x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134053
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
საბერძნეთში მომუშავე ქართველები და კრიზისი საბერძნეთში

image






უცხოეთში წასული თუ გადახვეწილი ქართველები ჩვენს სამშობლოს მრავლად ყავს. ზოგიერთი მათგანი წლების მანძილზე ჩამოსვლასაც კი ვერ ახერხებს, ტოვებენ შვილებს, ოჯახს, იმ იმედით რომ თანხას გამოაგზავნიან და შვილებს მატერიალურ სიდუხჭირეს ააცილებენ. მრავალი წელია რაც საშოვარზე წასული ქართველები უცხოეთში მკვიდრდებოდნენ და კვლავაც იმკვიდრებენ თავს. ზოგიერთ მათგანს სამშობლოში დაბრუნება ოცნებადაც კი ექცა, თუმცა მიუღწეველი და დამსხვრეული ოცნება რა მოსატანია, როცა სამშობლოდან წასვლა შიმშილთან ბრძოლამ აიძულათ. სტატისტიკურად ყველაზე მეტი ქართველი საბერძნეთში, იტალიასა და თურქეთშია სამუშაოდ წასული. ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები კი, საბერძნეთის კრიზისულ მდგომარეობას რომ უკავშირდება, საქართველოსაც მტკივნეულად შეეხო. საბერძნეთში მომუშავე ქართველები ოჯახებს თანხებს ვეღარ უგზავნიან, ელოდებიან მდგომარეობის გამოსწორებას და ცხოვრობენ მოლოდინის რეჟიმში. და მაინც წასვლა სჯობს თუ დარჩენა? საბერძნეთის კრიზისი რამდენიმე დღიანია, საქართველოს კი არაფერი ეშველა. ეშველება კი?imageimage

0
112
4-ს მოსწონს
ავტორი:ნანა კუკულავა
ნანა კუკულავა
112
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0