x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ამ გოგოს თამამმა ფოტოებმა, მთელი "ინტერნეტსივრცის" კრიტიკა გამოიწვია
ჩვენი პლანეტის უმეტესი მაცხოვრებელი დაკომპლექსებულია საკუთარი, ჭარბი წონის გამო და ეს თემა დღესდღეობით ძალიან აქტუალურია. უმეტესი მათგანის ეს ზედმეტი კილოგრამები კი გამოწვეულია არასწორი კვებითა და ფიზიკური დაუტვირთაობით. ბევრს არ მიაჩნია ეს პრობლემად, უმეტესი კი გრძნობს, რომ ძალიან შორსაა პრიალა იდეალებისგან. ადრე თუ მხოლოდ ფუმფულა ქალბატონები იყო მოდაში, დღეს ისტორია რადიკალურად შეიცვალა, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველა იმსახუხრებს თავის წილ ბედნიერებას. ამის დასტური კი ბლოგერი, 22 წლის Lowe Lane-ია, რომელიც მოუწოდებს ჭარბ წონიან ადამიანებს, იყვნენ თვითდაჯერებულნი და იგრძნონ თავი კომფორტულად იმ სხეულით, რაც გააჩნიათ, ხოლო მათ განმკითხავებს კი- არ აქვთ უფლება ადამიანი შეაფასონ მხოლოდ გარეგნული ფორმებით და ამის გამო მიაყენონ უამრავი შეურაცხყოფა.


სწორედ ეს გახლავთ 22 წლის ბლოგერი Instagram-ზე - Lowe Lane-ი, რომელიც მოხიბლულია საკუთარი სხეულით და 90 000 გამომწერიც ყავს.


image


ლოუის თამამი ფოტოები ბიკინში კი მუდამ განკითხვის თემა ხდება საზოგადოების მხრიდან. მიუხედავად იმ უარყოფითი კომენტარებისა, რომლებსაც დღის მანძილზე მრავლად აწყდება, მაინც თავდაჯერებულია და არ ეწინააღმდეგება საკუთარ პოზიციას. მიაჩნია, რომ შეუძლია გააკეთოს ის ყველაფერი, რაც თავად უყვარს.



imageimageimageimageimage


ლოუი თავის გამომწერებიდან ჭარბ წონიანებს მოუწოდებს- შეიქმენით სრულიად პოზიტიური დამოკიდებულება სხეულის მიმართ და რამოდენიმე ადამიანის მკაცრი კრიტიკა არ ნიშნავს იმას, რომ უმრავლესობა ასე ფიქრობს, ყველას ხომ თავისი შეხედულება აქვს. არავის აქვს უფლება განსაზღვროს თუ რა ჩავიცვათ ჩვენ და ყოველთვის მხოლოდ საკუთარი გემოვნებით ვიხელმძღვანელოთ. ყველაზე დიდი უსამართლობა კი ისაა, რომ უმეტესი ზედმეტწონიანი იტანჯება არა კილოგრამების, არამედ უამრავი კრიტიკის გამო- ამბობს ბლოგერი.

imageimageimageimage


საზოგადოების უმეტესობამ იგი სიმსუქნის პროპაგანდაში დაადანაშაულა, თუმცა თავად ლოუი ამ ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ არასოდეს არავისთვის მოუწოდებია მიერთვა ჰამბურგერი ან რომელიმე ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტი. ამიტომ ყოველ დღე უწევს შეეგუოს იმ ფაქტს, რომ არ გამოილევა ადამიანები, რომლებიც მას შეურაცხყოფას მიაყენებენ და ცილს დასწამებენ.


ნუ მიაქცევთ ყურადღებას თქვენს ფოტოზე მიწერილ მკაცრ კრიტიკას, გიყვარდეთ თავი ისეთი, როგორიც ხართ და ისიამოვნეთ ცხოვრებით, ნუ მისცემთ უფლებას დაგიმონოთ კომპლექსებმა, კრიტიკოსები ხომ მხოლოდ ისინი არიან, ვისაც თავად უამრავი პრობლემა და კომპლექსი აწუხებთ- მოგვიწოდებს 22 წლის Instagram-ის ბლოგერი Lowe Lane-ი.


imageimageimageimage

7
1802
16-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1802
  
2015, 19 ივლისი, 11:18
ვახ შენ შემოგევლე რა ფორმებიაააააა
2015, 3 ივლისი, 14:33
ლამაზი სახე აქვს
2015, 3 ივლისი, 13:45
მშვენიერი ფუმფულაა
2015, 3 ივლისი, 12:39
არაფრის :)))
2015, 3 ივლისი, 12:32
მადლობა გოჩა.
2015, 3 ივლისი, 12:30
სიმსუქნე დანაშაული არაა მაგრამ შესაფერისად რმ აცვია ერთ ორ ფოტოში ის უკეთესია ვიდრე მოკლე შორტებში ან ბიკინებში
2015, 3 ივლისი, 12:23
გავაზიარე
0 1 7