x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
5 ბრძნული იგავი მთავარზე

სიყვარულზე


- რა განსხვავებაა “მოწონებასა" და “სიყვარულს" შორის?

- როდესაც ყვავილი მოგწონთ, თქვენ მას წყვეტთ. მაგრამ, თუ ყვავილი გიყვართ, ყოველდღე რწყავთ და უვლით მას.


სიყვარულზე



მეგობრობაზე


ბრძენ კაცს ჰკითხეს, თუ რამდენნაირი მეგობრები არსებობენ?

- ოთხი - უპასუხა მან.

1. არიან საჭმლისმაგვარი მეგობრები - შენ ყოველდღე გესაჭიროებიან ისინი.

2. არიან წამლისმაგვარი მეგობრები - მათ ეძებ, როდესაც ცუდად ხარ.

3. არიან ავადმყოფობის მაგვარი მეგობრები - ისინი თავად გეძებენ თქვენ.

4. და არიან ჰაერივით მეგობრები - ისინი არ ჩანან, მაგრამ ყოველთვის თქვენთან არიან.


მეგობრობაზე



სიტყვის ძალაზე



საუბრობს ორი ნაცნობი:

- ჩემი ცოლი ისეთი მოუწესრიგებელი და დაუდევარია. მე მას, ამის შესახებ, ყოველ დღე ვეუბნები. რაც დრო გადის, სულ უდრო და უფრო უარესი ხდება.

რაზედაც მეორემ უპასუხა:

- ჩემი ცოლო ისეთი ჭკვიანი და შესანიშნავი დიასახლისია! წლიდან წლამდე, ის უფრო

უკეთესი და უკეთესი ხდება! მეც მას ყოველთვის ვეუბნები ამის შესახებ.


სიტყვის ძალაზე



სულის შიგთავსზე


ერთხელ, რამოდენიმე ადამიანი ხმამაღლა ჭორაობდა ერთ ბრძენზე, რომელმაც იმ დროს, მათ კვარტალში გაიარა და საუბარი მოისმინა.

მივიდა ბრძენი მოსაუბრეებთან, ღიმილით მიესალმა და კარგად ყოფნა უსურვა.

- შენ უღიმი და ყოველივე კარგს უსურვრბ, ნუთუ შენ მათ მიმართ ბრაზს არ განიცდი?-

ჰკიოთხა მას ამ ამბის მოწმემ.

რაზეც ბრძენმა უპასუხა:

- როდესაც ბაზარში მივდივარ, მე შემიძლია ის დავხარჯო, რაც საფულეში მიდევს.

ასეთივეა ადამიანებთან ურთიერთობაშიც - მე შემიძლია დავხარჯო მხოლოდ ის,

რითაც სავსეა ჩემი სული.


სულზე



ცვლილებებზე


ერთი ოჯახური წყვილი ახალ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. დილით, ახლად

გაღვიძებულმა, ცოლმა ფანჯარაში გაიხედა და დაინახა მეზობელი, რომელიც თეთრეულს ფენდა.

- შეხედე, რა ჭუჭყიანი თეთრეული აქვს - უთხრა მან ქმარს.

მაგრამ, ის გაზეთს კითხულობდა და ცოლის სიტყვებს ყურადღება არ მიაქცია.

- ალბათ, მას ცუდი სარეცხის საშუალება აქვს, ან საერთოდ რეცხვა არ იცის.

ერთი, უნდა მივიდა და სარეცხის რეცხვა ვასწავლო.

და ასე ხდებოდა ყოველთვის, როდესაც მეზობელი სარეცხს ფენდა.

ერთ მშვენიერ დილას, ქალმა გაიხედა ფანჯრიდნ და დაიძახა:

- ო...! დღეს სარეცხი სუფთაა! ალბათ მან გარეცხვა ისწავლა!

- არა, - უთხრა ქმარმა - უბრალოდ დღეს ადრე ავდექი და ფანჯარა გავწმინდე.

ცვლილება თუ გინდა, საკუთარი თავის შეცვლით დაიწყე.

გარდაქმნაზე

0
571
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
571
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0