x
პროპაგანდა, რომელიც ცუდად მოგვიბრუნდება
ამ წერილით მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი, იმ აგიტაცია პროპაგანდის მიერ, რომელსაც ახორციელებენ საქართველოში, მხოლოდ იმ მიზნით რომ ქვეყანაში ანტიდასავლური პოზიცია განამტკიცონ და რუსეთის წისქვილზე დაასხან წყალი. ამ პროპაგანდას ეწევა სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები და თქვენ წარმოიდგინეთ სასულიერო პირებიც.

რაში მდგომარეობს საქმის არსი?

ეს ადამიანები თუ ორგანიზაციები საზოგაოდებას ჰომოსექსუალიზმით და ათასგავარი უბედურებით აშინებენ, რომ თითქოსდა აშშ ამკვიდრებს ამ სენს რათა მოისპოს კაცობრიობა. მართალი გითხრათ დასავლურ ქვეყნებში ეს მართლაც რომ პრობლემაა და სექსუალური უმცირესობების უფლებებმა ლამი ტრადიციულისას გადაუსწრო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებმა ავადმყოფობის სიიდანაც ამოიღეს, რასაც მეც არ ვეთანხმები, მაგრამ ამ მოტივით სხვა დასავლურ ფასეულობებზე უარის თქმა ნამდვილად არ მინდა.

რუსეთუმე მონობაში გადიდკაცებული ადამიანები ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს მოიაზრებენ როგორც მართლმადიდებლობის ბურჯს და რატომღაც ავიწყდებათ რომ მათმა წმინდა სინოდმა აშკარად თავხედურედ მიითვისა ჩვენი ტაძრები აფხაზეთშიასე გამოიყურებოდა ილორის ტაძარი აფხაზეთის ოკუპაციამდეეს არის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე, რომელიც საბჭოთა პერიოდშიაც მომქმედი გახლდათ. ეს არის ქართული, ჩვეულებრივი ბაზილიკა.


ილორი დღესდღეს კი ილორი ჩვეულებრივი, რუსული სტილის გუმბათოვანი ტაძარია და იქ ქართული კვალი საბოლოოდ წაშლილია

საპატრიარქო ამ ფაქტს იცნობს, იცის რაც მოხდა ილორში და მხოლოდ აღშფოთებულია "კეთილმოსურნე" რუსეთის საპატრიარქოს ქმედებით, ანუ რაცფ ზოგადად ქართველებს (საერო პირებს) გვჩვევია, იმდაგვარად იქცევა დედა ეკლესია.

სამაგიეროდ, აშშ ამკვიდრებს საქართველოში ყოველგვარ უმსგავსოებას და უნდა მოვერიდოთ მასთან ურთიერთობას.

დიახ ბატონებო, ჩვენ ქართველები, ყველაზე გამორჩეულ ერად რომ მოგვაქვს თავი, ვითვისებთამერიკაში ფეხმოკიდებულ უმსგავსოებას, მაგრამ იქ სხვა ღირებულებებიცაა, ჩვენთვის სასარგებლო და ის აუცილებლად უნდა მოვარგოთ ჩვენს სინამდვილეს.

სინამდვილეში რას ვაკეთებთ? მოგვაქვს ის ცუდი ზნე, გარყვნილება და ვცდილობთ მხოლოდ ამ საქმეში დავეწიოთ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს, არ გვაწუხებს ტაძრების გარდაქმნა რუსულ ყაიდაზე, აგვისტოს ომიც ჩვენი დაწყებულია თითქოს. ფეხზე ვუდგებით რუსის ჯარისკაცს, რომელმაც ჩვენს მეომრებს ამოუღამეს თვალები და პუტინის კარზეც ვლაქიაობთ.

არაა უნსგავსოება სამღვდელო პირთა ჯიპებით სიარული (დასავლეთი არა და დასავლური კომფორტი უყვართ მღვდლებს).არაა უმსგავსოება ზოგიერთი მართლაც რომ სოდომ გომორას გვიმართავს.

არადა ხალხი დაზომბირების პირასაა. ჯერეც არ იცის საით იაროს, რა გზა აირჩიოს, არადა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც მომრავლდნენ რომლებიც ტვინის გამორეცხვის მეტს არას აკეთებენ.

ფრთხილად ჩემო თანამემამულენო, ფრთხილად....

0
92
2-ს მოსწონს
ავტორი:მაცი ჯალაღონია
მაცი ჯალაღონია
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0