x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
,,მინდა აბიტურიენტები გავაფრთხილო, ნუ გარისკავენ''- მაია მიმინოშვილი

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დაიწყო. ეს დღეები ერთნაირად აღელვებთ როგორც აბიტურიენტებს, ასევე მათ მშობლებსა და გულშემატკივრებს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი იმ მიზეზების შესახებ საუბრობს, რის გამოც გამოცდების პირველ დღეს აბიტურიენტები საგამოცდო პროცესიდან მოიხსნენ.


image


ორ ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი სესია დასრულდა. მიმინოშვილის თქმით, გამოცდებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. გამოცდიდან სხვადასხვა მიზეზის გამო სულ ხუთი აბიტურიენტი მოიხსნა: დაგვიანება, არაფხიზელ მდგომარეობაში გამოცხადება და ფოტოაპარატიანი საათი, რომლითაც აბიტურიენტმა ბუკლეტს და საგამოცდო პასუხს სურათი გადაუღო. ეს დააფიქსირა მეთვალყურემ. აბიტურიენტმა კი აღიარა, რომ ეს ჩაიდინა. მის მიმართ შესაბამისი ოქმი გაფორმდა და წესების მიხედვით, რაც საგამოცდო სივრცეში ნებისმიერი ელექტრონული მოწყობილობის შეტანის აკრძალვას ითვალისწინებს, აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.
“შარშანდელს თუ შევადარებთ, მთელი პროცესის განმავლობაში, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ძალიან მინდა, აბიტურიენტები გავაფრთხილო - ნუ გარისკავენ და ნუ გააკეთებენ ასეთ რაღაცას, რადგან მსგავსი ქმედება შესაბამისი ფორმით ისჯება“, - განაცხადა მიმინოშვილმა.

0
388
8-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
388
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0