროექტში მიიღო მონაწილეობა. ნიჭიერი შემსრულებელი საზოგადოებამ მალევე შეიყვარა. ლიზა ყენია დღეს ჩვენი სტუმარია.

რამდენიმე მუსიკალურ პროექტში მიიღე მონაწილეობა, რომელს გამოარჩევდი?

ბევრ მუსიკალურ პროექტში მივიღე მონაწილეობა, რითაც ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, როგორც დადებითი ასევე უარყოფითი მხრივ. რთულია ერთი პროექტის გამორჩევა, რადგან ყველას თავისი პლუსები ჰქონდა. განსაკუთრებით ალბათ, მაინც საბავშვო ევროვიზიას და "ერთი-ერთში"-ს გამოვარჩევდი.



ჯერ სკოლის მოსწავლე ხარ, მოახლოებული გამოცდები ხომ არ გაშინებს?

კი, მოსწავლე ვარ და სხვათაშორის, ძალიან კარგი მოსწავლეც. გამოცდების ცოტათი მეშინია, რადგან ტექნიკურ საგნებში, ფიზიკასა და მათემატიკაში, ცოტა სუსტი ვარ. მხოლოდ ეს მაშინებს, სხვა თვალსაზრისით კი ნამდვილად არ მეშინია.


რომელი საგანი გიყვარს?

ყველაზე ძალიან ქართული ლიტერატურა და გრამატიკა მიყვარს.


თვლი რომ, "ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი" ხარ?

ეს მემგონი ყველაზე ხშირი წინადადებაა, მაგრამ ჩემს შემთხვევაში არა. თუ ჩემს საყვარელ საქმეს და პროფესიას ეხება არ ვარ ზარმაცი, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ რამე არ მაინტერესებს ყველაზე ზარმაცი ვხდები. მაგალითად მათემატიკა.


გაიხსენე შენი პირველი ჰონორარი

ჩემი პირველი ჰონორარი ძალიან სასაცილოდ მახსენდება. რუსთაველის თეატრში ვიმღერე, ალბათ სამი წლისაც არ ვიქნებოდი. ჩემს უფროს ძმას ძალიან ბევრი საჩუქარი ვუყიდე.


პირველი მოგზაურობა...

ჩემი პირველი მოგზაურობა 3 წლის ასაკში, ბარსელონაში იყო, რაც ბუნდოვნად მახსოვს. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ განსაკუთრებით 2014 წლის მოგზაურობას ვიხსენებ ბარსელონაში, ჩემს საყვარელ მეგობრებთან ერთად.


ვინ არის შენი საუკეთესო მეგობარი?

ელენე ჯანიაშვილი და ნიკა მელაძე


პირად ცხოვრებაში რა ხდება, შეყვარებული ხომ არ ხარ?

შეყვარებული არ ვარ და შესაბამისად ჩემს პირად ცხოვრებასიც არფერი ხდება.


შენს შესახებ ჭორები გაღიზიანებს?

ჭორები ღრმა ბავშვობაში მაღიზიანებდა, ახლა არანაირად. იმდენად გამოვიმუშავე იმუნიტეტი, რომ რეაქცია ნული მაქვს.


ამ ზაფხულს რას გეგმავ, სად აპირებ დასვენებას?

აფხული ჩემთვის თავგადასავლების პერიოდია. შესაბამისად, ყოველთვის სპონტანურობას ვამჯობინებ. ასე რომ, ჯერჯერობით არ ვიცი, ველოდები დიდ თავგადასავალს, როგორც შარშან.

imageimageimageimageimage





0
1022
5-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1022
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0